Connect with us

ყვავილები

გამოცდილი მებოსტნეები ხახვს მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე მიწაზე აწვენენ

გამოცდილმა მებოსტნეებმა იციან, რომ ხახვის მოსავლის სწორად აღება ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სწორად გაზრდა. მსხვილი ხახვის გაზრდა საქმის მხოლოდ ნახევარია. მნიშვნელოვანია, რომ მოსავალი დროულად აიღოთ, რისთვისაც წინასწარ უნდა მოემზადოთ. რამდენიმე ნიუანსი არსებობს, რომლებიც ამის სწორად გაკეთებაში დაგეხმარებათ.

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა დააწვინოთ ხახვი მიწაზე და როგორ მიხვდეთ, რომ უკვე მომწიფდა. გახდით უფრო გამოცდილი მებოსტნე!

ხახვის მოსავლის აღება

ივლისის ბოლო ან აგვისტოს დასაწყისი საუკეთესო დროა, რომ ხახვის მოსავალი აიღოთ. ეს დარგვიდან ზუსტად 70-ე ან მე-80 დღეა. მოსავლის აღების დრო დარგვის დროსა და ჯიშზე დამოკიდებულია. ამაზე ამინდიც გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, არა ვადით, არამედ ზოგიერთი გარეგნული ნიშნით იხელმძღვანელეთ. სამი ძირითადი მომენტი: ხახვის ფოჩი გაყვითლებას იწყებს, მიწისზედა ნაწილი მიწაზე წვება, ბოლქვის გარე ნაწილი ჯიშისთვის დამახასიათებელ შეფერილობას იღებს.

კვლავ ამინდი გაითვალისწინეთ. თუ ზაფხული წვიმიანი იყო, მიწისზედა ნაწილმა შეიძლება მიწაზე დაწოლა ვერ მოასწროს და დიდხანს მწვანე დარჩეს. ამასთან, ნაყოფი უკვე მომწიფებულია. ამ შემთხვევაში სხვა ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ. თუ ხახვს დროულად არ შეაგროვებთ, მცენარე ახალ ფესვებს განავითარებს. ასეთ ხახვს დიდხანს ვერ შეინახავთ.

ამის თავიდან ასაცილებლად ერთი მარტივი ხრიკი გამოიყენეთ: ხახვის მიწისზედა ნაწილი მიწაზე დააწვინეთ. ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ, რომ მცენარე არ დააზიანოთ. მებოსტნეები ამ მეთოდს ხშირად „ხახვის წაქცევას“ უწოდებენ. ამ პროცესის წყალობით ფოთლების ზრდა წყდება და მკვებავი ნივთიერებები ბოლქვში გადადის. ეს მოსავლის აღებამდე ზუსტად 2 კვირით ადრე უნდა გააკეთოთ.

კიდევ რა უნდა გააკეთოთ წინა დღეებში

არსებობს რიგი პროცედურები, რომლებიც მოსავლის აღებამდე აუცილებლად უნდა შეასრულოთ. პირველ რიგში, მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე ხახვის მორწყვა შეწყვიტეთ. თუ ზაფხული წვიმიანი იყო, რიგებს შორის მიწა გააფხვიერეთ და ბოლქვებს მიწა შეამოაცალეთ. ეს ხახვის შენახვის ვადაზე დადებითად აისახება. ნიადაგი გახმება, ხოლო ხახვის ქერქლები გაძლიერდება.

თუ ხახვის სწრაფად შეგროვება გსურთ, ხახვი ფიწალით ან ნიჩბით ფრთხილად ამოთხარეთ, რომ ფესვები გადაჭრათ. ამის შემდეგ ბოსტნეული კვლებზე რამდენიმე დღე გააჩერეთ. მცენარის მიწისზედა ნაწილი გახმება და შემდეგ მოსავალი შეგიძლიათ აიღოთ.

ხახვი კარგად რომ შეინახოთ, მშრალ ამინდში შეაგროვეთ და მზეზე კარგად გააშრეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შესანახ ადგილზე გაიტანეთ. სინამდვილეში, ხახვის შენახვა მთელი მეცნიერებაა და სხვადასხვა მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ახლა იცით, რატომ უნდა დააწვინოთ ხახვი კვლებზე. ასევე გაიგეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხახვის მოსავლის სწორად აღება. ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები საუკეთესო მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

Advertisement