Connect with us

საკითხავი

გამოცდილი ხრიკები, როგორ გაწმინდოთ ფეხსაცმლის თეთრი ძირი

„როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმლის თეთრი ძირი, რომ ახალივით გამოიყურებოდეს?“ – ვკითხე ნაცნობ მეწაღეს. სანამ ახალი ფეხსაცმლის შეძენას გადაწყვეტთ, გამოცდილი ხრიკების გამოყენებას გირჩევთ, რომ ძველ ფეხსაცმელს ძველებური გარეგნობა დაუბრუნოთ.  Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, როგორ გაწმინდოთ ფეხსაცმლის თეთრი ძირი. გამოცდილი საშუალებებია!

როგორ გავწმინდოთ ფეხსაცმლის თეთრი ძირი

შეიძლება თუ არა თეთრი ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა? დიახ, მაგრამ არა ნებისმიერის. სპორტული, სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი შეგიძლიათ გარეცხოთ.

ფეხსაცმელი წინასწარ მოამზადეთ. ძირი გაწმინდეთ, ქვები და ქვიშა მოაშორეთ. თასმები და ღაბაშები ამოიღეთ. თასმები ძველ წინდაში ჩადეთ და დოლურაში მოათავსეთ. ღაბაში ახლით ჩაანაცვლეთ, თუ აუცილებელია, მაგრამ არ გარეცხოთ: სავარაუდოდ, დეფორმირდება.

სპეციალური სარეცხი ტომარა ან ძველი ბალიშისპირი გამოიყენეთ.  რეცხვაზე გადადით: 6 კოვზი მათეთრებელი ფხვნილის უჯრაში ჩაყარეთ. ჩამჯდარი ლაქები როგორც ფეხსაცმლის ძირზე, ასევე თავად ფეხსაცმელზე, გარეცხვამდე ნახევარი საათით ადრე ჩაალბეთ. 0,5 ლ მდუღარე წყალზე 2-3 კოვზი მათეთრებელი დაგჭირდებათ.

როგორც კი, საშუალება გაგრილდება, ჭუჭყიან ადგილებს ღრუბლით წაუსვით. 40 გრადუსზე გარეცხეთ, ბრუნვის ციკლი 800. შეგახსენებთ, რომ ფეხსაცმელი ბადეში ან ბალიშისპირში უნდა მოათავსოთ.

ეს ყველაფერია. ახლა გადავიდეთ მეთოდზე, როგორ მოვაწესრიგოთ ფეხსაცმლის თეთრი ძირი ხელით, რომ სისუფთავით ბრწყინავდეს.

უმარტივესი მეთოდი – კბილის პასტა. ალბათ, ამ მეთოდის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ შეგახსენებთ. ყურადღება მიაქციეთ: ჩვეულებრივი პასტა გამოიყენეთ და არა ფერადი, დანამატების გარეშე, თუ ბოტასების დაზიანება არ გსურთ.

პასტა კბილის ჯაგრისით ჭუჭყიან ადგილებს წაუსვით, შემდეგ სალფეთქით ზედმეტი ნარჩენები მოაშორეთ.

მეორე მარტივი და უვნებელი მეთოდი – სოდა. ფაფის მისაღებად წყალს აურიეთ. ბოტასს წაუსვით და 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გამდინარე წყალში ჩამორეცხეთ.

თითქმის ყველა ქალს კოსმეტიკურ არსენალში მიცერალური წყალი აქვს. ეს საშუალება არა მხოლოდ დემაკიაჟს უმკლავდება, არამედ ფეხსაცმლის ძირს ლაქებს კარგად აშორებს. უბრალოდ ბამბის დისკი მიცერალურ წყალში დაასველეთ და ჭუჭყიანი ადგილები გაწმინდეთ.

წყალბადის ზეჟანგი განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა სიყვითლე ძირიდან ქსოვილზე ან მოკასინზე გადასულია. თბილი წყალი ტაშტში ჩაასხით, 1 ბოთლი წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ და ნარევში ბოტასები ჩააწყვეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ ბევრი თბილი წყლით და რბილი ჯაგრისით გარეცხეთ.

თუ თეთრ ძირზე შავი ნაკაწრები დარჩა, საკანცელარიო ფანქრის საშლელი დაგეხმარებათ. უბრალოდ ფეხსაცმელი გახეხეთ და საკმარისია. მხოლოდ თეთრი საშლელი გამოიყენეთ, რომ სპორტულ ფეხსაცმელზე კვალი არ დატოვოს.

ეფექტური ხრიკები დაიმახსოვრეთ და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენეთ.

Advertisement