Connect with us

საკითხავი

ბევრი ფიქრობს, რომ კატა მხოლოდ ჭამს და კნავის, მაგრამ ის სახლს საიმედოდ იცავს

თუ სახლში კატას ზრდით, იცოდეთ, რომ დიდ სარგებელს იღებთ. კატასთან ერთად არასდროს მოიწყენთ. კატა კომფორტს მოგანიჭებთ. გარდა ამისა, კატა სახლს ენერგეტიკულად იცავს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იცავს ფუმფულა ცხოველი თქვენს სახლს ცუდი ენერგიებისგან.

კატა სახლში ცხოვრობს

თითქმის 6 თვის წინ ქუჩიდან პატარა კნუტი ავიყვანე. ბენი შევარქვი. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე. ბენი ყოველდღე მახალისებს, განწყობას მიმაღლებს, თან სახლს ბოროტი სულებისგან იცავს. არ გჯერათ? მაშინ დეტალურად გიამბობთ!

თუ სახლში კატა გყავთ, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ზოგჯერ კატა ერთ წერტილს დაჟინებით უყურებს. ერთ ადგილზე დიდ დროს ატარებს. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ კატის ასეთ ქცევას მიზეზი აქვს.

ამ მეთოდით კატა საცხოვრებელს ნეგატიური ენერგიისგან წმენდს და მფლობელს მისი გავლენისგან იცავს. კატას უძლიერესი აურა აქვს. მას ასტრალურ ძალასაც უწოდებენ. ამ ძალის წყალობით ცხოველი სახლში შემოსულ ნებისმიერ ნეგატივს უმკლავდება.

ხშირად ახალ ნაყიდ ბინაში ჯერ კატას უშვებენ. ბინაში წინა მფლობელების ნეგატიური ენერგია შეიძლება იყოს დარჩენილი. კატა მათ გაუმკლავდება. სახლში ნეგატიური ენერგია სხვებსაც შემოაქვს, ხან შემთხვევით, ხან განზრახ.

როგორ დავეხმაროთ კატას სახლის გაწმენდაში

თუ კატა ბინაში წრეებს არტყამს ან კონცენტრირებული ზის, ხელი არ შეუშალოთ. ამ დროს სახლის გაწმენდაზე მუშაობს. იცოდეთ, რომ ასეთი ქმედება ცხოველს არც ფიზიკურად, არც გონებრივად არ აზიანებს, ამიტომ არ შეგეშინდეთ.

სურვილისამებრ, კატას საქმის სწრაფად შესრულებაში შეგიძლიათ დაეხმაროთ. მაგალითად, იქ, სადაც ცხოველი ხშირად ჩერდება, ლოცვა წაიკითხეთ და განსაკუთრებული განწმენდის რიტუალი ჩაატარეთ. მაგალითად, თეთრი სალბის თაიგული დაწვით და საცხოვრებელი სასიამოვნო არომატით გაავსეთ. თეთრი სალბი ნეგატივისგან გასაწმენდად იდეალურია.

რიტუალის შემდეგ კატის ქცევას დააკვირდით. თუ არჩეულ ადგილზე აღარ მიდის, სახლი გაიწმინდა. საინტერესოა, რომ კატა სახლს ნეგატივს აშორებს და პოზიტივით ავსებს. გამოდის, რომ კატა ცხოვრებას უკეთესობისკენ ნამდვილად ცვლის.

კატა პატრონის თილისმა ხდება. მის აურას დადებითი ენერგიით ავსებს, თან თავად არაფერს კარგავს. სწორედ ამიტომ, ცხოველთან კონტაქტი არ უნდა დაკარგოთ. ხშირად მოეფერეთ და დრო ერთად გაატარეთ.

კატა პატრონის ავადმყოფობას და დაღლილობას გრძნობს. მნიშვნელობა არ აქვს, ფიზიკურ თუ გონებრივ შეუძლობაზეა საუბარი. ამ დროს კატა პატრონს არ შორდება, მის გვერდითაა. კარგად იცის, რომ მისი დახმარება გჭირდებათ და გეხმარებათ.

Advertisement