ჯანმრთელობა
“გამაახალგზარდავებელი ჩაი” – ეს 3 კომპონენტი სიბერეს შეაჩერებს
ეს 3-კომპონენტიანი არომატული ჩაი გვეხმარება მთელი ორგანიზმის განახლებაში, ორგანოების ფუნქციონირების გაუმჯობესებაში, ავსებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით…
სამი კომპონენტის უნიკალური შეხამება: მწვანე ჩაი, ჯანჯაფილი და დარი
ჩინი აახლებს სხეულს შიგნიდან და აუმჯობესებს ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ფუნქციას.
რა შემთხვევაში შეიძლება სასმლის მოხმარება?
- შეშუპება, სითხის შეკავება ორგანიზმში;
- გულისა და სისხლძარღვების დაავადებები;
- ქოლესტერინის მაღალი დონე;
- ჭარბი წონა და სიმსუქნე;
- დაბალი ლიბიდო;
- ონკოლოგიის მიმართ წინასწარგანწყობილება გენეტიკურ დონეზე;
- მეორე ტიპის დიაბეტი;
- სიცივის მიმართ მგრძნობელობა;
- კუჭის მჟავიანობის მომატება და სხვა დარღვევები;
- ქრონიკული დაღლილობა;
- ფიბრომიალგია და ა.შ.
3 კომპონენტს, რომლებიც სასმლის შემადგენლობაში შედის, აქვს მოქმედების ფართო სპექტრი.
მწვანე ჩაი
ანტიკანცეროგენული და ანტიოქსიდანტური პროდუქტი ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას, აუმჯობესებს ღრძილებისა და კბილების მდგომარეობას, ხსნის სტრესს, გვათავისუფლებს ალერგიის სიმპტომებისგან, გვეხმარება კანის დაავადებების დროს, გვაძლევს ენერგიის მუხტს და ა.შ.
ჯანჯაფილი
შესანიშნავი პროფილაქტიკური პროდუქტი რეპროდუქციული სისტემისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ანთებას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, გამოაქვს ჭარბი სითხე ორგანიზმიდან, აძლიერებს იმუნიტეტს, გვაშორებს ლორწოს სასუნთქი სისტემებიდან, ებრძვის თავის ტკივილებს, იცავს გულსა და სისხლძარღვებს, ამცირებს ტკივილის ინტენსიობას მენსტრუაციის დროს.
დარიჩინი
გვაძლევს ენერგიის მუხტს, აქვს ნატურალური აფროდიზიაკი, აღაგზნებს მადას, ამცირებს შებერილობას და ამცირებს კუჭის მჟავიანობას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აძლიერებს ძვლებსა და სახსრებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გვათავისუფლებს გულისრევისა და ღებინებისგან.
ინგრედიენტები
- 1 ლ წყალი
- 1 ჩ.კ. დახეხილი ჯანჯაფილი
- 2 ჩ.კ. მწვანე ჩაი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
მომზადება და გამოყენება
ჩაყარეთ წყალში ჯანჯაფილი და დარიჩინი, დადგით ცეცხლზე, აცადეთ ადუღება და 5 წუთის შემდეგ ჩაყარეთ მწვანე ჩაი. გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ 1 საათით. გადაწურეთ და გადაასხით მოსახერხებელ ჭურჭელში. სასმელი დღის განმავლობაში ცივი ან თბილი სახით მიირთვით. სურვილისამებრ, დაუმატეთ ლიმონის ნაჭრები, პიტნა და ცოტაოდენი თაფლი.