ჯანმრთელობა
დაღლილობა ჭკუიდან მშლიდა და არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას, სანამ თევზის ქონის დალევა არ დავიწყე
ჩვენი ორგანიზმი – ურთულესი მექანიზმია, რომელმაც კარგად იცის, როდის რა სჭირდება. თუ რაციონში რაღაც არასაკმარისია, იგი აუცილებლად განიშნებთ ამის შესახებ.
ცხიმების სარგებელი ქალბატონებისთვის
ადამიანთა უმრავლესობა დღემდე ფიქრობს, რომ ცხიმები რაციონიდან აუცილებლად უნდა გამორიცხოს, რადგან სწორედ ეს ნივთიერება ასუქებს მას. მინდა გითხრათ, რომ ცდებით.
ცხიმები ჩვენს ორგანიზმს ისევე სჭირდება, როგორც ყველა დანარჩენი ელემენტი. ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ 10 მთავარი ნიშანს, რომელსაც ორგანიზმი ცხიმების დეფიციტის დროს გვიგზავნის.
ცხიმის დეფიციტის სიმპტომები
1. შიმშილის მუდმივი შეგრძნება
სწორედ ცხიმები აკონტროლებს შიმშილის შეგრძნებას. ამ ნივთიერების ზომიერი მოხმარება გვანიჭებს დანაყრების სასიამოვნო შეგრძნებას, რომელიც არ გვაძლევს ზომაზე მეტის ჭამის საშუალებას.
2. მშრალი, უფერული კანი
ჯანმრთელი ადამიანის კანი სიჯანსაღით უნდა ელვარებდეს. მშრალი კანი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ცხიმები არ ჰყოფნის. ჩართეთ რაციონში ცოტაოდენი თხილი, თევზის ქონი ან ავოკადო. 1 კვირაში გასაოცარ შედეგს მიიღებთ.
3. მსხვრევადი თმა და ფრჩხილები
ეს პრობლემა განსაკუთრებით უსიამოვნოა ქალბატონებისთვის, რადგან სწორედ ლამაზი თმები და ფრჩხილებია მათი მთავარი სამკაული. ნუ მიმართავთ ისეთ დიეტებს, რომლებიც სრულად გამორიცხავს რაციონიდან ცხიმებს.
4. სიცივის შეგრძნება
თუ სიცხეშიც კი გცივათ, ესე იგი თქვენს ორგანიზმში თბომიმოცვლა მნიშვნელოვნადაა დარღვეული. სწორედ ცხიმი ეხმარება ორგანიზმს სითბოს შენარჩუნებაში.
5. სწრაფი დაღლილობა
თუ ძალიან სწრაფად იღლებით, ამასთან, დილიდანვე უძლურად გრძნობთ თავს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს სისხლში გლუკოზის დონე მუდმივად მერყეობს. სწორედ ცხიმი უწყობს ხელს გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებას.
7. ცუდი მეხსიერება
ყველაფერი გავიწყდებათ? დაფიქრდით, რამდენ ცხიმს მოიხმართ ყოველდღიურად. ჩვენი ტვინის ფუნქციონირება მეტწილადაა დამოკიდებული იმ ცხიმების რაოდენობაზე, რომელსაც საკვებით ვიღებთ. დაბალცხიმიანი დიეტის გამო, არამხოლოდ მეხსიერება, არამედ ყურადღების კონცენტრაციაც ირღვევა.
8. გაღიზიანებადობა და დეპრესია
გაღიზიანებთ ისეთი რამეები, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით? ხშირად იწყენთ უმიზეზოდ? მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, ძილის უკმარისობა და ცხოვრებისეული სირთულეები. თუმცა, ხშირად, ეს სიმპტომები არასწორი კვების გამო ჩნდება.
9. მხედველობის გაუარესება
მაკულარული დეგენერაციის, მხედველობის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზის, აღსაკვეთად, აუცილებელია ყოველდღე ომეგა-3-ის მიღება. თევზის ქონი არამხოლოდ თქვენს ფრჩხილებს, თმასა და კანს კვებავს, არამედ მხედველობის შენარჩუნებაშიც გეხმარებათ.
10. ტკივილი სახსრებში
ეს სიმპტომი შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს ართრიტის განვითარებისკენ. შესაძლოა, ამ სახელწოდებამ ვერ შეგაშინოთ, თუმცა მას უსიამოვნო ტკივილები ახლავს, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. შესანიშნავი პროფილაქტიკაა სასარგებლო ცხიმების მოხმარება.
ყველა ამ უსიამოვნო პრობლემის გადასალახავად, აუცილებლად ჩართეთ რაციონში ზომიერი რაოდენობის სასარგებლო ცხიმები. გისურვებთ ჯანმრთელობას!