Connect with us

ჰოროსკოპი

ბნელი მხარე: ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე საშიში თვისებები

Alltime.ge-ს რედაქცია ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე საშიში თვისებებზე გიამბობთ. იცოდეთ და უფრთხილდით!

თხის რქა

ეტალონური მანიაკი. არაფერს ერიდება: მორალური ძალადობა, ინტრიგა, წამება, ყველაფერი ბრძოლისთვის, ყველაფერი გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, მისი გამარჯვებისთვის. თუ გადაწყვეტს, რომ მის საკეთილდღეოდ ახლობლებს რაიმეს გაკეთება უნდა აიძულოს – შუქი გამორთეთ, ხელყუმბარა ისროლეთ, სხვა კონტინენტზე გაიქეცით, დოკუმენტები, სქესი, ასაკი და კანის ფერი შეიცვალეთ. ეს დროულად გააკეთეთ, სანამ თხის რქა ახლობლების წრეში ჩაგწერთ. უბრალოდ იმიტომ, რომ თხის რქის სასიკეთოდ ყველა უნდა სწავლობდეს, მუშაობდეს, ვარჯიშობდეს, დროულად ყურებს იბანდეს და ზურგი გამართული ჰქონდეს. ნაბიჯი მარჯვნივ – გაქცევის მცდელობა, ნახტომი – გაფრენის მცდელობა, ჩუმად, შშშ!

მერწყული

დაუნდობელი ვამპირი, ყოველგვარ ადამიანობას მოკლებული. ემოციური ინტელექტი – სკამის მსგავსი, სინდისი არ არსებობს, ემპათია უარყოფითი. ამასთან სამსახიობო ნიჭი აქვს, ამიტომ თქვენი სამწუხარო ბედის გამო გულწრფელი თანაგრძნობის და მწუხარების გამოხატვა არ გაუჭირდება. ოღონდ მანამ, სანამ სჭირდებით. მოკლედ, მერწყული იმდენად ზარმაცია, რომ თქვენს სხვათი ჩანაცვლებას არ ეცდება. შეგიძლიათ მერწყული პლანეტა ნიბირუს ქვეწარმავლად მიიჩნოთ. მაინც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არაა.

თევზები

თევზები ხან ყინულივით ცივია, ხან უსაზღვროდ ისტერიული. ბევრს გონია, რომ ამ ქერცლიან არსებას ორი ბნელი მხარე აქვს და არა ერთი. საცოდავი ადამიანების უბედურებების მიმართ გულგრილობა და არაფრის გულისთვის ყინულოვანი კუდით ზურგის ცემა ბნელი თვისებები არაა. ეს უფრო ნაზი ვარდისფერი თვისებებია, მშვენიერი, როგორც განთიადი. ნამდვილი ბნელი მხარე შურისძიებაა. საკმარისია, მის კუდს შემთხვევით დააბიჯოთ და გაიაროთ. არავინ იცის რამდენი წლის შემდეგ მომღიმარი ზვიგენი გამოჩნდება და ფეხს ან თავს მოგაჭამთ. მოულოდნელად.

ვერძი

ბრაზი და უმოტივაციო აგრესია. მოსიარულე ყუმბარა ამოწეული თავით: ნებისმიერი გაუფრთხილებელი მოქმედება და ვერძი აფეთქდება, ირგვლივ ყველას თავისი მეტაფიზიკური კარკასის უგემურ ნაწილებს შეაფრქვევს. დაე, არავინ დააბნიოს იმ ფაქტმა, რომ, როგორც წესი, სუსტი და დახვეწილი ჩანს და რთული წარმოსადგენია ამდენი ცეცხლი საიდან აქვს: ყველას შეეხება. ოდესმე, ალბათ, დაიბადება გენიალური ფსიქოთერაპევტი, ვინც ვერძის მრისხანებას მოთოკავს, მანამდე კი ჩვენი ჯადოსნური ბურთი უმუშევრად არ დარჩება.

პ.ს. თუ შემთხვევით ვერძი ხართ, იცოდეთ, ბურთი რედაქციაში არ ინახება, არამედ კვერცხში, კვერცხი იხვში, იხვი კურდღელში, კურდღელი ყუთში, ყუთი მუხაზე კიდია, მუხი პენტაგონის საიდუმლო ლაბორატორიაში ღამის ქოთანში იზრდება, რომ ვერავინ მიხვდეს. ვერ მიწვდებით!

