Connect with us

ჯანმრთელობა

გვირილას ჩაი გლუკოზის დონეს შეამცირებს და დიაბეტსაც შეაფერხებს

მე–2 ტიპის დიაბეტის მქონე ხალხმა ყოველდღიურ რაციონში გვირილას ნახარში აუცილებლად უნდა ჩართოს. როგორც უელსის და იაპონიის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ეს სასმელი არა მხოლოდ სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს, არამედ დიაბეტის მიერ გამოწვეულ გართულებებს ებრძვის.

კერძოდ, ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ გვირილას ჩაის შეუძლია ისეთ გართულებებთან ბრძოლა, როგორიცაა სიბრმავე, თირკმლების დაავადება, ნერვული და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუარესება და ჰიპერგლიკემია.

ექსპერიმენტის მონაწილეები 3 კვირის განმავლობაში დღეში 2 ფინჯან გვირილას ჩაის სვამდნენ. უმეტესობა მათგანის შედეგებმა სისხლში გლუკოზის დონის 25%–ით შემცირება აჩვენა. მაქსიმალური ეფექტისთვის ექსპერიმენტის ავტორები დღეში 2 ფინჯანი ნახარშის დალევას გირჩევენ.