ჰოროსკოპი
გაზაფხულის რიტუალი „3 წითელი ძაფი“ სიყვარულის და ბედნიერების მოსაზიდად
წითელი ძაფი თავისი უნიკალური თვისებებით ცნობილია: მისი დახმარებით ცხოვრებაში ნებისმიერი სარგებლის მოზიდვას შეძლებთ. გაზაფხული ცვლილებების დროა და ამ პერიოდში წითელი ძაფის რიტუალები განსაკუთრებით დიდ ძალას იძენენ.
წითელი ძაფი ცნობილი ამულეტია, რომელიც ბევრი უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მისი დახმარებით წარმატებას, ბედნიერებას, ფულად კეთილდღეობას და სიყვარულს მოიზიდავთ. გირჩევთ „3 წითელი ძაფის“ რიტუალს გაეცნოთ, რომ გაზაფხულის დასაწყისში ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, მარტოობას და უსიამოვნებებს კი დაემშვიდობოთ.
გაზაფხულის დასაწყისში ნებისმიერი რიტუალი დამატებით იმპულსს იძენს, ამიტომ წითელი ძაფით თილისმის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ძალა დაგეხმარებათ, რომ საჭირო სიმაღლეს მიაღწიოთ და მოიზიდოთ ყველაფერი, რაც უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრებისთვის გჭირდებათ.
რიტუალი სიყვარულის მოსაზიდად
წითელი მატყლის ძაფი ხელსაქმის მაღაზიაში შეიძინეთ. აქვე რიტუალისთვის შესაფერისი ზომის მძივები შეარჩიეთ. სასიყვარულო რიტუალისთვის სამი წითელი ძაფი გაჭერით, თითოეულზე წითელი მძივი დაამაგრეთ, გაკვანძეთ და შემდეგი სიტყვები წარმოთქვით:
„გაზაფხულზე გრძნობები იღვიძებს, ჰაერში სიყვარული დაფრინავს, გვერდს არავის უვლის. ჩემთვის ამულეტს გავაკეთებ, ნაზ გრძნობებს მოვიზიდავ და მარტოობისგან თავს დავიცავ“.
მიღებული სამაჯური მარცხენა ხელის მაჯაზე გაიკეთეთ და სამჯერ გაკვანძეთ. თუ მისი ხელზე ტარება არ გსურთ, შეგიძლიათ ქინძისთავით ტანსაცმელს მიამაგროთ ან ჯიბით ატაროთ.
რიტუალი ბედნიერების მოსაზიდად
ამ რიტუალისთვის დიდი ნახვრეტის მქონე ოქროსფერი მძივები დაგჭირდებათ. საჭირო ზომის 3 წითელი ძაფი ჩალიჩით დაახვიეთ, სამი მძივი დაამაგრეთ და თითოეული მძივის დამაგრების შემდეგ გაკვანძრეთ. სამაჯურისთვის შემდეგი სიტყვები წარმოთქვით:
„გაზაფხულზე წარმატებას მოვიზიდავ – მთელი წელი ჩემთვის მივაჯაჭვებ. სამაჯური ჩემთანაა, წარუმატებლობები გვერდს ამივლის“.
თვითნაკეთი სამკაული-თილისმა თან ატარეთ, რომ საჭირო დროს თქვენ გვერდით იყოს.
რიტუალი ფულის მოსაზიდად
წითელი ძაფის დახმარებით შეგიძლიათ ფულადი კეთილდღეობა მოიზიდოთ. ამისთვის თილისმა მთვარის ზრდის დროს გააკეთეთ ისე, რომ მისი ენერგეტიკა ფინანსების მოზიდვასა და სტაბილური დანაზოგის გაზრდაში დაგეხმაროთ. ამისთვის 3 წითელი ძაფი ერთმანეთში ჩაპწენით ისე, რომ სამაჯური მიიღოთ და კენტი რაოდენობის ოქროსფერი და ვერცხლისფერი მძივები დაამაგრეთ. მზა სამაჯური მთელი ღამე ფანჯრის რაფაზე დადეთ და შემდეგი სიტყვები თქვით:
„მთვარე იზრდება, ფინანსები მრავლდება, კაპიტალს ვინარჩუნებ. გაზაფხულზე ყველაფერი გაიზრდება და ჩემი ფულიც იზრდება“.
დილით სამაჯური საფულეში ჩაიდეთ, საღამოს კი იზოლირებულ ადგილას შეინახეთ ან თან ატარეთ, რომ ფინანსური ნაკადი არ ამოგეწუროთ.