Connect with us

საკითხავი

დაუღალავად ვლოცულობ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი შვილებისთვის. ვთხოვ მათ მფარველობას

ოჯახში ბავშვის გაჩენა კარგი ამბავია დედ–მამისთვის, მათი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ხდება ისეც, რომ ოჯახში ბავშვი დიდხანს არ ჩნდება ან ჯანმრთელი არ იბადება. ამ დროს ადამიანმა უფალს უნდა მიმართოს. შვილებისა და შვილიშვილებისთვის შეგიძლიათ ილოცოთ არა მხოლოდ რთულ პერიოდში, არამედ ბედნიერ დღეებშიც.

ყველამ არ იცის, როგორ ილოცოს, ან იცის მხოლოდ ძირითადი სიტყვები, რომლითაც უფალს და ყველა წმინდანს მიმართავს. გადავწყვიტეთ, შეგახსენოთ, როგორ გააკეთოთ ეს. ზოგი ლოცვის ტექსტს კომპიუტერის ან ტელეფონის მყარ დისკზე ინახავს. სხვებს ჩაწერა ურჩევნიათ. ვთვლით, რომ არც პირველ, არც მეორე შემთხვევაში არასწორი გამოსავალი არაა. ყველა ისე აკეთებს, როგორც მისთვის მოსახერხებელია.

ლოცვა შვილებისა და შვილიშვილებისთვის

ზოგჯერ პირადი ან ოჯახური პრობლემები შფოთვას იწვევს. ასეთ გამაღიზიანებელზე ყველას განსხვავებული რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. ზოგი უვიცობით ნუგეშის საპოვნელად ნამდვილ თაღლითებსაც მიმართავს. შედეგად, კარგავს დროს, ფულს და ისევ იმ ადგილას რჩება.

ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი

ამ შემთხვევაში, გთავაზობთ შემდეგ ლოცვას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. დაე, მოგიტანოთ ბევრი სიკეთე, ბედნიერება და დაგიცვათ უბედურებისგან.

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, იხსენ და დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელი) ქვეშე საფარველსა შენსა, ეგრეთვე ყოველნი ყრმანი და ჩვილნი, ნათელღებულნი და სახელისა უქონელნი და წიაღთა შინა დედისათა მყოფნი. დაიფარენ იგინი საფარველითა დედობისა შენისათა, დაჰმარხე იგინი შიშსა შინა ღმრთისასა და მორჩილებასა მშობელთასა, ევედრე უფალსა ჩემსა და ძესა შენსა, რათა მიანიჭოს მათ სარგებელი საცხოვრებლად. ვავედრებ მათ დედობრივსა ზედამდგომელობასა შენსა, რამეთუ შენ ხარ საღმრთო საფარველი მონათა შენთა, ამინ.

აზრები იყოფა, აუცილებელია თუ არა ილოცოთ ეკლესიაში თუ სახლში ლოცვით შეგიძლიათ შემოიფარგლოთ. ზოგი ამბობს, რომ 2 კვირაში–თვეში ერთხელ მაინც მორწმუნე ტაძარში უნდა მივიდეს, რომ ამქვეყნიური ქაოსისგან განახლდეს. სხვები ამ საკითხს უფრო მშვიდად ხვდება და თვლის, ტაძარში მხოლოდ დღესასწაულებზე სიარული ცუდს არ გაგხდით. ყველაფერი ჩვევაზე და პირად ცნობიერებაზეა დამოკიდებული.

როგორც არ უნდა იყოს, ყველა მორწმუნეს უნდა ჰქონდეს საბაზო ცოდნა, როგორ ილოცოს და ვის მიმართოს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მორიგ ლოცვას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, რომელიც ასე გამოიყურება:

