Connect with us

ყვავილები

გამოცდილი ფერმერის რჩევები: როგორ დავთესოთ მარწყვი ნერგის გასაზრდელად სწორად

ზამთრის ბოლოს ცივი ამინდი და მოღრუბლური ცა უბრალოდ აუტანელი ხდება. მალე დაიწყოს სააგარაკო სეზონი! ყოველ შაბათ–კვირას ქალაქგარეთ წასვლას შევძლებთ, სუფთა ჰაერზე მეტ დროს გავატარებთ და ბოსტანში ვიმუშავებთ. ზამთრის ბოლოს ფერმერებს ბევრი საზრუნავი აქვთ: ნერგები უნდა გაზარდოს!

კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, კიტრი – ფერმერების საყვარელი ბოსტნეული. კენკრის მოსავალს ნამდვილი სიამოვნება მოაქვს. პირდაპირ კვლებში კენკრის მოწყვეტა და პირში ჩადება საკმარისია, რომ გაწეული შრომის შედეგით დატკბეთ. ზოგიერთი კენკრის გაზრდაზე უკვე უნდა დაფიქრდეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დათესოთ მარწყვი.

როგორ დავთესოთ მარწყვი ნერგისთვის: ღირებული რჩევები

  1. პირველ რიგში, მიწა შეარჩიეთ. ნოყიერი და მომჟავო უნდა იყოს. მაღაზიაში კარგი ვარიანტები იყიდება, მაგრამ თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
  2. მიწაში 0,5 სმ სიღრმის ორმოები გააკეთეთ. ამ მიზნით ფანქარი, სახაზავი ან თითი გამოიყენეთ.
  3. ორმოები კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით მორწყეთ.
  4. მარწყვის თესლი მოაყარეთ, მაგრამ მიწა არ მოაყაროთ.
  5. ქოთანს პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას (22 გრადუსი) გააჩერეთ. მარწყვი საკმაოდ მომთხოვნია, ამიტომ კარგად განათებული ადგილი შეურჩიეთ. კარგია, თუ შეგიძლიათ ნერგს სპეციალური ნათურები დაანათოთ.
  6. პარკი ზოგჯერ მოხსენით, რომ ნერგები მორწყათ. მიწა არ უნდა გამოშრეს.

ზემოთ მოცემული რეკომენდაციები დაიცავით, რომ ჯანსაღი და უხვი მოსავალი მიიღოთ. პირველ ყლორტებს დათესვიდან მე-15-20 დღეს დაინახავთ. 5-6 ფოთლის გამოჩენის შემდეგ ჩითილებად შეგიძლიათ დაყოთ. ამისთვის უბრალო პლასტმასის ჭიქები გამოგადგებათ. მიწა ფხვიერი უნდა იყოს. ღია გრუნტში მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გადაიტანეთ. ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული.

მთვარის კალენდარი მარწყვის დასათესად

მთვარის კალენდარში მონიშნეთ ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეები მარწყვის დასათესად. თუ მარწყვი 6, 19 და 20 თებერვალს დათესეთ, ძლიერი ნერგების მიღების ნაკლები შანსი გაქვთ. თესლი შეიძლება უბრალოდ არ გაღვივდეს. თებერვალში მარწყვის დასათესად ხელსაყრელი დღეებია 1, 2, 21, 22 და 28 თებერვალი. ამ დღეებში დათესილი მარწყვი კარგად იზრდება.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, კარგ ნერგს მიიღებთ, რომელიც მსხვილ და ტკბილ კენკრას მოგცემთ. გახსოვდეთ, რომ მარწყვის ნერგებისთვის სწორი ადგილის შერჩევა მნიშვნელოვანია. კენკრის ზომა და სიტკბო მზის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ექსპერტების თქმით, რემონტანტული მარწყვი სეზონზე მოსავალს რამდენჯერმე იძლევა.

Advertisement