Connect with us

კულინარია

ბროწეულის ლიქიორი „კრემლის ვარსკვლავები“. გენერალურ მდივნებს ლალისფერი სასმელის დაგემოვნება უყვარდათ

ლეგენდის თანახმად, ბროწეულის ლიქიორის რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საბჭოთა პერიოდში გენერალური მდივნების საყვარელი სასმელი იყო. დამახასიათებელი ლალისფრის გამო „კრემლის ვარსკვლავები“ უწოდეს.

მწიფე ბროწეულის ტკბილი ნაყენი ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. პირველ რიგში, ვიტამინებით გვამარაგებს, რომელიც ზამთარში ასე გვაკლია.

ლიქიორის რეცეპტი

ლიქიორის მოსამზადებლად მწიფე და წვნიანი ბროწეული დაგჭირდებათ. ალკოჰოლურ ბაზად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღაზიაში ნაყიდი არაყი, მაგრამ სპირტში გაზავებულიც გამოგადგებათ. სამოგონის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ბროწეულს ციტრუსის მსგავსად მისი სპეციფიკური სუნის ჩახშობა არ შეუძლია. მინის ჭურჭელი გამოიყენეთ. პლასტმასმა შეიძლება მათრობელა სასმელის გემო გააფუჭოს.

ინგრედიენტები:

  • 3 ბროწეული
  • 500 მლ არაყი
  • 200 გრ შაქარი
  • 100 მლ წყალი (სურვილისამებრ)
  • 1 ლიმონი
  • 0,5 ჩხირი დარიჩინი

მომზადების წესი:

1. ბროწეული გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ბასრი დანით თავი მოაჭერით, შუაგული და რადიალური ტიხრები გახსენით. ყველა ტიხარი ჩაჭერით. როგორც წესი, ბროწეულს 5-7 ასეთი ტიხარი აქვს.

2. ბროწეულის ცენტრში დანა ჩადეთ და ნაჭრებად დაჭერით.

3. ახლა ფირები მოაშორეთ იქ, სადაც დარჩა და თითოეულ ნაჭერს ქერქზე კოვზით დაარტყით. მარცვლები თასში ჩაყარეთ.

4. ბროწეულის მარცვლები გაწურეთ. მიღებული წვენი მინის კონტეინერში გადაასხით.

5. ბროწეულს ლიმონის ცედრა დაუმატეთ.

6. შაქარი დაუმატეთ. აურიეთ და ჰერმეტულად დახურეთ.

7. 5 დღე გააჩერეთ თბილ, მზიან ადგილას. მაგალითად, ფანჯრის რაფაზე. დღეში ერთხელ შეანჟღრიეთ.

8. მიღებულ სიროფს ძლიერი სასმელი და დარიჩინი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

9. თავსახური დაახურეთ, გრილ ადგილას გაიტანეთ და 10 დღე გააჩერეთ. 2–3 დღეში ერთხელ შეანჟღრიეთ.

10. მზა სასმელი მარლაში გაწურეთ და გემო შეამოწმეთ. სურვილისამებრ შაქარი დაუმატეთ ან წყალში გააზავეთ.

11. ბროწეულის ლიქიორი მზადაა. ჯანმრთელობას გისურვებთ!

შინაურული ბროწეულის ლიქიორი დახურულ მინის ჭურჭელში შეგიძლიათ 3 წელი შეინახოთ. სასმელი გაჯერებული, მათრობელა და გამაგრილებელი გამოდის. გემოების ეს სიმფონია არაფერში აგერევათ.