Connect with us

საკითხავი

გულწრფელი აღსარება. რას გრძნობს ქალი, რომლის ქმარიც ომში წავიდა

ამბობენ, აღსარება ადამიანის სულს ამშვიდებს. შემდეგ მოდის სიმსუბუქე, შეგრძნება, რომ ნეგატივის ნაცვლად ცხოვრებაში თანდათან შემოდის სიმშვიდე და სიწყნარე. საინტერესოა, რომ ყველა რელიგია ასეთ აღსარებას მიესალმება. ალბათ, იმიტომ, რომ პრობლემის გაცნობიერება და მისი მიღება მოგვარებისგან გადადგმული პირველი ნაბიჯია.

შინაგანი ხმის მუდმივი დათრგუნვა ფსიქიკასა და განწყობაზე ნეგატიურად აისახება. ამის გამო ჩნდება სევდა, აპათია და ცუდი აზრები. უმეტეს შემთხვევაში კარგი ფსიქოლოგი თქვენს დახმარებას შეძლებს. ფსიქოლოგთან მუშაობის დროსაც გულწრფელ აღიარებას გვერდს ვერ აუვლით. ზოგიერთი ხალხი თერაპიის ნაცვლად მიმართავს ეკლესიას, მეგობრებს, სპეციალურ ინტერესთა ჯგუფებს ან თავიანთ ფიქრებს ინტერნეტ სივრცეში ავრცელებენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ უკრაინელი ქალის ფიქრებს, რომლის ქმარიც ომში წავიდა.

ადამიანის აღსარება

„არ ვიცი, რას მომიტანს ეს აღსარება, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებ, ცოტათი შვებას ვიგრძნობ. ჯარისკაცის მეუღლე ვარ. 35 წლის ვარ, მყავს პატარა ვაჟი. ქმარი ნამდვილად მიყვარს და მასზე ძალიან ვნერვიულობ. როცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, დიდხანს არ უფიქრია და მოხალისედ ჩაეწერა. მითხრა, რომ სამშობლო და ოჯახი უნდა დაიცვას.

თავიდან მისი გადაწყვეტილების მიღება არ მინდოდა. როგორც შემეძლო ხელს ვუშლიდი. მაინც გადაწყვიტა. თხოვნა, შანტაჟი ამაო იყო. ვფიქრობდი, ჭკუიდან გადავიდოდი, ვერ გავუძლებდი, უკან გავყვებოდი, შვილს დედას დავუტოვებდი. ვერ დავიძინებდი და უმზეოდ დავჭკნებოდი. რეალობა სხვა აღმოჩნდა. 1 კვირაში მივხვდი, რომ თავს უკეთ ვგრძნობდი.

რატომ გამიჩნდა შვების გრძნობა ქმრის გარეშე? როგორ მოხდა ეს, ნუთუ უგულო ურჩხული ვარ? მას ხომ ვუყვარვარ და ზოგჯერ დარეკვას და ჩვენი ცხოვრებით დაინტერესებას ახერხებს. საქმე იმაშია, რომ ურთიერთობაში არასწორი არჩევანი გავაკეთე. ჩვენს პრობლემებზე არ ვსაუბრობდი, რამაც ნეგატიური შედეგები მოიტანა. არა ქმრისთვის, არამედ მხოლოდ ჩემთვის.

ქმრის ხასიათი

ვეცდები ავხსნა, რაშია საქმე. ჩემი ქმარი, ანდრეი, ძალიან უბრალო ადამიანია. მეზობელი ქვეყნიდან აგრესიის დაწყებამდე მისი ყოფა იყოფოდა რამდენიმე მარტივ ნაწილად: ძილი, სამსახური, საოჯახო საქმე. და მორჩა. არანაირი მისწრაფებები, ჰობი, შემოქმედებითი იმპულსები. არაფერი საერთოდ. ბავშვს მე ვუვლიდი, თან ვმუშაობდი და ოჯახურ კომფორტზე ვზრუნავდი.

ანდრეი სიტუაციის გამოსწორებას არასდროს ცდილობდა. არ ვიცი, ასეთი ხასიათი აქვს თუ სპეციალურად ასე აღიზარდა. თუ რაღაც არ მოსწონს, პირდაპირ ამბობს. წვნიანი მარილიანია თუ ბავშვს თმა აქვს შესაჭრელი თუ ჭურჭელი ცუდად გარეცხილია. ასეთ პრეტენზიებს კვირის ნებისმიერ დღეს გამოთქვამს. ერთხელ მითხრა, რომ კატლეტი საკუთარ დაბადების დღეს არ გამომივიდა!

მის დასაცავად მინდა ვთქვა, რომ ეს შენიშვნები მისი მხრიდან მიზანმიმართულ სკანდალს არასდროს იწვევდა. უბრალოდ შენიშვნას მაძლევდა და მორჩა. მეორე წამს უკვე სამსახურზე სასაცილო ამბებს ყვებოდა. ჩემში კი ყველაფერი დუღდა.

უფრო ზუსტად ასე იყო ურთიერთობის დასაწყისში. შევეგუე, რაღაცის დამტკიცებას ვცდილობდი. რა შემეძლო გამეკეთებინა, თუ ქმარი ხშირად მართალი იყო? მივეჩვიე ემოციების შენახვას, გარეთ არ ვუშვებდი.

დროთა განმავლობაში გაჩნდა გაღიზიანება, ერთგვარი გაბრაზება. იმ იშვიათ მომენტებში, როცა ქმარი სამსახურში იყო, ხოლო ბავშვი ბაღში ან ბებიასთან, საკუთარ თავს ვესაუბრებოდი. ადრე ასეთი ჩვევა არ მქონია. მოკლედ, ვგრძნობდი, რომ ეს საკითხი უფრო პრობლემური იყო, ვიდრე წარმომედგინა. როგორ მოვაგვარო?

და აი, როცა ამ საკითხის განხილვა გადავწყვიტე, ომი დაიწყო. თავად ხვდებით, ამის დრო არ იყო. ნერვებზე ვარ. რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

ადამიანის აღსარება

სახლში უქმროდ დარჩენილი მივხვდი, რომ ამ უბედურებამ ახალი შესაძლებლობები გამოაჩინა. ნერვების მკურნალობის, სხვა ატმოსფეროში ყოფნის, საკუთარი თავის და ორგანიზმის სიგნალების გაგების შემდეგ ჯანმრთელ და ცოცხალ ქმარს ისევ ველოდები. ვფიქრობ მასზე, ვნერვიულობ. და მაინც, ვიმედოვნებ, რომ ჩემს აზრებზე მომავალში საუბარს შევძლებთ.

მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი მეუღლე ასეთი მშვიდი და შინაგანად გაწონასწორებული იმიტომ არის, რომ არაფერს მალავს. თქვა შენიშვნა, ორთქლი გამოუშვა და მორჩა, მისთვის კონფლიქტი მოგვარებულია. ვგავარ მულტისახარშს, რომელშიც ბევრი წნევა დაგროვდა. თან ისე, რომ ზღვარზეა: მალე აფეთქდება.

სადღაც გულში ვხვდები, რომ ემოციების დათრგუნვას არ მაიძულებს. პირიქით, ბევრჯერ მითხრა, რომ გულახდილობას აფასებს, მაგრამ საკუთარ ბუნებას ვერ შევცვლი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდება. არ მინდა ოჯახის დაკარგვა, თან ამ მიზეზით. კარგი მინდოდა, მაგრამ გამოვიდა ისე, როგორც ყოველთვის“.

Advertisement