ყვავილები
ბოსტნის ნომერ №1 მტერი: ყველაფერი მზესუმზირას მავნებლობის შესახებ
ერთი შეხედვით, უხსოვარი დროიდან მზესუმზირას ღობე კეთილდღეობის ნიშანი იყო. სინამდვილეში, ამ სინათლის მოყვარული მცენარის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. ჩვენთან დაახლოებით მე-17 საუკუნეში შემოვიდა. მზისკენ მიმართული კაშკაშა ყვითელი ყვავილები გლეხებს მალე შეუყვარდათ, როგორც ნოყიერი თესლის წყარო და დეკორის ელემენტი. მაშინ ბოსტნისთვის მზესუმზირას მავნებლობის შესახებ არ იცოდნენ.
ახლა ეს ყვავილი აგარაკზე ჯერ კიდევ პოპულარულია. ნაწილობრივ ტრადიციაა, ნაწილობრივ ჩრდილის და სხვა კულტურის ქარისგან დასაცავად რგავენ. არ დაიჯერებთ, მაგრამ თესლის უხვი მოსავალიც ვერ ამართლებს იმ შედეგებს, რაც მას მოაქვს.
რატომ არ უნდა დარგოთ მზესუმზირა
გლეხებმა, რომლებიც მზესუმზირას ხშირად რგავენ, იციან, თუ რას იწვევს ამ კულტურის გაზრდა. მზესუმზირის, რაფსის და სიმინდის შემდეგ მიწას აღსადგენად 4-6 წელი სჭირდება. წარმოიდგინეთ: რამდენი ნივთიერება უნდა მიიღოს მიწიდან, რომ ამდენი ზეთი გამოვიდეს? მზესუმზირა ერთ–ერთი ყველაზე გაუმაძღარი კულტურაა.
მაშინაც კი, თუ მზესუმზირას პლანტაცია არ გაქვთ და ღობის გასწვრივ მხოლოდ ერთი ზოლი გაქვთ დარგული, ეფექტს მაშინვე იგრძნობთ. მის მიმდებარედ მზარდი კულტურები ნაკლებ სასარგებლო მიკროელემენტებს და სინათლეს მიიღებს. მეორე წელს მიწას განაყოფიერება დასჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა რამ თუ შეძლებს გადარჩენას.
თუ გამოცდილი მეაგარაკეები მზესუმზირას ზრდიან, კარტოფილის, მარწყვისა და პომიდვრისგან მოშორებით რგავენ.
მზესუმზირას ძლიერი ფესვების სისტემა აქვს, ამით სხვა კულტურის ზრდას ხელს უშლის. გარდა ამისა, მაღალი ყვავილები მზეს ჩრდილავს და ეს ყოველთვის გონივრული არაა. მზესუმზირა სჯობს ცალკე კუთხეში დარგოთ, თუ ნამდვილად გსურთ თესლი თქვენს ბოსტანში.
ზოგჯერ მზესუმზირას კონკრეტული მიზნით რგავენ – ფრთოსანის მოსაზიდად. დიახ, როგორც წესი, საპირისპიროდ იქცევიან, მაგრამ როცა მწერები გულს იცრუებენ, შეიძლება დაგეხმაროთ. ოღონდ არა მოსავლის აღების სეზონზე, როცა ფრინველები კენკრის და ხილის ჭამაზე უარს არ ამბობს.
მზესუმზირა სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლოა. ერთ–ერთი ულამაზესი ყვავილია! და მაინც, აგარაკის პირობებში, როდესაც ყოველი 100 მ² ღირებულია, უმჯობესია ყვითელ ლამაზმანზე უარი თქვათ. იცოდით ამის შესახებ?