კურო

ეგოიზმი და მესაკუთრეობა. „მე, ჩემი და მეტი, მეტი!“ თუ ვინმეს შეუძლია პატარა ობოლს კანფეტი წაართვას, ეს კუროა. კუროს სინდისი არ აწუხებს. ყველაფერი, რაც კუროს მოეწონება, დაუყონებლივ მისი უნდა გახდეს. ეს მხოლოდ ფეხსაცმელებს და კაბებს არ ეხება, რომლებსაც ოქროსავით ეპყრობა, არამედ საერთოდ ყველაფერს. მათ შორის ცოცხალ არსებებს. თუ შეუყვარდით, უფრო ადვილია თავი მოიკლათ, ვიდრე აუხსნათ, თუ რატომ არ გიყვართ. კუროს მოკვლის მცდელობას აზრი არ აქვს: პირველ რიგში, მაინც არ გამოგივათ. მეორეც, თუ შემთხვევით გამოგივათ, მყუდრო საფლავიდან ამოვა და სავსე მთვარეს შენთან მოვა, რომ თან წაგიყვანოს: ხომ გითხარით, მას სურს! რა არის გაუგებარი?!

ტყუპები

ტყუილი და ორპირობა. ტყუპები შთაგონებით და იმდენად ნიჭიერად იტყუება, რომ ტყუილში ვერავინ გამოიჭერდა, მხოლოდ ამით რომ შემოფარგლულიყო. მაგრამ არა! ტყუპები ხელოვნების სიყვარულის გამო იტყუება, აი, ფარისევლობა და ორპირობა მისი მრავალმხრივი ბუნების მოწოდებაა. თუ შემთხვევით ტყუპებს თქვენს საიდუმლოს გაუმხელთ, ამოიღეთ და გადააგდეთ. ტყუპები დაუყონებლივ დაგანაშაულებთ, ძვლოვან მკერდზე მიგიკრავთ და დაიფიცებს, რომ არავის ეტყვის! რაღაც გაგებით ასეცაა: არც ერთ მართალ სიტყვას არავის ეტყვის. უბრალოდ იმიტომ, რომ ისეთი საშინელი ისტორია არ გექნებათ, როგორის იმედიც ტყუპებს ჰქონდა. ამიტომ თავად შეთხზავს და ყველას მოუყვება.

კირჩხიბი

კირჩხიბი ცდილობს, რომ არავის და არასდროს ცუდი არაფერი გაუკეთოს. კირჩხიბს შეუძლია გვაიძულოს, რომ საკუთარ თავს ყველაფერი ცუდი გავუკეთოთ, რის საშუალებასაც ფანტაზია გვაძლევს და თავად ფრჩხილსაც არ გაანძრევს. ის ხომ ამქვეყნად ყველაზე უბედური ადამიანია. ჩვენი გულგრილობის უცოდველი მსხვერპლი. წმინდანი, რომელიც ამ უმადურ ნაძირლებს მოთმინებით იტანს. არ ვაფასებთ, არ ვზრუნავთ. ის ჩვენთვის ყველაფერია, ჩვენ კი! უკვე ცუდად ხართ და თვითტანჯვას იწყებთ? მოითმინეთ, კირჩხიბმა მხოლოდ ახლა დაიწყო. შემდეგ უფრო უარესი იქნება. თქვენ შემდეგ რქა და ჩლიქები გაგეზრდებათ. და მაღალი ევერესტის ხელა დანაშაულის კომპლექსი.

ლომი

როგორც ვიცით, ლომი ლამაზი სულის, კეთილშობილი, ძლიერი და გაბედულია და ამ მშვენიერი თვისებების ფონზე ცოტა უხერხულია მის გაბერილ ლომურ პატივმოყვარეობას ბნელი თვისება ვუწოდოთ. არც ვიტყვით, რადგან ამაში დიდი უბედურება არაა. თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, ლომი ამას ბოროტებით არ ჩადის, უფრო საკუთარი კოსმუსური სისულელით. რა თქმა უნდა, სულელები სხვა ნიშნებიც გვხდება, მაგრამ თუ ლომი სულელია, დარწმუნებული იყავით: კრეტინების რეიტინგში მეორე ადგილს დაიკავებს? რატომ მეორეს? იმიტომ, რომ კრეტინია.

