Connect with us

ყვავილები

დეკემბერას მოვლა: რა უნდა გააკეთოთ პირდაპირ ახლა

როგორც კი ფოთლების ცვენა იწყება, ფანჯრიდან ხედი ნაცრისფერდება. ეს ყვავილების მოყვარულებს ნამდვილად არ ემუქრებათ, რომელთა ფანჯრის რაფაზეც დეკემბერა იზრდება. მას ბევრი სახელი აქვს: შლუმბერგერა, საშობაო, ზიგოკაქტუსი. ცნობილია იმით, რომ ფერადად მაშინ ყვავილდება, როცა გარეთ ყინვა და სიცივეა. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ უხვი ყვავილობის მისაღწევად დეკემბერაზე ზრუნვა შემოდგომაზე დაიწყოთ.

იმის მიუხედავად, რომ ყვავილი კოკრების ფორმირებას მხოლოდ ნოემბერში (ზოგჯერ უფრო გვიან) იწყება, მომზადება უკვე სექტემბერში უნდა დაიწყოთ. უკიდურესი ვადა: ოქტომბერი.

როგორ მოვუაროთ დეკემბერას

საშობაო ყვავილი ტროპიკული მცენარეა, რომლის სამშობლოდ ბრაზილია ითვლება. ორქიდეას მსგავსად ხეებზე იზრდება და სითბო უყვარს. ამის ცოდნით, ადვილად მიხვდებით, თუ რა მოსწონს: არა პირდაპირი, მაგრამ უხვი განათება, ფხვიერი მიწა და იშვიათი მორწყვა.

აი, რისი გაკეთება არ შეიძლება კატეგორიულად: მკვრივ მიწაში დარგვა, ხშირად მორწყვა, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დადება, ყვავილობის წინ ადგილიდან ადგილზე გადატანა.

ბოლო პუნქტი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ინტერნეტ სივრცეში მავნე რჩევა დასეირნობს. თითქოსდა, ყვავილობის წინ დეკემბერა ცოტა ხნით ცივ და ბნელ ადგილას უნდა გაიტანოთ, რომ უხვად და სწრაფად აყვავილდეს. მოდით გავარკვიოთ.

სუკულენტი ყვავილობის დროს დღის სინათლის სიგრძით და ტემპერატურით გრძნობს. როცა გრადუსის მაჩვენებელი 15 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, ნამდვილად ყვავილდება და თან უხვად. თუმცა როგორც კი, უკან ძველ ადგილას დააბრუნებთ, ყვავილები დაცვივა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ადგილი არ შეუცვალოთ.

თუ თქვენი ყვავილი სტაბილურად წელიწადში ერთხელ ყვავილობს და კოკრების რაოდენობას არ უჩივით, გამოდის, რომ მცენარე თავს კომფორტულად გრძნობს. თუმცა ყოველთვის არსებობს მეთოდი, რომ მცენარემ ყვავილობით სეზონზე ორჯერ გაგახაროთ.

გადარგვა

სექტემბერში მცენარის საცხოვრებელი ბინის განახლება კარგი იდეაა. სასურველია, ეს წინასწარ გააკეთოთ, რომ ფესვების სისტემამ განვითარება მოასწროს. გახსოვდეთ, რომ დრენაჟი აუცილებელია: შლუმბერგერა წყლის დაგუბებას ვერ იტანს, რადგან ველურ ბუნებაში საერთოდ ხეზე იზრდება. ქერქი და ქოქოსის გარსი არ დაგენანოთ.

გამოკვება

ყვავილობამდე 1 თვით ადრე მიწა გაანაყოფიერეთ. საერთოდ, სჯობს პროცედურა თვეში მაქსიმუმ ერთხელ გაიმეოროთ. დეკემბერა მიწის ზემოთ იზრდება და განებივრებას მიჩვეული არაა. ფოთლების ზრდის დროს ორგანული და აზოტის სასუქი გამოიყენეთ, ყვავილობის წინ – კალიუმის სასუქი.

დანამვა

სწრაფი მეთოდი, რომ დეკემბერას სამშობლო, ბრაზილიის ტროპიკული ტყეები გაახსენოთ. სექტემბერ–ოქტომბერში წვიმების სეზონი იწყება. სწორედ ამიტომ, თქვენი მწვანე ცხოველი დაბანეთ. შხაპი მოუწყვეთ ან პულვერიზატორით დანამეთ ისე, რომ ფოთლებიდან წვეთები წვეთავდეს. ამის შემდეგ მცენარე კარგად უნდა გაშრეს.

ცოტა გამოკვება, დროული გადარგვა და დანამვა უხვი ყვავილობისთვის შესაფერის გარემოს ქმნის. ფლორისტებს ეს ყვავილი სილამაზის და უპრეტენზიობის იდეალური ბალანსის გამო უყვართ! სწორედ ამიტომ, წელიწადში ერთხელ მასზე ზრუნვა ნამდვილად ღირს.