Connect with us

ჯანმრთელობა

დავლიოთ თბილი ლუდი, თუ ვისუნთქოთ კარტოფილის ორთქლი: ხალხური საშუალებები გაციების წინააღმდეგ

არსებობენ კი, ნამდვილად ეფექტური ხალხური საშუალებები გაციების წინააღმდეგ, ნამდვილად კურნავენ ისინი თუ მათი მოხმარება საზიანოა?! ამის გარკვევას ჩვენს სტატიაში შეძლებთ.

ჩაი დანამატებით (ლიმონი, თაფლი, ჟოლოს მურაბა, კოჭა)

ეს გემრიელი დასალევი გაცილებით სასარგებლო ჯანმრთელი ადამიანისთვისაა. თაფლი ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს: კალციუმს, მაგნიუმს, ვიტამინ C-ს, ეს უკანასკნელი ლიმონშიც შედის და არაჩვეულებრივად მოქმედებს ორგანიზმზე რესპირატორული დაავადებებისას, თუმცა ციტრუსებმა შეიძლება ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაც გამოიწვიონ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თაფლი სერიოზული ალერგინია. თუ მზად ხართ გარისკოთ, მაინც გახსოვდეთ, რომ ავადმყოფობისას სასმელი არც ძალიან ცხელი უნდა იყოს და არც ძალიან ცივი. ხოლო ექიმის რეკომენდაციით, გაციებისას აჯობებს უბრალოდ თბილი წყალი დალიოთ.

ჟოლო დიდი რაოდენობით სალიცინის მჯავას შეიცავს, რომელიც პათოგენურ მიკრო ორგანიზმებს ანადგურებს და მათთან ერთად ანთებით პროცესსაც – ეს კარგი ამბავი, ახლა კი ცუდი – ნებისმიერი მურაბა სისხლში გლუკოზის შემცველობას მაღლა წევს და ამცირებს იმუნური სისტემის მუშაობას, ამ უკანასკნელზე კი ავადმყოფობის დროს ბევრი რამ არის დამოკიდებული. მოკლედ, არსებობს ალტერნატივა: შეგიძლიათ ჩაიში გამომშრალი ჟოლოს მარცვლები ჩაამატოთ.

კოჭას მატონიზირებელი ეფექტი აქვს და იმუნიტეტს ასტიმულირებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი რაც გაციებისას ნამდვილად დაგეხმარებათ. თუმცა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონეთათვის, ასევე მათთვის ვისაც ჰიპერტონია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები ან ღვიძლის დაავადებები აქვს კოჭას მიღება რეკომენდებული არ არის. კოჭას ჩაის ძილის წინ ნუ მიიღებთ!

თბილი ლუდი

ითვლება, რომ ლუდი ადუნებს, აქვს მსუბუქი ტკივილსაწინააღმდეგო ეფექტი და გვეხმარება დაძინებაში. თუმცა ნებისმიერი ალკოჰოლი ავადმყოფობისას აკრძალუალია, ეს ორგანიზმს დამატებით ტვირთად აწვება, ასე რომ – არანაირი ლუდი!

ქათმის ბულიონი

გაციებისას სითხე სასარგებლოა, ხოლო საკვები ნივთიერებები, რომლებსაც ბულიონი შეიცავს ორგანიზმს იმუნიტეტის გაუმჯობესებაში ეხმარება. დალიეთ ბულიონი თამამად, თუმცა განსაკუთრებულ ეფექტს ნუ დაელოდებით, ის უბრალოდ კარგი ვარიანტია ავამდყოფობის დროს გამოსაყენებელი რაციონისთვის!

არაყი წიწაკით

ბევრი ფიქრობს, რომ ეს საშუალება სისველეს მოაშორებს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ ალკოჰოლი განკურნების საშუალება არ არის და მისი გამოყენება ავადმყოფობის დროს აკრძალულია!

თაფლის, ხახვის წვენისა და ნიორის ნაზავი

“ჯოჯოხეთური” ნარევი ცხვირში ჩასაწვეთებლად გამოიყენება. ეს მეთოდი არა მარტო ვერ განგკურნავთ, არამედ შეიძლება ლორწოვანი გარსი დაწვას და ალერგიაც გამოიწვიოს.

