Connect with us

ჰოროსკოპი

ბოროტება პატრონს დაუბრუნდება. ხრიკი ნეგატიური ენერგიის მოსაშორებლად

მართალია, რომ ბოროტება გამკეთებელს უბრუნდება? ამაზე დიდხანს შეიძლება კამათი. ადამიანი სხვას ყოველთვის ცუდს არ უსურვებს, მაგრამ ზოგჯერ რთული სიტუაცია გვხვდება. ნათესავი ან მეგობარი შეიძლება გახდეს ის, ვინც ცუდს გისურვებთ. ნეგატიური ენერგიისგან დასაცავად რამდენიმე მეთოდი არსებობს.

ბოროტება ბრუნდება

ამ მეთოდით სხეულს ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდთ. რთულია გაიგოთ, თუ რა და როდის გაკეთდა გასათვალად. თუმცა შეგრძნებებით მიხვდებით, რომ რაღაც რიგზე არაა. მაგალითად, პრობლემები სამსახურში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში რიტუალი შეასრულეთ.

ტანსაცმელი უკუღმა ჩაიცვით

ახალი წინდა ჩაიცვით. რიტუალის ბოლოს წინდა უნდა გადააგდოთ, ამიტომ ხარისხიანი და ძვირადღირებული წინდის ყიდვა საჭირო არაა. წინდა ნეგატივის მთელ დარტყმას საკუთარ თავზე იღებს. მთელი ნეგატივი წინდებსა და ფეხსაცმელში გროვდება.

დილიდან შუადღის 12 საათამდე სუფთა წინდები წაღმა ჩაიცვით. შემდეგ წინდები გადმოაბრუნეთ და უკუღმა ჩაიცვით. საღამომდე ასე გეცვათ. როცა მზე ჩავა, წინდები გაიხადეთ, პარკში ჩადეთ და გადასაგდებად მოამზადეთ. უმჯობესია, ეს ყველაფერი მარტო გააკეთოთ.

„როგორც სიკეთე სიკეთესთან ბრუნდება, ასე ბოროტება პატრონს დაუბრუნდეს.“ ეს სიტყვები თქვით და წინდები პარკიანად ქუჩაში ნაგვის ურნაში ჩააგდეთ. ასეთი წინდების განმეორებით გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.

საიდუმლო საქმე

რიტუალი მთვარის ფაზებთან კავშირში არაა. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაატაროთ. ამის მიუხედავად, ერთ ენერგეტიკულ ხრიკს გთავაზობთ. თუ რიტუალს სავსე მთვარეზე შეასრულებთ, პოზიტიურ ენერგიას მოიზიდავთ და ძალებს გაზრდით. ნეგატივი მთლიანად გაუშვით და აღარ გაიხსენოთ, რომ ცუდ ენერგიას თქვენთვის ზიანის მოყენება შეეძლო. რიტუალის ჩატარების შემდეგ ბოროტების დაბრუნების პროცესი გააქტიურდება. ბოროტება მის გამკეთებელს მიზნის მიღწევამდე დაუბრუნდება.

რა ძალას ფლობს უკუღმა ჩაცმული ტანსაცმელი

უკუღმა ჩაცმული წინდებით ნეგატივის მოშორებაში იდუმალი არაფერია. ადრე თვლიდნენ, რომ სიჩქარეში უკუღმა ჩაცმული სამოსი კეთილდღეობის ნიშანი იყო. საინტერესოა, რომ უკუღმა ჩაცმული თეთრეული ქალისთვის წარმატების ნიშანია, ხოლო კაცს ახლობელთან კამათი შეიძლება მოუტანოს. არასწორად ჩაცმული სვიტერი ახლო მომავალში ჩხუბის და სერიოზული კამათის ნიშანი იყო.

ახლა უკუღმა ჩაცმულ ტანსაცმელს ამდენ ცრურწმენას არ უკავშირებენ. თუ შემთხვევით ტანსაცმელი არასწორად ჩაიცვით, შეგიძლიათ უბრალოდ გაიცინოთ. ეს შეიძლება ნიშანი იყოს, რომ დასვენება გჭირდებათ. გისურვებთ, ბოროტებამ თქვენი სახლის კარი დაივიწყოს.

Advertisement