Connect with us

საკითხავი

დედის ლოცვა ჯარში წასული შვილისთვის, რომელიც ყოველდღე უნდა წაიკითხოთ

სასწაულმოქმედი ლოცვა ჯარში წასული შვილისთვის დაგეხმარებათ, რომ შვილი სიკვდილისგან დაიცვათ. დედისთვის შვილი ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. მასში მთელ სულს და გულს დებს. უძილო ღამეები, პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა. ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება მეხსიერებაში რჩება.

ყველა დედა ოცნებობს, რომ მისი შვილი ბედნიერი და წარმატებული იყოს. და რამხელა შიშს გრძნობს დედა, როცა ვაჟს უცნობ ადგილას უშვებს. როცა ვაჟს სამშობლოს დაცვა უწევს, დედა მისი უხილავი საყრდენი ხდება.

ლოცვა ჯარში წასული ვაჟისთვის

დედა, როგორც ნამდვილი მფარველი ანგელოზი, მზადაა შვილი დღედაღამ დაიცვას. ყველა დედამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავისი შვილი. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სასწაულმოქმედ ლოცვას ვაჟისთვის. ის შვილს ყოველგვარი უბედურებისგან დაიცავს, რომ მალე სახლში მთელი და უვნებელი დაბრუნდეს.

ამ ლოცვის ძალით ტყვია არ გაეკარება, სიცივეს და შიმშილს თავს დააღწევს. როგორც უხილავი საბურველი, საყვარელ ვაჟს ბედის უკუღმართობისგან დაიცავს. ეს ლოცვა შეინახეთ და ყოველდღე წაიკითხეთ, რომ ნებისმიერ ადგილას დაცული იყოს. რა განსაცდელიც არ უნდა გამოიაროს, ამ ლოცვის ძალით სახლში დედასთან დაბრუნებას შეძლებს.

ლოცვის სიტყვები ვაჟის დასაცავად

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა.

უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა.

უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან.

უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობის თანა ახლობელთა და შორებელთა მიმართ.

უფალო, განამრავლე და განამტკიცე გონებითნი ნიჭნი და ხორციელნი ძალნი მათნი ბოძებულნი შენ მიერ, კურთხევა შენი ღვთისმოშიშებითსა და უკეთუ სათნო შენდა არს, ოჯახებრივსა ცხოვრებასა და ურცხვენელსა შვილთსხმასა მათსა ზედა.

უფალო, მომეც მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შვილთა ჩემთა და მონათა შენთა ზედა კურთხევა მშობლიური ამჟამინდელსა ცისკარსა (დილასა), დღესა და ღამესა შინა სახელისა შენისათვის, რამეთუ საუკუნო, ყოვლისა შემძლებელ და ყოვლადძლიერ არს მეუფება შენი, ამინ.

დაე, ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი და დედის საიმედო ფრთის ქვეშ შეფარებული. დაე, ყველა ბავშვი სახლში ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდეს. და დადგება მშვიდობა დედამიწაზე და თითოეული ადამიანის სულში. თითოეული ვაჟი ააშენებს თავის სახლს, გაზრდის ბაღს, სადაც შვილებთან ერთად ისეირნებს. დაე, თითოეულ სახლში ისმოდეს სიხარული და სიცილი, ჰარმონია და სიმშვიდე.

Advertisement