Connect with us

საკითხავი

გულწრფელი ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ, რომელიც მძიმე წუთებში დაგეხმარებათ

როცა სასოწარკვეთილი ვარ, იმედს და ნუგეშს ვერ ვხედავ, დახმარებას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ვთხოვ და მალე დახმარებას ვიღებ. განსაკუთრებული ლოცვა მე და ოჯახს ხშირად გვეხმარება.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ლოცვას ღვთისმშობლისადმი, რომელიც სასოწარკვეთილების წუთებში უნდა თქვათ. თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში დაგეხმარებათ.

სავედრებელი ლოცვა ღვთისმშობლისადმი

ქალწული მარიამი იესო ქრისტეს და მთელი კაცობრიობის დედაა. ყველა მორწმუნეს შეუძლია, რომ ყველაზე მზრუნველ, ძვირფას და მოსიყვარულე მშობელს თხოვნით მიმართოს. ასეთი დედა ყველას არ ჰყავს.

ღვთისმშობელი მთელ სიყვარულს, ზრუნვას და სინაზეს იტევს. უფლის წინაშე დაუღალავად ლოცულობს ყველა ქრისტიანისთვის, ვინც მას მიმართავს. ღვთისმშობელი ასაკს, სოციალურ სტატუსს, ცოდვების რაოდენობას ყურადღებას არ აქცევს. უფლის წინაშე ყველა თანასწორია და ამიტომაც ქალწული მარიამი ყველასთვის ლოცულობს.

ძლიერი ლოცვა რწმენით და გაცნობიერებულად წაიკითხეთ, რომ სიტყვების არსი გაიგოთ. „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო დაგვიფარე ჩვენ ცოდვილნი!“

ლოცვა 1

ჰოი, დედუფალო უფროსადკურთხეულო, მფარველო ქრისტეანეთა ერისაო, ნავთსაყუდელო და ცხორებაო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, უწყი, ჭეშამრიტად უწყი, რამეთუ ბოროტად შევცოდე, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, და განვარისხე ძე ღუთისა შენ მიერ ხორცითა შობილი და უწიანრესცა ჩემსა მრავლითა სახითა განარისხნეს კეთილნაწლეობა მისი ყოველთა: მეზუერეთა, მეძავთა და სხუათა ცოდუილთა, რომელთა სინანულისა და აღსარებისა მიერ მიემადლათ მიტევებაჲ ცოდუათა: ამისთვისცა წინაშე თუალთა მოწყალისა ხატისა შენისათა წარვადგენ ყოველთა ცოდუათა სულისა ჩემისათა და მხოლოსა ღუთაებრივსა მოწყალებასა მინდობილნი, სინანულით შევრდომილი შენსა სახიერებასა, კადნიერად გევედრებით: ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, მიპყარ ხელი შენი და ევედრე ძესა დედობრივითა და წმიდითა ლოცუითა შენითა შენდობად მძიმეთა ბრალთა ჩემთათა. მრწამს და აღვიარებ, რამეთუ იგი, რომელ შენგან იშუა, პირმშო შენი არს ჭეშმარიტად ქრისტე, ძეჲ ღუთისა ცხოველისა, მოსრული განსჯად ცხოველთა და მკუდართა ყოველთა საქმეთა მათთაებრ. მრწამს მერმეცა და აღგიარებ ჭეშმარიტად დედად ღუთისად, მოწყალებისა წყაროო, მტირალთა ნუგეშინისმცემელო, ცოდუილთა მომძიებელო, ღუთისა მიმართ ძლიერო და დაუცადებელო მეოხო ყოველთაო. ქრისტეანთა ერისა მოყუარეო და ცოდუილთა სინანულად მომყუანებელო, ჭეშმარიტად! არა არს კაცთათვის შეწევნა და საფარველ თვინიერ შენსა, დედუფალო მოწყალებისაო და რომელ დასდებს სასოებასა შენ ზედა და შენითა მეოხებითა შეუვრდების ძესა შენსა, არსადა დატევებულ იქმნების. ამისთვისცა გევედრები შენსა აურაცხელსა მოწყალებასა, ნუ განმაგდებ მე – არაწმიდასა, ნუ უგულებელს-ჰყოფ შეურაცხსა ვედრებასა ჩემსა, ნუცა დამიტევებ მე უბადრუკსა, რამეთუ წარწყმედელი მტერი ბოროტი დანთქმად მეძიებს მე, არამედ ევედრე ჩემთვის შენ მიერ შობილსა მოწყალესა ძესა და ღმერთსა შენსა, მომიტევნეს ბოროტნი ცოდუანი ჩემნი და წარწყმედისაგან მიხსნეს მე, რაჲთა მის მიერ ცხოვნებული უგალობდე და ვადიდებდე განუზომელსა მოწყალებასა ღუთისასა და შენსა მისსა მიმართ ურცხუენელსა მეოხებასა – ცხორებასა ამას და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ!

ლოცვა 2

ვისა მომართ ვხმობდე ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, ვისა უგალობდე ჟამსა განსაცდელისასა, არა თუმცა შენ, დედუფალო ცათაო?! ვინა სადა შეიწყნარნეს ცრემლნი ჩემნი და სულთქუმანი ჩემნი, ვინა სადა მსწრაფლ ისმინნეს, არა თუ შენ ხელისამპყრობელო ყოვლადსახიერო, ყოველთა ჩუენთა სიხარულთა სახარულევანო. შეისმინენ აწინდელნიცა შენდა მომართ გალობანი და ლოცუანი ჩემნი და მექმენ მე დედად და მფარველ და სიხარულითა შენითა აღმავსე მე. განაგე ცხორებაჲ ჩემი, ვითარცა გნებავს და ვითარცა უწყი. საფარველსა ქუეშე შენსა დავსდებ ყოველსა ზრახუასა ჩემსა და ცხორებასაცა. და ყოველთა თანა სიხარულით გიგალობ შენ: გიხაროდენ, მიმადლებულო, გიხაროდენ, სახარულევანო, გიხაროდენ, უფროსადკურთხეულო, გიხაროდენ, უფროსად განდიდებულო საუკუნითაგან, ამინ.

ასევე 90-ე ფსალმუნი და ლოცვა „პატიოსანი ჯვრისადმი“ წაიკითხეთ. ეს ლოცვები ყოველდღე, დღეში 7-ჯერ თქვით, რომ რთულ დროს სწრაფად და მარტივად თავი დააღწიოთ. თქვენი ოჯახის, მეგობრებისა და ნათესავებისთვისაც ილოცეთ. გულწრფელად ილოცეთ და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. ილოცეთ და დახმარება მოულოდნელად მოვა.

Advertisement