თავის მოვლა
დედა მრავალი წელია თავის მოსავლელად სახამებელს იყენებს. მისი რეალური ასაკის გამოცნობას ვერავინ ახერხებს
დედაჩემით ძალიან ვამაყობ. დილით დარბის, ცივ შხაპს ღებულობს, ველოსიპედით სეირნობს და კოსმეტიკური პროცედურებით თავის განებივრება არ ავიწყდება. ის ძვირადღირებულ სალონებს არ სტუმრობს და ბრენდულ კოსმეტიკას არ ყიდულობს. უბრალოდ, ყოველ საღამოს თმის, ხელის ან სახის ნიღაბს იკეთებს. 65 წლის ასაკში თავის თანატოლ მეგობრებზე უკეთ გამოიყურება.
„თავის მოვლის ჩვევა ყველა ქალს გენეტიკურ დონეზე უნდა ჰქონდეს“ – მიმტკიცებდა დედა ბავშვობაში. ნამდვილად ასეა, რადგან ქალი ნებისმიერ ასაკში და სიტუაციაში ლამაზი უნდა იყოს.
როცა 30 წლის ასაკში პირველი ნაოჭები გამიჩნდა, ძალიან ვინერვიულე. ნაადრევი სიბერისთვის მზად არ ვიყავი. ბოტოქსის გაკეთებასაც ვფიქრობდი, მაგრამ ნემსები არც თუ ისე უსაფრთხოა, როგორც კოსმეტოლოგები ამბობენ. დედა ნამდვილად მოქმედი საშუალება მასწავლა!
სახამებელი ბოტოქსის ნაცვლად
კარტოფილის სახამებელი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც გამაახალგაზრდავებელი C ვიტამინით და ნიკოტინის მჟავით მდიდარია. სახლში მომზადებული სახამებლის ბოტოქსი ნებისმიერი ტიპის კანს შეესაბამება, თუ ინგრედიენტებზე ინდივიდუალური აუტანლობა არ გაქვთ.
სახამებელი ზედმეტად აქერცლილ კანს და ცხიმოვან მბზინვარებას მოგაშორებთ. მისი გამოყენების შემდეგ კანი ხავერდოვანი და რბილი ხდება. ზრდასრულ ასაკში სახამებლის ნიღბის გამოყენება უბრალოდ აუცილებელია. მცირე ნაოჭები ქრება, ღრმა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება, ხოლო კანი გლუვი და ნათელი ხდება.
სახამებელზე დაფუძნებული გამაახალგაზრდავებელი ნიღბის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს. დღეს ჩემ მიერ გამოცდილ რეცეპტზე გიამბობთ, რომლის შედეგიც ძალიან მომეწონა.
სახის სტაფილო-სახამებლის ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 ს/კ სტაფილოს წვენი
- 1 ს/კ სახამებელი
- 1 ს/კ არაჟანი (საშუალო სისქის)
- 1 ჭიქა წყალი
მომზადება:
1.ოთახის ტემპერატურის ნახევარ ჭიქა წყალს სახამებელი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ დარჩენილი წყალი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე ადუღეთ. მუდმივად აურიეთ, ცეცხლზე კიდევ 15 წუთით გააჩერეთ, მაგრამ არ დაგეწვათ.
2.ნარევს სტაფილოს წვენი და არაჟანი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
გაგრილებული ახალ მომზადებული ნიღაბი სახეზე წაისვით და 20-25 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა სამი დღე ზედიზედ გაიმეორეთ, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.
ჩინური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი თაფლით
ეს ნიღაბი არ გამოიყენოთ, თუ კანზე გაღიზიანება, ჭრილობა, ნაკაწრი ან ანთება გაქვთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ თაფლი
- 1 ჩ/კ სახამებელი (შეიძლება ბრინჯის ან სიმინდის)
- 1 ჩ/კ წვრილი მარილი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ 1 ჩ/კ ლიმონი დაუმატეთ, ხოლო მარილი უფრო ნაკლები 0,5 ჩ/კ აიღეთ. ნარევი სახეზე რამდენჯერმე წაისვით. წინა ფენის გაშრობის შემდეგ ახალი წაისვით. სახეზე 25 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ყოველ მეორე დღეს 20 დღის განმავლობაში გაიკეთეთ. შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ.
ნიღაბი და სკრაბი მინერალური წყლით
დაზიანებულ კანზე ამ ნიღბის გამოყენება არ შეიძლება.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ სოდა
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1 ჩ/კ სახამებელი
- 1 ჩ/კ მინერალური წყალი
- 1 ჩ/კ დასაბანი ქაფი ან გელი
მომზადება:
სახამებელი დასაბან ქაფს აურიეთ და მინერალურ წყალში გახსენით. მარილი, სოდა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით წაისვით. 10 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.
მათეთრებელი ნიღაბი წყალბადის ზეჟანგით
ეს პროცედურა ჭორფლის და პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. 2 ს/კ სახამებელი და 2 ს/კ 5%-იანი წყალბადის ზეჟანგი აურიეთ. სახეზე 20 წუთით წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემის წასმა არ დაგავიწყდეთ.
თუ ანტიასაკომბრივი ნიღბების გამოყენებას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ თქვენი შედეგისა და გამოდილების გაზიარება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!