თავის მოვლა
გამაახალგაზრდავებელი წყალი – ხანგრძლივი ახალგაზრდობის რეცეპტი
ჩაასხით ჭურჭელში ცივი წყალი და გადაივლეთ თავიდან ფეხებამდე (თუ გასასვლელი ხართ, თავზე რამდენიმე წვეთი ცივი წყალი მიანც დაიწვეთეთ). რამდენიმე წამიანი მწველი სიცივის შემდეგ, სხეულში სითბო ჩაგეღვრებათ… გაეხვიეთ ფუმფულა ხალათში.
სწრაფი ტემპით აალაგეთ ლოგინი, მოიყვანეთ წესრიგში ოთახი. რა თქმა უნდა – სისველე არ უნდა შეგემშრალებინათ, წყალი თავისით უნდა შეგაშრეთ. ეს პროცედურა დილით სიმხნევისთვის კეთდება, საღამოს კი შეგიძლიათ მოდუნებისა და ლამაზი სიზმრებისთვის ჩაიტაროთ.
თუ დილით საერთოდ არ შეგიძლიათ ცივი წყლის გადავლება, შეასძლებელია სხვა პროცედურები გამოიყენოთ. მაგალითად, ტიბეტელი ბერები, რომლებიც საკმაოდ რთულ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ, დილას ცივ წყაროში 108 ნაბიჯის გადადგმით იწყებენ – ეს რა თქმა უნდა ორგანიზმის გაკაჟებისთვის ხდება.
რა თქმა უნდა ქალაქის პირობებში წყარო არ გვაქვს, ამიტომ, აბაზანაში ცივი წყალი მოუშვით, დაელოდეთ კარგად გაცივებას, ჩადექით აბაზანაში და ადგილზე გადადგით 108 ნაბიჯი.
ალბათ ფეხები ძალიან გაგეყინათ… არ გაიმშრალოთ, ამოიცვით სქელი, ბეწვის წინდები (მატყლის) და დაიწყეთ დგომში სირბილი ან სახლში სპორტული სიარულით იარეთ. სიარულში გახურება აუცილებელია, ამ დროს მიღებული ენერგია მთელი დღე გეყოფათ და ამასთანავე ვერცერთი ავადმყოფობა ვერ მოგერევათ!
არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, მათთვის ვისაც ცივი წყლის ეშინია. მოუშვით ცივი წყალი, შეაგროვეთ წყალი მუჭში, დაისხით მეორე ხელზე და დაარტყით ხელისგული მას ისე, რომ კანი გავარდისფერდეს, შემდეგ იგივე გაიმეორეთ მეორე ხელზე, ფეხზე და მთლიან სხეულზე. ცივი წყლის საერთო მასაჟი დადებითად მოქმდებს ცუდ განწყობაზე და აკაჟებს სხეულს. მსგავსი “მასაჟის” გაკეთება, მარილიანი წყლითაც შეგიძლიათ. თუ დილით და საღამოს, სხეულს მარილიანი წყლით დაიზელთ – სხეულსაც გაიკეჟებთ და დაგროვილ შლაკებსაც მოიშორებთ.
როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, ადამიანის ორგანიზმი, ფორებიდან დაგროვილ ტოქსინებს გამოყოფს, ამიტომ ურიგო არ იქნება თუ სხეულიდან როგორც დღის ასევე ღამის ოფლსაც მოიშორებთ (დილაობით).
ბევრი თვლის, რომ საპნით დაბანა გაცილებით სასარგებლოა, რაც მცდარ აზრს წარმოადგენს საპნით ჩვენ ჩამოვრეცხავთ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქონს, რომელიც აუცელებელია ჩვენი გარკვეული დაავადებებისგან დაცვისთვის. ცივ, მარილიან წყალში დასველებული პირსახოცით ტანის გაწმენდა კი სწორედ ის არის, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება.
საღამოს, როდესაც სახლში მიხვალთ, მიიღეთ თბილი შხაპი, ბოლოს კი ხელებსა და სახეზე ცივი წყალი შეისხურეთ, დაიწვეტეთ თმაზეც. იგრძენით როგორ მოგეხსნათ მთელი დღის დაღლილობა?!