Connect with us

ყვავილები

გამოცდილმა მეაგარაკემ მასწავლა, როგორ გამოვკვებო ბოსტნეული დაფნით

აგარაკზე ჩემი მეზობელი ყოველწლიურად პომიდვრის შესაშურ მოსავალს იღებს. წელს მისი პომიდორი მივირთვი და ვერ დავიჯერე, რომ ბოსტანში ქიმიკატების გარეშე გაზრდილი იყო. მეზობელმა გამიზიარა ხრიკი, როგორ გამოვკვებო ბოსტნეული კარგი მოსავლის მისაღებად.

რეცეპტის მოსამზადებლად მხოლოდ მარტივი, ხელმისაწვდომი ინგრედიენტები დაგჭირდებათ. დაფნის ფოთოლი ბოსტნეულის საკვებად გამოიყენეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

დაფნის ფოთოლის სასუქი

ინგრედიენტები:

  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • 1 ლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. წყალი დუღილამდე აადუღეთ და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.
  2. შაქარი ჩაყარეთ და აურიეთ.
  3. ხსნარი გაგრილებამდე გააჩერეთ.
  4. 1:1 თანაფარდობით წყალში გააზავეთ.
  5. ბოსტნეული მზა ნარევით კვირაში ერთხელ გამოკვებეთ.

ცნობისთვის, დაფნის ფოთოლს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. დაფნის ნახარში ვიტამინებით და სასარგებლო მიკროელემენტებით (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი და სხვა) მდიდარია. ასე მცენარეს მავნებლებს მოაშორებთ და ზრდას დააჩქარებთ.

Advertisement