ყვავილები
დასუსტებული ოთახის მცენარეები შაქრით გამოკვებეთ
ერთხელ, 1956 წელს გამოცემულ ძველ წიგნს „სახლის მებაღეობას“ გადავაწყდი, სადაც დასუსტებული მცენარეების შაქრით გამოკვების შესახებ საინტერესო მასალა ვიპოვე. წიგნში გამოცდილი მებაღის, მიჩურინცევის მუშაობის შედეგები იყო აღწერილი და ინფორმაციის სანდოობაში ეჭვი არ შემპარვია. მე მინერალურ და ორგანულ სასუქებს ვიყენებ, მაგრამ შაქრის შესახებ აქამდე არ მსმენია.
მართალია, ბავშვობაში ერთი სავალალო ექსპერიმენტი ჩავატარე. ბოტანიკის გაკვეთილზე ფოტოსინთეზის შესახებ პირველად მოსმენის შემდეგ შევიცოდე საწყალი მცენარეები, რომლებიც ბეჯითად მუშაობენ, რომ სინათლის, ნახშირორჟანგის, წყლის და მინერალური მარილების დახმარებით სახამებელი და შაქარი შექმნას. მამას ოთახის მცენარეების პატარა კოლექცია ჰქონდა და დახმარება გადავწყვიტე – დაე, მზა პროდუქტი სცადოს და ფოტოსინთეზზე დრო არ დახარჯოს. წყლის, შაქრის, სახამებლის სქელი ნარევი მოვამზადე, მარილი დავუმატე და ამით მამის ყვავილები უხვად მოვრწყე.
სამწუხაროდ, ჩემი „დახმარება“ მშობლებმა გვიან აღმოაჩინეს.
ბავშვობაში მიღებული გამოცდილების და შემდეგ პროფესიონალ ფლორისტად გახდომის გამო ახალ ინფორმაციას სიფრთხილით და უნდობლობით ვეკიდებოდი. როგორც აღმოჩნდა, მცენარეს სუფთა შაქრის ათვისება შეუძლია, მაგრამ მისი დოზა მინიმალური უნდა იყოს. ის რამდენიმე ზრდის მასტიმულირებელ ხსნარშიც შედის. გარდა ამისა, შაქრით გამოკვება სუბსტრატის სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას ხელს უწყობს.
წარმატებული ექსპერიმენტი: შაქრით გამოკვება
ყველაზე სუსტი მცენარე ავირჩიე, რომელიც გაზაფხულამდე ვერ გასტანდა და ექსპერიმენტის ჩატარებას შევუდექი. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: კვებაზე კარგი რეაგირება ჰქონდა გვიმრას, კაქტუსს და ფიკუსს.
საკვებად 1 ჩ/კ შაქარი 1 ლ წყალზე გამოვიყენე. ოდნავ დანამულ მიწას კვირაში ერთხელ ამ საკვებით ვრწყავდი. მცენარეს 2-3 ასეთი გამოკვება სჭირდება. დოზის გადაჭარბება უკუშედეგს გამოიწვევს (მიკროფლორის განადგურება, ნიადაგში ოსმოსური წნევის გაზრდა).
ძლიერი, ჯანსაღი მცენარე შაქარს თავად აქტიურად აწარმოებს და დამატებით შაქრის მიღება არ სჭირდება. ასეთი გამოკვება სუსტ მცენარეებს სჭირდებათ, მაგალითად, ზამთრის შემდეგ, ასევე მცენარეებს, რომლებმაც ზრდა შეაფერხეს.