Connect with us

საკითხავი

გირჩების ნაძვის ხე, რომ 2022 წელი ბედნიერი და დაუვიწყარი იყოს

მალე ზამთრის დღესასწაულები ახლოვდება. სწორედ ამიტომ, სახლში საახალწლო ატმოსფეროს შექმნაზე ფიქრი უკვე უნდა დაიწყოთ, თუმცა ამაში რთული არაფერია. მაგალითად, საკმარისია იცოდეთ, როგორ გააკეთოთ ნაძვის ხე გირჩებისგან.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საოცარ ხელნაკეთობას, რომლებიც გამომგონებელმა ადამიანებმა ბუნებრივი მასალების გამოყენებით შექმნეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმოუდგენლად ლამაზი ნივთები რაიმე მსგავსის ან უკეთესის შექმნას შთაგაგონებთ.

როგორ გავაკეთოთ ნაძვის ხე გირჩებით

1. ასეთი საინტერესო ნაძვის ხე ფირუზის ფერებში სამუშაო ადგილზეც სადღესასწაულო განწყობას შექმნის.

2. ამ ნაძვის ხეს „ციყვის სიხარული“ ტყუილად არ უწოდეს. საკმარისია, კარგად დააკვირდეთ, რომ გირჩების გარდა ბევრი სხვადასხვა კაკალიც შენიშნოთ.

3. მხოლოდ გირჩები და უბრალო გასაფორმებელი საკმარისია, რომ ლამაზი ნაძვის ხე ააწყოთ. ამის გაკეთებას ბავშვიც შეძლებს.

4. თუ სწორ განათებას დაუმატებთ, ყველაზე უბრალო ნაძვის ხეც საოცარი გახდება. თითქოსდა შეგახსენებთ, რომ დღესასწაული ახლოვდება.

5. საოცარი ხელნაკეთი ნაძვის ხე, სადაც გირჩების გარდა მწვანე წიწვების და ძახველის ადგილიც მოიძებნა. დაე, ფანჯარასთან იდოს და თვალი გაახაროს.

6. თუ ფიქრობთ, რომ გირჩებით პატარა ნაძვის ხის გაკეთება რთულია, ამ ხელნაკეთს შეხედოს. თუ ვინმემ ასეთი სასწაულის აწყობა შეძლო, 10-ჯერ უფრო პატარას აწყობა გაგიჭირდებათ?

7. კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მასალის გამოყენება საინტერესო ხელნაკეთი ნივთის შესაქმნელად. ამ ვარიანტში დარიჩინის ადგილიც გამონახეს.

8. ისეთი ნაძვის ხე შეგიძლიათ ააწყოთ, რომელიც შიგნიდან ანათებს. მთავარია, სწორი განათება შეარჩიოთ, რომ არაფერი დაწვათ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს და სხვა საინტერესო იდეები უჩვეულო საახალწლო ნაძვის ხის შექმნას შთაგაგონებთ. მთავარია, ცოტა ფანტაზია გამოავლინოთ. ამ შემთხვევაში თითოეული ნივთი საოცარი გამოვა და სწორ ატმოსფეროს შექმნის.