Connect with us

საკითხავი

გველის ნაკბენი და პირველადი დახმარება. აქტუალურია ბუნებაში, ცხელ სეზონზე

ყველა გველი შხამიანი არაა, მაგრამ მათთან ნებისმიერი კონტაქტი გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში გველი 5 მილიონ ადამიანს თავს ესხმის, მათგან დაახლოებით 125 ათასი იღუპება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გააკეთოთ გველის ნაკბენის დროს პირველ წუთებში.

უმეტეს შემთხვევაში ადამიანმა იცის, რომ ჭრილობიდან შხამი უნდა ამოწოვოს. პირველადი დახმარებისთვის ეს საკმარისი არაა და ზოგჯერ საზიანოც შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე გველის თავდასხმის დროს.

გველების სახეობები და ბინადრობის არეალი

საქართველოში გავრცელებულია გველების 20 სახეობა, რომლებიც გაერთიანებული არიან 4 ოჯახში: გველბრუცასებრნი, მახრჩობელასებრნი, ანკარასებრნი და გველგესლასებრნი. (წყარო: wikipedia.org). შხამიანებიდან ხშირად შეიძლება შეგხვდეთ ველის გველგესლა და ჩვეულებრივი გველგესლა. ასევე ორი სახეობის გველი, რომელიც შხამიანი არაა, მაგრამ სახიფათოა, ესაა გრძელი მცურავი და კასპიური მცურავი.

გველები ჭაობიან ადგილებში, ტყეში, მთასა და მდელოზე შეგიძლიათ ნახოთ. მზიანი აბაზანის მისაღებად ღია ადგილზე წვდომა სჭირდება (ბუდიდან 100 მ რაიონში). ჰაერის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლის მატებისას (23 გრადუსზე მეტი) ნაკლებად აქტიური, უსიცოცხლო და უმოძრაო ხდება. თუ ამ დროს გველმა გიკბინათ, დიდი ალბათობით, ფეხი დააბიჯეთ, დააწექით ან დააჯექით. გველის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად:

  • მოძრაობა შეწყვიტეთ – გველის დანახვისას ნელა იმოძრავეთ ან გაჩერდით. დაელოდეთ, სანამ გასრიალდება. გველი უმოძრაო ობიექტებს ვერ ამჩნევს.
  • შესაფერისად ჩაიცვით – თუ იქ, სადაც მიდიხართ, თეორიულად გველები ბინადრობს, შესაფერისად ჩაიცვით. ესაა მაღალი ჩექმა, მასში ჩატანებული გრძელი შარვალი და მკლავიანი მაისური.
  • დასასვენებელი ადგილი შეამოწმეთ – სანამ ქვაზე, თივაზე, მორზე ან ბალახზე დაჯდებით, შეამოწმეთ, იქვე გველი ხომ არაა. ჯოხით დააკაკუნეთ, იხმაურეთ. ასე გველი სწრაფად გასრიალდება.

რჩევები გველის ნაკბენის დროს

თუ გველმა გიკბინათ, სასწრაფოდ საავადმყოფოში წადით. მხოლოდ ექიმი შეძლებს საჭირო დახმარების გაწევას. თუმცა გველის ნაკბენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშეც სიკვდილს იშვიათად იწვევს. თუ საავადმყოფო შორსაა, დაზარალებულის დახმარება თავად სცადეთ:

  • დაზარალებულის მოძრაობა შეამცირეთ, მშვიდი გარემო შეუქმენით.
  • ნაკბენი ადგილი ანტისეპტიკური საშუალებით დაამუშავეთ.
  • კიდურიდან ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ფრთხილად მოაშორეთ.
  • თუ გაქვთ, 2 აბი ალერგიის წამალი დაალევინეთ.
  • ჭრილობაზე ქსოვილში გახვეული ყინული დაადეთ.
  • ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება.
  • თუ მოახერხებთ, გველს ფოტო გადაუღეთ სამომავლოდ სამკურნალოდ

პირველადი დახმარების წესები გველის ნაკბენის დროს

პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. გველი ისევ შეიძლება თავს დაგესხათ, თუ არ წავიდა. მის გასაგებად ნებისმიერი მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ჯოხი, ნიჩაბი, ქვა.

