Connect with us

საკითხავი

დალაი–ლამას რჩევები ქალებს, რომელთაც სურთ პრობლემებს თავი დააღწიონ და ბედნიერ მომავალს შეეგებონ

ქალი არის ძალა, გრაცია, გონება, შთაგონება და სპონტანურობა. ზოგჯერ ნებისმიერი ქალი სიცარიელეს და დაღლილობას განიცდის. როცა გვეჩვენება, რომ ბედნიერება ჩვენს ცხოვრებაში აღარ მოვა, რომ წინ მხოლოდ ნაცრისფერი დღეებია. როგორ დავაბრუნოთ ცხოვრებაში ფერები და გრძნობები? როგორ ვირწმუნოთ საკუთარი თავის და უნიკალურობის? როცა ქალს პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე აქვს, მაშინ ცხოვრება ბედნიერი ხდება. დალაი–ლამა გასწავლით, როგორ მიაღწიოთ ჰარმონიას. მისი 5 ბრძნული რჩევა ყველა ქალმა უნდა გამოიყენოს.

ცხოვრება უფრო ბედნიერი ხდება

ყველას საკუთარი უბედურება აქვს. ვიღაც ყოველ საღამოს საკუთარ მარტოობაში იძირება, ვიღაც ცრემლებად იღვრება ქმრის გულგრილობის გამო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხელის გულზე ატარებდა. ვიღაც ტოქსიკურ ურთიერთობაში გაიხლართა და გაწყვეტის ძალა არ აქვს. და ყველა ოცნებობს, ფრინველივით გაფრინდეს ბედნიერებისკენ და სიკეთისკენ, უკან მოიტოვოს პრობლემები და უსიამოვნებები.

დღეს სამყარო ქაოსშია, სადაც ნივთებს აფასებენ, ხოლო ადამიანებს იყენებენ. ქალებმა დაკარგეს სინაზე. ქალი მამაკაცის მხარდამჭერი და შთამაგონებელი უნდა იყოს, მაგრამ ქალმა კაცის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს და მისი თვითშეფასება თავის ხარჯზე არ გაზარდოს. ქალი არ უნდა იქცეს ნივთად, რომელიც ვიღაცის ცხოვრებას ალამაზებს. ქალი მამაკაცის გვერდით ბედნიერი უნდა იყოს.

რამდენად ხშირად ვაქცევთ ჩვენს ტკივილს ერთგვარ კულტად? მოგვწონს წვრილმანებზე ტანჯვა, ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. ეს ადამიანის არჩევანია, დაიტანჯოს თუ არა. რა თქმა უნდა, საწყენია, როცა საყვარელი ადამიანი არ გაფასებთ, მაგრამ ეს თქვენი არჩევანია იტიროთ ბალიშში თავჩარგულმა ან დაიპყროთ ახალი მწვერვალი. თქვენს ცხოვრებას გადახედეთ, გაანალიზეთ და განვითარებისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.

დალაი–ლამას რჩევები, როგორ გახდეთ ბედნიერი

ყოველი დილა იწყება ფიქრით: „დღეს ახალი დღე დადგა. გავიღვიძე, ცოცხალი ვარ, აუცილებლად გამიმართლებს. ჩემი მშვენიერი ცხოვრება მაქვს, რომელიც ახალი მოვლენებით და შთაბეჭდილებებით სავსეა. ჩემი ცხოვრების ყოველ წამს ჩემს და სამყაროს სასარგებლოდ ვცხოვრობ“.

ცალმხრივი სიყვარულის გამო ტანჯვა ან ტირანის შეურაცხყოფის ატანა უაზროდ ცხოვრებას ნიშნავს. თქვენი ცხოვრების მართვის სადავეები ხელში აიღეთ, რადგან მეორე შანსი არ გექნებათ. განქორწინება თუ ურთიერთობის გაწყვეტა ცრემლების ღვრის მიზეზი არაა, რომ უარგყვეს. ეს შანსია მოვლენებს გადახედოთ და გამოცდილება მიიღოთ.

დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ მამაკაცი, რომელიც ახლა ჩვენს გვერდითაა, ჩვენი ბედია. ამას მხოლოდ დრო და ქცევა აჩვენებს. შესაძლოა სამყარომ ბედის ნამდვილი საჩუქარი მოგიმზადათ. და ის, რაც დღეს გსურთ, სინამდვილეში არ გჭირდებათ.

ბედს მიენდეთ. ურთიერთობაში უფრო მარტივი და სასიამოვნო იყავით, მამაკაცს, როგორც ნაგვის ურნას თქვენი პრობლემები არ დაახვავოთ. საკუთარ კომპლექსებზე და პრობლემებზე იმუშავეთ. ასე ნამდვილად მოსიყვარულე მამაკაცს შეხვდებით.

ბედნიერი ქალი არის ქალი, რომელიც საკუთარ თავთან და მთელ სამყაროსთან ჰარმონიაშია. ის მშვიდია, ემოციურად გაწონასწორებული, ცხოვრების თითოეული მომენტით ტკბება. როცა საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლით, ნაკლებად დაავადდებით და დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

დალაი ლამა დარწმუნებულია, რომ ქალსა და კაცს შორის ინტელექტუალური განსხვავება არაა. ყველა ადამიანს თანასწორი უფლებები აქვს. მამაკაცს არ შეუძლია ქალის გარეშე ცხოვრება, ხოლო ქალს კაცის გარეშე. ეს უნივერსალური წონასწორობის კანონია.

სამყაროში ჰარმონიის მიღწევა შესაძლებელია, თუ შინაგან ჰარმონიას მიაღწევთ. ჩვენს დედამიწას სჭირდება ადამიანები, რომელთაც ბედნიერად და ჰარმონიაში ცხოვრება შეუძლიათ. აქ და ახლა ცხოვრება ისწავლეთ და ცხოვრების თითოეული მომენტით ტკბობას შეძლებთ.

Advertisement