საკითხავი
ბუმბულის ბალიშის დაშლა არ შეიძლება და აი, რატომ
ბუმბულის ბალიშების სახლის პირობებში გარეცხვა მარტივი საქმე არაა, როცა ხელით რეცხვაზე ვსაუბრობთ. იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველას სახლში სარეცხი მანქანა აქვს, დიასახლისები ბუმბულის ბალიშის მასში გარეცხვას ვერ ბედავენ. ერთი მხრივ, სწორია, მწარმოებლები გირჩევენ, რომ ბალიშები ნატურალური შემავსებლით სარეცხ მანქანაში არ გარეცხოთ, რადგან ბუმბული შეიძლება სანიაღვრე მილში გაიჭედოს და ტექნიკა დააზიანოს.
თუ ბალიში დოლურაში ეტევა და ბუმბული ჰერმენტულ ბალიშის პირშია, რატომ არ უნდა გარეცხოთ მანქანაში, როგორც ამას ქურთუკის შემთხვევაში აკეთებთ? ბალიში ხელით რომ გარეცხოთ, მთელი დღის დახარჯვა მოგიწევთ. ეს მძიმე შრომაა: ბალიშის პირი უნდა გაარღვიოთ, ბუმბული ამოიღოთ, გარეცხოთ და გააშროთ, შემდეგ ახალი ბალიშის პირი სუფთა ბუმბულით გაავსოთ და შეკეროთ. ხოლო მანქანით რეცხვას მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდება.
ბუმბულის ბალიშების რეცხვა
მომზადება
პირველ რიგში, ნაწარმის ნაკერები შეამოწმეთ. საკმაოდ გამძლე ნაკერები უნდა ჰქონდეს, რომ რეცხვის დროს ერთი ბუმბულიც არ გამოძვრეს. ბალიში შეგიძლიათ სპეციალურ ტომარაში ჩადოთ. გირჩევთ ორგანზასგან ბალიშის ზომის ტომარა შეკეროთ და რეცხვის წინ ბალიში მასში ჩადოთ. ასე ბუმბული დოლურაში ნამდვილად არ მოხვდება. ბუმბული ერთ გოროხად რომ არ შეიკრას, დოლურაში ჩოგბურთის ბურთებიც ჩადეთ.
რეცხვის რეჟიმი
ბალიშის რეცხვის დროს ყოველთვის „დელიკატური“ რეჟიმი ან „ხელით რეცხვის“ რეჟიმი აირჩიეთ. ზოგიერთ სარეცხ მანქანას „ბუმბულის ნაწარმის“ რეჟიმიც აქვს. წყლის ტემპერატურა მაქსიმუმ 40 გრადუსი უნდა იყოს და მინიმუმ 400 ბრუნი უნდა გამოიყენოთ. სარეცხი ფხვნილი ნამდვილად რომ კარგად მოშორდეს, „დამატებითი გავლების“ რეჟიმი ჩართეთ.
სარეცხი ფხვნილი
ბალიშები ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით და თეთრეულის სავლებით გარეცხეთ. სადეზინფექციოდ ცოტა სოდა შეგიძლიათ დაუმატოთ. ხელით რეცხვისას ბუმბული შამპუნით ან საშხაპე ქაფით გარეცხეთ, ასე ჭუჭყს და ცხიმს კარგად მოაშორებთ. სარეცხ მანქანაში ეს საშუალებები არ გამოიყენოთ, რომ სახლში ქაფიანი წვეულება არ მოაწყოთ. ბალიშების რეცხვისთვის სჯობს საბავშვო ფხვნილი გამოიყენოთ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, დიასახლისის საპნის თვითნაკეთი ფხვნილიც გამოგადგებათ. ბალიში ფუმფულა რომ იყოს და სასიამოვნო სურნელი ასდიოდეს, სარეცხი მანქანის კაფსულებით გარეცხეთ. დამატებითი გავლების რეჟიმი აუცილებლად გახსოვდეთ. ზოგჯერ რეჟიმი სჯობს რამდენჯერმე გაიმეოროთ.
გაშრობა
სარეცხ მანქანაში ბუმბულის ბალიშის გაშრობა პროცესს ამარტივებს, რადგან რეცხვის შემდეგ ბალიში თითქმის მშრალია. თუ თქვენს მანქანას შრობის ფუნქცია აქვს, გამოიყენეთ. თუ სასტუმროს საშრობი მანქანა გაქვთ, კიდევ უკეთესი. ამის შემდეგ ბალიშები სუფთა ჰაერზე გააშრეთ. რაც უფრო მაღალია ჰაერის ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად გაშრება ბალიში. ყველა ადგილას კარგად რომ გაშრეს, ორი ბოლოთი ჩამოკიდეთ, რამდენჯერმე დაბერტყეთ და გადააბრუნეთ.
ბუმბულის ბალიშების მიმართ სიყვარულმა ცხოვრება არ უნდა გაგირთულოთ. ზოგჯერ სჯობს ბალიში ქიმწმენდაში წაიღოთ, ზოგჯერ სარეცხ მანქანაში გარეცხვაც საკმარისია. ტექნიკა საჭიროა იმისთვის, რომ გამოიყენოთ და არა იმისთვის, რომ შეინახოთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ბალიში რბილი და სუფთა იქნება, ხოლო მანქანა მთელი და უვნებელი. თქვენ როგორ რეცხავთ ბუმბულის ბალიშებს სახლის პირობებში?