ქალწული

ყველა ნიშანს ბნელი მხარე აქვს, აი, ქალწულს სასიკვდილო ცოდვა: მე-80 დონის სიამაყე. დარწმუნებულია, რომ ირგვლივ ყველა სულელია და მკურნალობას არ ექვემდებარება. ამასთან ფიქრობს, რომ ამ სულელებზე წვეთი ბრილიანტის მწვანის დახარჯვა არ ღირს, არაფერს ვამბობთ სერიოზულ მედიკამენტებზე: სულელს სწავლა მხოლოდ გააფუჭებს! ეს ქალწულს ძალიან ჰგავს, ანუ ლოგიკურია. დარწმუნებულია, რომ პაციენტები უკურნებლები არიან. აი, გაღიზიანებას ვერ თოკავს, ლოგიკა ვერ ეხმარება. როცა ქალწული რამეთი განრისხებულია, ამას პირდაპირ და საწყენად ამბობს. პრობლემა იმაშია, რომ (ცოტა უკან დავბრუნდებით) ქალწულის აზრით ყველა, აბსოლუტურად ყველა სულელია და არ იკურნება. გესმით? აი, ასე, ადრე თუ გვიან მიიღებთ, რიგს დაელოდეთ. ვინ არის შემდეგი ოყნიანი? შემოდით!

სასწორი

ჩვენი ჯადოსნური ბურთი ისე ცდილობდა სასწორზე რაიმე ბნელი თვისება გაეგო, რომ კინაღამ გასკდა და მაინც ვერ იპოვა. შედეგად, მთელი რედაქცია სრული შემადგენლობით მეგობრულად დავჯექით, რამდენიმე საათის შემდეგ საკუთარ ცრემლებში ფეხები დავასველეთ და ყავის მაგიდაზე აღმოვაჩინეთ საპონი, თოკი, შხამი, ხანჯალი, 3 ბოთლი არაყი და ჯგუფ „სამოქალაქო თავდაცვის“ დისკი. მივხვდით, რომ საღამო არ შეწყდება. „აბა, როგორ, ჩვენს შორის სამი სასწორია!“ – მოულოდნელად ვიღაცას გაახსენდა და ყველაფერი ცხადი გახდა. კარგი ადამიანები არიან. ჯერ პესიმიზმში არ გადაეშვათ. ხომ იცით, ეს უფრო ინფექციური იქნება, ვიდრე ტუბერკულოზი, მუნი, ებოლას ცხელება. ყველაფერი ერთად.

მორიელი

მორიელი თავიდან ბოლომდე მკვლელი კუდის ჩათვლით საშინელია, მაგრამ ყველაზე საშიში თვისება სხვებით მანიპულირების დაუოკებელი წყურვილია. აი, ეს წურვილი, ვთქვათ, ქალწულს მობეზრდა – და არაფერი მოხდება: საკუთარ თავში ტარაკნების აღლუმის მართვა სხვებისთვის უსაფრთხოა. აი, მორიელი მარიონეტების ნამდვილი მმართველია. ამასთან, წარმოუდგენლად ჭკვიანი, ეშმაკი და გამჭრიახი, სუსტი ადამიანებით მანიპულირების მარტივი სურვილი უკონტროლო ტირანიაში იზრდება. ნამდვილი, ბლექჯეკით და ფსონებზე თავებით, რომლებიც აქ თავს ნებით დებენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ბნელ მხარესთან დაკავშირებული სიტუაცია სინამდვილეში სამწუხაროა: ეს ის შემთხვევაა, როცა მაღალ კლასებს არ შეუძლიათ, დაბალს კი არ სურს. იმ გაგებით, რომ მშვილდოსნის ბუნების ერთი ნაწილი უკონტროლო ძალაუფლებაზე ოცნებობს, მეორეს კი ამ ძალაუფლების კანონიერი მეთოდებით მიღწევა ეზარება. ასე რომ, ვერასდროს გამოიცნობთ, მშვილდოსნის ბნელი მხარე ნამდვილად საშიში გახდება თუ არა. იქნებ, უბრალოდ ძაღლი აიყვანოს და ასე დამშვიდდეს. იქნებ (ეს უფრო სავარაუდოა) რომელიმე სექტის დამააარსებელი და უცვლელი ლიდერი გახდეს. ლიდერულ თვისებებს ჯიბეში ვერ დამალავთ!