შეიწირე, დედოფალო ღვთისმშობელო, სულთქმით ვედრებაი ესე შენდა მილტოლვილთა მონათა შენთაგან. ვჭვრეტ რაი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, ვითარ ხელთა გიპყრიეს და რძესა აწოებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, უფალსა იესუ ქრისტესა. ვითარ უვნებელად შევ იგი, დაღაცათუ დედობრივნი სალმობანი იტვირთენ და ძეთა და ასულთა შენთა უძლურებასა ხედევდ. ეგრეცა მხურვალებითა შეუვრდებით აღმადგინებელსა ხატსა შენსა და ამბორისყოფითა ტკბილითა გევედრებით შენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო: რომელნი დაშჯილ ვართ, რაითა სალმობითა ვშუნეთ და მწუხარებითა ვზარდნეთ შვილნი ჩუენნი, – ცოდვილნი ესე მოწყალედ შემივედრენ და თანალმობითა შეიწყნარენ ყრმანი ჩუენნი და მშობელნი მათნი მწარისაგან წყლულისა იხსენ, მიეც მათ სიმრთელეი, რაითა კეთილად გამოზრდილნი განძლიერდნენ ხორცითა და მაწოებელნი მათნი სიხარულითა და ნუგეშინისცემითა შენითა პირითა ყრმათა და ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცოს უფალმან დიდებაი თვისი. ჰოი, დედაო ძისა ღვთისაო მოწყალე იქმენ ძეთა ზედა კაცთასა და უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. დავრდომილნი მსწრაფლ აღადგინენ, ჩუენ ზედა მოწევნული მწუხარებაი და ჭმუნვაი აღხოცე და ნუ უგულებელს-ჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა. ისმინე ხმაი მწუხარეთა მონათა შენთა, რომელნი წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და დღესა ამას სიხარულისა და განტევებისა მათისასა შეიწირე სამადლობელი დიდებაი ესე გულთაგან ჩუენთა. აღამაღლე ლოცვაი ჩუენი წინაშე საყდრისა ძისა შენისასა, რაითა მოწყალე იქმნეს ცოდუათა და უძლურებათა ჩუენთა ზედა, განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მხმობთა სახელისა მიმართ შენისა, რაითა ჩუენცა და შვილნი ჩუენნი გადიდებდენ შენ მოწყალესა მეოხსა და სასოსა ერისა ჩუენისასა, საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა წმინდა ნიკოლოზისადმი

მართლმადიდებლურ ტრადიციაში წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი ბავშვების მფარველ წმინდანად ითვლება. ის ბავშვებს ეხმარება, ავი თვალისა და ბოროტი ზრახვებისგან იცავს. მას შეგიძლიათ სთხოვოთ ბავშვების ჯანმრთელობა, ბედნიერი ცხოვრება. რომელ მშობელს არ სურს, რომ მის შვილს მომავალში ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს?

ჰოჲ, ყოვლად სანატრელო წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ბრძენო მესაჭეო საქართველოს წმიდისა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩუენისაო, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდისა განბრძნობილო, ანგელოზთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანა მოღვაწეო, მღვდელმთავართა შეუნიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო.

ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო; დამკჳდრებულითა შენთანა საღმრთოჲთა მადლითა განანათლე და დაიფარე ღვთივადაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი  და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი, სამონაზნო დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე წმიდაო ნიკოლოზ, შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგვმადლოს სულთა და ჴორცთა მშვიდობა და სიმრთელე და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა.

ჰოი, ყოვლადნეტარო წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ ღმრთივშუენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათჳს ყოვლადბრწყინვალითა გჳრგჳნითა პატივცემულო, მეოხ გვეყავნ წინაშე მისსა, რათა მოგვანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოზთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, რათა მარადის ვუგალობდეთ შენსა განმადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფროს თაობას უფრო კონსერვატიული მიდგომა აქვს, ვიდრე ახალგაზრდას. ერთ დროს სსრკ–ს გავლენის მიუხედავად ბებია–ბაბუასთვის ეკლესია აუცილებელია. მათ შეუძლიათ წმინდა ნიკოლოზს მათი საყვარელი შვილიშვილებისთვის კურთხევა შესთხოვონ.

„ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედო. მომმადლე წყალობა საყვარელი შვილიშვილის საჯანმრთელოდ. მაპატიე, ჩემი ცოდვილი მწუხარება და არ გაბრაზდე ჩემს უვიცობაზე. ამინ“.

ასეთი ლოცვები საკმარისია, რომ ნებისმიერმა მორწმუნემ თავისუფალ დროს უმაღლეს ძალებს მიმართოს და წვეთი მადლი შესთხოვოს. არა თავისთვის, არამედ შვილისთვის ან შვილიშვილისთვის. ჩვენი შთამომავლობა ხომ ჩვენი საუკეთესო გაგრძელებაა. მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მათ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ, მათ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოდ მოეწყოს.

Advertisement