Connect with us

ვიდეო

გამხმარი მოცხარის ფოთლების წარმოუდგენელი სასარგებლო თვისებები

ყოველწლიურად აგარაკზე ბევრი შავი მოცხარის ფოთოლს ვახმობ და ახლობლები, რომლებმაც ხალხურ მედიცინასთან ჩემი ურთიერთობა არ იციან, გაკვირვებული მეკითხებიან – რატომ?

და აი, რატომ! ხალხურ მედიცინაში შავი მოცხარის ფოთლების ჩაის ვირუსული გაციების, პოდაგრის, რევმატიზმის, შარდის ბუშტის დაავადების, თირკმლებსა და შარდის ბუშტში ქვების გაჩენის, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის და კანის დაავადების დროს იყენებენ.

ასევე შავი მოცხარის ფოთლები:

უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე კენკრა. ფოთლებში არსებული ნივთიერება აქტიურად ებრძვის ოქროსფერ სტაფილოკოკს, მიკროსკოპულ სოკოს და დიზენტერიის პათოგენებს.

1. სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, სისხლძარღვებს წმენდს, ამით ინფარქტის და ინსულტის რისკს ამცირებს.

2. ძვლების ფორმირებაში მონაწილეობს, კბილის ემალის კომპონენტს წარმოადგენს.

3. ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს და სტრესული სიტუაციის მიმართ მდგრადობას ზრდის.

4. ცილების სინთეზის, გლუკოზის ცვლის, მკვებავი ნივთიერებების გადაზიდვის, გენეტიკური ინფორმაციების გადაცემის, ნახშირწყლების და ფოსფორის ცვლების პროცესში მონაწილეობს.

5. თირკმლებში ქვების წარმოქმნას აფერხებს.

6. ორგანიზმიდან ზოგიერთი სახეობის ტოქსინი გამოაქვს.

7. ნაწლავების პერისტალტიკის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

8. რეპროდუქციულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ქალებს მენოპაუზის დროს ეხმარება.

9. კუნთების მუშაობას არეგულირებს.

10. სპაზმებს აქრობს და ბრონქოპულინარული დაავადების დროს ბრონქებს აფართოებს.

11. ძვლების და შემაერთებელი ქსოვილების ფორმირებაში მონაწილეობს.

12. ქალის სასქესო ორგანოების მუშაობას არეგულირებს.

13. ლიპიდურ ცვლას აღადგენს.

14. ნახშირწყლების ათვისებას აჩქარებს.

15. ნერვული სისტემის ფუნქცია ნორმაში მოჰყავს.

16. შავი მოცხარის ფოთლების ნაყენს ორგანიზმიდან ჭარბი შარდის მჟავა გამოაქვს.

პოდაგრა, მარილი, ნივთიერებათა ცვლა

ფოთლების ნაყენი

ახალი შავი მოცხარის ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და დალიეთ.

შავი მოცხარის ფოთლების ნაყენს ორგანიზმიდან ჭარბი პურინის და შარდის მჟავა გამოაქვს. ასევე ნაზი ოფლმდენი საშუალებაა. გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და სისხლდენის დროს.

ტუბერკულოზის და სურდოს სამკურნალოდ იყენებენ.

შავი მოცხარის ფოთლების ნახარში

300 მლ მდუღარე წყალში 50 გრ ხმელი მოცხარის ფოთლები ჩაყარეთ და დაბალ ცეცხლზე 20 წუთით ადუღეთ. გადაწურეთ და დალიეთ.

შავი მოცხარის ფოთლების ნახარში შესანიშნავი საშუალებაა თირკმლების, შარდის ბუშტის დაავადების და შეშუპების დროს. შავი მოცხარის ფოთლების რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი და შეშუპება არ გემუქრებათ.

შავი მოცხარის ფოთლების ნახარში საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანადგურებს. კუჭის პრობლემა, მუცლის ბუყბუყი, ტკივილი და სიმძიმე არ შეგაწუხებთ.

შავი მოცხარის ფოთლების ჩაი

1 ს/კ დაქუცმაცებულ შავი მოცხარის ფოთლებს მდუღარე წყალი გადაავლეთ. შემდეგ დასაყენებელ ჩაიდანში გადაიტანეთ და 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. დაახლოებით 20 წუთით დააყენეთ. ჩაი გადაწურეთ. ასეთი ჩაი თაფლთან ან შაქართან ერთად შეგიძლიათ დალიოთ.

მისი მიღება ქალური უსიამოვნების, ზოგადი სისუსტის და სწრაფი დაღლის დროს სასარგებლოა.

ფოთლების კონსერვი

ფოთლების კონსერვის, ჩაის და ნაყენის მომზადების პერიოდი ყვავილობის შემდგომ ნაყოფის გამოღებამდე არის. როგორც წესი, ეს პერიოდი ივნისს ემთხვევა.

მხოლოდ შუა ფოთლები მოწყვიტეთ, ზედა და ქვედა ნაწილი ხელუხლებელი დატოვეთ. ფოთლები მშრალ ამინდში მოწყვიტეთ, ოღონდ მხოლოდ მთელი ფოთოლი. დაზიანებული და სოკოიანი ფოთოლი არ გჭირდებათ. ფოთლები ქაღალდზე ან ქსოვილზე ჩრდილში გააშრეთ. ფოთლების მტვრევადობამდე გააშრეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.