Connect with us

საკითხავი

გაჩვენებთ, რატომ უნდა გაჭრათ ტუალეტის ქაღალდის რულონი შუაზე. თქვენც ასე მოიქცევით

თანამედროვე ცხოვრება ტუალეტის ქაღალდის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. მიჩვეული ვართ, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, საპირფარეშოში ტუალეტის ქაღალდი ყოველთვის არის. იქნება ეს სასტუმრო, დასასვენებელი ზონა, მატარებელი თუ საზოგადოებრივი საპირფარეშო პარკში, ტუალეტის ქაღალდი ყველგანაა.

ტუალეტის ქაღალდი საჯარო და ხელმისაწვდომი არც ისე დიდი ხნის წინ გახდა. მხოლოდ 1857 წელს ჯოზეფ გაიეტიმ რბილი ტუალეტის ქაღალდის წარმოება მსოფლიო ბაზარზე გაიტანა. აი, ჩინეთში ტუალეტის ქაღალდის წარმოება ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში დაიწყეს, მაგრამ მხოლოდ საიმპერატორო კარისთვის.

აღმოჩნდა, რომ ტუალეტის ქაღალდის გამოყენება მხოლოდ ჰიგიენით არ შემოიფარგლება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ კიდევ ერთ უნიკალურ მეთოდს, როგორ გამოიყენოთ ტუალეტის ქაღალდი.

ტუალეტის ქაღალდი საპირფარეშოში

ტუალეტის ქაღალდით ხელნაკეთი ჰაერის გამაჯანსაღებელი შეგიძლიათ გააკეთოთ. მარტივია, ხოლო ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. თან ასეთი ჰაერის გამაჯანსაღებელი ძალიან ეკონომიურია და დიდხანს ძლებს. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ქაღალდის რულონის შუაზე გაჭრაა.

ჰაერის გამაჯანსაღებელს აღარასდროს შეიძენთ. გადაჭრილი რულონი თეთრეულის კონდიციონერში დაასველეთ. როცა გაშრება, ტუალეტში თაროზე დადეთ. ასეთი ჰაერის გამაჯანსაღებელი დიდი ხნით სასიამოვნო არომატს გაჩუქებთ.

მაშინაც კი, როცა არომატის გამოყოფას შეწყვეტს, რულონი თეთრეულის კონდიციონერში თავიდან შეგიძლიათ დაასველოთ. ამ გადაწყვეტილებით ბევრ თანხას დაზოგავთ. შემდეგ ასეთი ქაღალდი ავეჯის საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თეთრეულის კონდიციონერს ანტისტატიკური ეფექტი აქვს და მტვერი ავეჯზე დიდხანს არ დაჯდება. თან კარგი სურნელი ექნება.

ტუალეტის ქაღალდის დახმარებით ლამაზი და წვნიანი წიწმატი შეგიძლიათ გაზარდოთ. ძალიან სასარგებლოა, ამიტომ სახლში მისი გაზრდა აუცილებლად სცადეთ. ამისთვის მებაღეობის უახლოეს მაღაზიაში ან სუპერმარკეტში 1 შეფუთვა თესლის შეძენა მოგიწევთ.

როგორ გავზარდოთ სალათი ფანჯრის რაფაზე? ძალიან მარტივად. გადაჭრილი ტუალეტის ქაღალდის რულონი წყალში დაასველეთ. როცა წყალი ოდნავ დაიწურება, თესლი მოაყარეთ და მზიან ადგილას დადეთ. რამდენიმე დღეში თესლი გაღვივდება. ასე შეგიძლიათ დატოვოთ, დროდადრო წყლით დანამეთ. თუ ყლორტები ძალიან გაიზარდა, მცენარე შეგიძლიათ გადარგოთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ ქაღალდის ახალი რულონის გამოყენება, რომ სუფთა იყოს.

ტუალეტის ქაღალდი უნივერსალური საშუალებაა. სხვადასხვა სფეროში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზოგჯერ ტუალეტის ქაღალდი ყველაზე მოულოდნელ შემთხვევებშიც გვეხმარება.

Advertisement