  1. დაზარალებული კომფორტულად დააწვინეთ ისე, რომ მოძრაობა შეწყვიტოს. შეკუმშული კუნთები სისხლის ნაკადს აძლიერებს, ასე შხამი სისხლში სწრაფად გადადის. დაზიანებულ კიდურზე არტახი მჭიდროდ დაადეთ, ოღონდ ქსოვილსა და კანს შორის ერთი თითი უნდა გადიოდეს. ასე ლიმფური და ვენური ნაკადი გადაიკეტება და შხამის გავრცელება შენელდება.
  2. ყველაფერი მოაშორეთ, რამაც შეიძლება მოუჭიროს. ნაკბენი შეშუპებას იწვევს. ბეჭედი, საათი და სამაჯური მოაშორეთ. შეშუპებისას სამკაული კანში შეიძლება შეიჭრას. ვიწრო ტანსაცმელი გახსენით. ტანსაცმლის გახდა საჭირო არაა, რომ მოძრაობას თავი აარიდოთ.
  3. ჭრილობის შხამის ამოღება მთავარი ეტაპია, რომ ორგანიზმში ნაკლები შხამიანი ნივთიერება მოხვდეს. ბევრი თვლის, რომ პირით შხამის ამოწოვა სახიფათოა, რადგან თავად შეიძლება მოიწამლოთ. გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს იშვიათად ხდება და პირის ღრუში დაზიანებას უკავშირდება. შხამი გადაყლაპვის შემთხვევაშიც უსაფრთხოა. გველის შხამი ცილებისგან შედგება და კუჭის წვენის მჟავების და ფერმენტების ზემოქმედებით იშლება. შხამის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაკუუმ მეთოდი, მაგალითად, რეზინის ოყნა ან შპრიცი. თუ ხელთ არაფერი გაქვთ, პირით ამოწოვეთ. დაკბენილის სიცოცხლე უფრო მაღალი რისკის ქვეშაა და ვიდრე იმის, ვინც შხამის პირით ამოწოვს.
  4. შხამის ამოღებას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. შემდეგ ანტისეპტიკური საშუალებით (სპირტის გარეშე) დაამუშავეთ, ბინტით შეახვიეთ ან პლასტირი დააკარით. შემდეგ ანტიჰისტამინური პრეპარატი კუნთში შეუყვანეთ. თუ გაქვთ, ჰორმონი (დექსამეტაზონი, პრენდნიზოლინი) გაუკეთეთ.
  5. საავადმყოფოში სასწრაფოდ უნდა მოხვდეთ. იქ სპეციალურ შრატს გაუკეთებენ. ეს წამალი შხამს ბლოკავს და ორგანიზმიდან გამოაქვს. დროული სამედიცინო დახმარება გადარჩენის შანსს ზრდის. მთავარია, არ ინერვიულოთ და თანმიმდევრულად იმოქმედოთ.
  6. ექიმთან ჩანაწერი დატოვეთ. როდის მოხდა გველის თავდასხმა, რა ზომის სიწითლე იყო და რა სიმპტომები ახლდა, როგორ შეიცვალა ნაკბენის ზემოთ და ქვემოთ კიდურის გარშემოწერილობა. მთელი ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც შორსაა და სამედიცინო დახმარების სწრაფად მიღებას ვერ ახერხებს.

გველების უმეტესობა აგრესიული არაა, მაგრამ თუ გამოიწვევთ, თავს დაგესხმებათ. ბუნებაში სეირნობისას ყურადღებით იყავით, დააკვირდით, რას აბიჯებთ, დახურული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩაიცვით. თუ ცხოველი დაინახეთ, გაეცალეთ. ზოგჯერ ხომ დროული ჩარევაც გადარჩენაში ვერ დაგეხმარებათ.

Advertisement