Connect with us

ყვავილები

გამოცდილმა მებაღემ მასწავლა, რით ჩავანაცვლო ძვირადღირებული ფიტონათურები

თუ დიდი ხანია მებაღეობით დაკავებული ხართ, ალბათ, აგროტექნიკის განვითარებას თვალყურს ადევნებთ. მაგალითად, დიდი ალბათობით, გსმენიათ, როგორ ანათებენ ნერგებს ფიტონათურას და საერთოდ რისთვის იყენებენ ამ სასწაულ ტექნიკას. თუმცა, ნამდვილად გვჭირდება ამ სპეციალური მოწყობილობის შეძენა? დღეს Alltime ამ აქტუალურ საკითხში გარკვევას ეცდება. გიამბობთ, რატომ არის ფიტონათურები პოპულარული და შესაძლებელია თუ არა სხვა რამით მისი ჩანაცვლება.

როგორ დავანათოთ ფიტონათურა ნერგებს

ნერგი სითბოს მოყვარული კულტურაა, რომელსაც დამატებითი განათება სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა თესლს თებერვლის ბოლოს თესავენ. ამ დროს მზის სინათლე უბრალოდ საკმარისი არაა. ნერგები კარგად რომ განვითარდეს და გაძლიერდეს, სტაბილური დღის სინათლით უნდა უზრუნველყოთ.

ამ ამოცანას სპეციალური ნათურები შესანიშნავად უმკლავდება. ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ სინათლე 24 საათით ჩართული არ უნდა გქონდეთ. ღამით მცენარე აწარმოებს ნივთიერებას, რომელიც ზრდისთვის სჭირდება. გარდა ამისა, ღამით ტემპერატურაც იკლებს.

ნერგებისთვის ყველა ნათურა შესაფერისი არაა. მაგალითად, ჩვეულებრივი ნათურა ინფრაწითელი სპექტრის რადიაციას გამოყოფს. გამოყენებისას ძლიერ ხურდება, ამიტომ ამ მიზნით არ გამოგადგებათ. თუმცა, ადრე პრაქტიკაში სწორედ ასე იყენებდნენ.

ვარვარა ნათურების ნაცვლად ლუმინესცენტურ ან დიოდურ ნათურებს იყენებენ. ასეთი ნათურები გამოსაყენებლად მოსახერხებელი და უფრო ეკონომიურია. და მაინც, რით განსხვავდება ფიტონათურა?

ასეთი LED ნათურა პოპულარული გახდა, რადგან გამოსხივების სრულ სპექტრს არ იძლევა, არამედ მხოლოდ წითელს ან ლურჯს. ორივე სპექტრი მცენარის ფოტოსინთეზისთვის აუცილებელია. უფრო ტექნოლოგიურ ნათურებში თითოეული სპექტრის სიმძლავრის ხელით რეგულირება შეიძლება.

რომელი ნათურა ავირჩიოთ

ლურჯი და წითელი სპექტრები მცენარის განვითარებაზე განსხვავებულ გავლენას ახდენენ. პირველი მიწისზედა მწვანე ნაწილის ზრდას ხელს უწყობს, მეორე კი ფესვების სისტემის განვითარებაზე, უხვ ყვავილობასა და ნაყოფიერებაზეა პასუხისმგებელი.

ამასთან, უმჯობესია მცენარემ ფერების სრული სპექტრი მიიღოს და არა მხოლოდ ლურჯი ან წითელი. დიახ, მათ გარკვეული ზომით გაბატონება შეუძლიათ. ამ მიზნით LED ნათურა ან უბრალოდ ლუმინესცენტური ნათურა საკმარისია. ძვირადღირებული ფიტონათურის შეძენა არ ღირს.

ფიტონათურის ბიუჯეტური ალტერნატივა – LED ზოლები. სხვადასხვა გამოსხივების სპექტრის ზოლები შეიძინეთ და ნათურა თავად ააწყვეთ. ერთადერთი, რაც უნდა იცოდეთ – ფერების სწორი რაოდენობა. 10 წითელი ზოლი შეესაბამება 4 ლურჯ, 1 მწვანე და 1 თეთრ ზოლს.

ლუმინესცენტური ნათურის შერჩევისას ფერების ტემპერატურა (კელვინის საზომით) გაითვალისწინეთ. მცენარის გასაზრდელად საკმარისია ნათურა 2700-3200 K. ის ნერგს თბილ, თეთრ სინათლეს წითელი სპექტრის გამოსხივებით უზრუნველყოფს. ასევე გამოგადგებათ ნათურა 6200-6500K-თი, რომელშიც ცივი, თეთრი სინათლე ცისფერი სპექტრით ჭარბობს.

ლედ ნათურებისა და ლუმინესცენტური ნათურების მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ მუშაობისას არ ხურდება. სწორედ ამიტომ, მათი დაყენება ნერგების ან სხვა მცენარეების ზემოთ ძალიან მაღლა არ მოგიწევთ. ოპტიმალური სიმაღლე 25-35 სმ. თუ ნათურას უფრო მაღლა დაკიდებთ, ნაკლებად ეფექტური იქნება.

თუ ამ ნათურების გამოყენებას აპირებთ, მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინეთ. ჩვეულებრივ, ლედ და ლუმინესცენტური ნათურები ქვემოთ ანათებენ და სინათლეს 60-90 გრადუსამდე ფანტავენ. სწორედ ამიტომ, ასეთი რამდენიმე ნათურა დაგჭირდებათ. ამავდროულად, ფიტონათურებში განსაკუთრებული ლინზებია ჩაშენებული, რომელთა წყალობით სინათლის გაფანტვა 200 გრადუსამდე აღწევს.

რედაქციისგან

რა თქმა უნდა, დამატებითი განათების უზრუნველყოფა ინდივიდუალური საკითხია. ალბათ, ვიღაც იტყვის, რომ ნერგები ნათურების გარეშეც მშვენივრად გაიზრდება.

მაგალითად, ნერგები რომ არ ამოიწვეროს, შეგიძლიათ ფოლგა გამოიყენოთ. ისე დააფიქსირეთ, რომ მზის სხივები მცენარეზე აირეკლოს. ამბობენ, რომ მეთოდი მარტივი, მაგრამ ეფექტურია. გსმენიათ ამის შესახებ?