Connect with us

ყვავილები

გრძელვადიანი ნატურალური სასუქი ყვავილები უხვად რომ აყვავილდეს

უკვე დიდი ხანია ბანანი ეგზოტიკური ხილი არაა. სეზონის მიუხედავად ტკბილი გემოთი ყოველთვის გვახარებს. ბავშვები ამ ხილზე გიჟდებიან, ხოლო უმცროსი ქალიშვილი ლოგინიდან მხოლოდ მაშინ ადგება, თუ ბანანს აჭმევთ. ვიტამინებს და მკვებავ ნივთიერებებს მხოლოდ რბილობი არ შეიცავს. ბანანის ქერქს ოთახის მცენარეების გამოსაკვებად იყენებენ.

ნატურალური სასუქი მცენარის განვითარებასა და კვირტების ზომაზე გავლენას ახდენს. ყოველი გადარგვისას ვუმატებ. ჩემი ზამთრის ბაღი გაწმენდის შემდეგ უბრალოდ ყვავილებით დაიხუნძლა. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სასარგებლო სასუქი ბანანის ქერქით.

სასუქი ბანანის ქერქით ოთახის მცენარეებისთვის

მდიდარი მინერალური შემადგენლობის წყალობით ბანანის ქერქი როგორც ოთახის ყვავილების, ასევე ბაღის კულტურების გამოსაკვებად აქტიურად გამოიყენება. კალიუმი, მაგნიუმი და ფოსფორი მცენარის ზრდას აჩქარებს, მას უფრო ძლიერს და ჯანმრთელს ხდის.

ყვავილობის პროცესიც იცვლება. კვირტები რეგულარულად ჩნდება, ხოლო მისი რაოდენობა და ზომა მნიშვნელოვნად იზრდება. ამრიგად, ლამაზი, ცოცხალი ყვავილებით უფრო დიდხანს დატკბებით.

ბანანის ქერქის მომზადება

გამოყენებამდე მასალა სწორად მოამზადეთ. ქერქის ზედაპირი კარგად გარეცხეთ. ამ მიზნით შეგიძლიათ საპნიანი ხსნარი და ჯაგრისი გამოიყენოთ. ასე ქერქს ნებისმიერ ჭუჭყს მოაშორებთ.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპი არ გამოტოვოთ. წარმოდგენა არ გაქვთ, თუ რა გზა გამოიარა და რით დაამუშავეს. თუ ასე არ გააკეთებთ, მიწაში შეიძლება მავნე ბაქტერიები მოხვდეს და მცენარე გაანადგუროს.

სასუქის გამოყენება

თუ ახალი ყვავილი შეიძინეთ ან გადარგვას აპირებთ, ცოტა ნატურალური სასუქი აუცილებლად დაუმატეთ. სუფთა ბანანის ქერქი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ქოთნის ძირში დრენაჟი მოათავსეთ და ცოტა მიწა მოაყარეთ.

ბანანის ქერქის ფენები დააწყვეთ. პატარა მცენარისთვის 5-7 ნაჭერი საკმარისია. შემდეგ ყვავილი დარგეთ. ქერქი თანდათან გაიხრწნება და ქოთანს სასარგებლო ნივთიერებებს მიაწვდის.

ბანანის ქერქი ნებისმიერი ოთახის მცენარის გამოსაკვებად გამოგადგებათ. ის ეკონომიურია და მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება. თქვენი მწვანე მეგობარი კი დიდებული ყვავილობით მადლობას გადაგიხდით.