ცხელი აბაზანა ფეხებისთვის

თუ შეგცივდათ, სანამ ავადმყოფობა განვითარდება – ამ მეთოდმა შესაძლოა გიშველოთ, ყოველ შემთხვევაში მდგომარეობას მაინც შეგიმსუბუქებთ. თუმცა არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ თუ გარკვეული ფიზიოთერაპიული შედეგის მიღება გსურთ:

  • ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას – ის 37-38 გრადუსზე მაღალი უნდა იყოს, 5-7 წუთის მერე დაუმატეთ ცხელი წყალი, მაგრამ ისე, რომ ტემპერატურამ 39-40 გრადუსს არ გადააჭარბოს.
  • ფეხებს 15 წუთზე ხანგრძლივი დროით ნუ დაითბილავთ.
  • ცხელი აბაზანის შემდეგ, კარგად გაიმშრალეთ ფეხები და თბილი წინდა ჩაიცვით.
  • ნუ გამოხვალთ ქუჩაში პროცედურის შემდეგ, მინიმუმ 3 საათის გასვლამდე.

ამ პროცედურას უკუჩვენებებიც აქვს, მოერიდეთ მას ორსულობისას, სხეულის მაღალი ტემპერატურისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ქონისას

აბაზანა

აბაზანას გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს შეციებისას თუ მას პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენებთ. ორგანიზმის ზომიერი დათბობა დადებითად მოქმედებს მასზე, აბაზანის მიღებისას ორგანიზმის ტემპერატურა 2 გრადუსით იმატებს, რაც ლეიკოციტების გამომუშავებას უწყობს ხელს. თუმცა როდესაც უკვე ავად ხართ – აბაზანის მიღება სასარგებლო ნამდვილად არ არის, მან შესაძლოა ინფექციის უფრო სწრაფ გავრცელებას შეუწყოს ხელი, გადაახუროს ორგანიზმი და გართულებებიც გამოიწვიოს.

ყელში მარილისა და იოდის გამოვლება

იოდი ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ამასთანავე საკმაოდ რთულია საჭირო დოზის განსაზღვრა, თუ დოზას გადააჭარბებთ შეიძლება ლორწოვანი გარსი გაგიღიზიანოთ.

მარილიანი ხსნარის ყელში გამოვლება კი ნამდვილად შეგიძლიათ, აჯობებს თუ ზღვის მარილს გამოიყენებთ. მარილი ხელს უშლის ვირუსებისა და ბაქტერიების გამრავლებას.

ცხელი კარტოფილის ინჰალაცია

ეს მეთოდი ბავშვობიდან ყველას ახსოვს, თუმცა ინჰალაცია აჯობებს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გაიკეთოთ. გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურის ქონისას, ჩირქოვანი სეკრეციისა და კარდიოვასკულარული დავადებების ქონისასა ინჰალაციის ჩატარება შიეძლება საზიანო იყოს.

არსებობს საინჰალაციო დანადგარების დიდი არჩევანი, რომლებიც გაცილებით ეფექტური და უსაფრთხოა გამოყენებისასა, ამიტომ, თუ ინჰალაცია აუცილებელია აჯობებს უპირატესობა მათ მიანიჭოთ.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გრიპის სიმპტომების დროს (ტემპერატურის მკვეთრი მატება 38.5 – 39 გრადუსამდე, ტკივილი კუნთებში, სახსრებში ტეხვა) აჯობებს ხალხურ მეთოდებზე დრო არ დაკარგოთ და დროულად მიმართოთ ექიმს რათა მედიკამენტოზური მკურნალობა დაგინიშნოთ.

არანაირ ხალხურ მეთოდს არ ძალუძს სერიოზული ვირუსული დაავადებების განკურნება და დაგვიანებამ შეიძლება დიდ გართულებებთან და ლეტალურ შედეგთან მიგვიყვანოს!

ხალხური მეთოდები, მათი ფრთხილად გამოყენების შემთხვევაში ნამდვილად ამსუბუქებს გარკვეულ სიმპტომებს, თუმცა აჯობებს გაითვალისწინოთ რისკები და მათ გამოყენებამდე ექიმს მიმართოთ რჩევისთვის. მხოლოდ ექიმს შეუძლია ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრა.