Connect with us

საკითხავი

გემრიელი თურქული ყავის მომზადების 3 მეთოდი. ჯეზვე არ დაგჭირდებათ

საიდუმლო არ არის, რომ თურქულ ყავას მდიდარი, ძლიერი და ცოტა მწარე გემო აქვს, რომელიც ბევრს მოსწონს. სასიამოვნო სიმწარეს ჯეზვეში მომზადება ანიჭებს. თუ ხსნადი ყავა არ გიყვართ, მაგრამ თურქული ყავის მოსადუღებლად ჯეზვე არ გაქვთ, Alltime.ge–ს 3 ხრიკს გიზიარებთ.

არსებობს 3 მეთოდი, რომელთა შესახებ, ალბათ, ადრე არ გსმენიათ. ასე გემრიელ სასმელს ჯეზვეს გარეშე მოადუღებთ. დაიმახსოვრეთ, ყავის მარცვლები მხოლოდ მომზადების წინ უნდა დაფქვათ. 1,5 ჩ/კ ყავა 150 მლ წყალი უნდა დაუმატოთ. ეს თანაფარდობა არ დაგავიწყდეთ.

როგორ მოვადუღოთ თურქული ყავა ჯეზვეს გარეშე

მეთოდი 1

ყავის მომზადების ეს მეთოდი ღრმა ტაფის გამოყენებას გულისხმობს. მასში ყავა ჩაყარეთ, თუ შაქრიანი სასმელი გიყვართ, ისიც დაუმატეთ. წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. 0,5 წუთში კოვზით აურიეთ. როცა ქაფი გამოჩნდება, ცეცხლიდან გადმოდგით. თუ გსურთ, რომ სასმელს უფრო ძლიერი გემო ჰქონდეს, კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.

მეთოდი 2

მეორე მეთოდით ყავის მოსადუღებლად დაგჭირდებათ ფინჯანი, რომელიც სქელი გვერდები აქვს. ფინჯანი შეათბეთ, შემდეგ ყავა ჩაყარეთ. 90 გრადუსამდე ცხელი წყალი დაასხით. შაქარი სურვილისამებრ დაუმატეთ და აურიეთ. 3-4 წუთით გააჩერეთ და სასმელი დალიეთ.

მეთოდი 3

აქაც ვიყენებთ ფინჯანს, რომელსაც სქელი გვერდები აქვს, მაგრამ მომზადების მეთოდი განსხვავდება. ფინჯანში ყავა და ოთახის ტემპერატურის წყალი ჩაასხით. მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით საშუალო სიმძლავრეზე შეათბეთ. ასე ესპრესოს მსგავს სასმელს მიიღებთ.

ზემოთ აღწერილი მეთოდებით ნამდვილად გემრიელ ყავას მოამზადებთ. აუცილებლად სცადეთ.

Advertisement