Connect with us

ჰოროსკოპი

ბედისწერა პლანეტების ხელშია: რა არის ნათალური რუკა და როგორ უნდა გამოვთვალოთ ის

ასტროლოგების დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის ბედზე მისი დაბადების მომენტში ამა თუ იმ გრადუსზე განლაგებული პლანეტები მოქმედებენ. პლანეტების განლაგებას ნათალურ რუკაში ასახავენ, რომლის შესწავლის შედეგად ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანის ხასიათზე და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლებზე. პერსონალურ ჰოროსკოპს, ანუ ნათალურ რუკას ადამიანის დაბადების ადგილის და დროის მიხედვით განსაზღვრავენ. ამგვარი რუქა საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრაში დაგეხმარებათ და მიხვდებით თუ რა გიშლით ხელს განვიტარებაში.

როგორ გამოვთვალოთ ნათალური რუკა დაბადების თარიღის მიხედვით?

ნათალური რუკის აწყობა სპეციალისტების მეშვეობით შეიძლება, მის შედგენაში ასტროლოგი დაგეხმარებათ. შედეგად მიიღებთ გამოსახულებას რომზეც 12 ასტროლოგიური სახლი და მათში განლაგებული პლანეტები იქნება გამოსახული. რუქის მთავარ შემადგენელ ნაწილს ასტროლოგიური სახლი წარმოადგენს.

როგორ გავარჩიოთ ნათალური რუკა?

ნახავთ, რომ რუქა 12 სექტორად ანუ სახლად არის დაყოფილი, მასზე გამოსახულია სხვადასხვა პლანეტები, მთვარე, მზე და ზოდიაქოს ნიშნები. ერთ სახლში შეიძლება რამდენიმე პლანეტა იყოს მოთავსებული, ზოგში კი პლანეტა საერთოდ არ იდგეს. თითოეული ასტროლოგიური სახლი ცხოვრების გარკვეულ სფეროს განსაზღვრავს. ნათალურ რუკაში სუსტი და ძლიერი სტიქიების განსაზღვრაც შეიძლება.

  • ცეცხლი (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
  • წყალი (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)
  • ჰაერი (ტყუპები, სასწორი,მერწყული)
  • მიწა (კურო,ქალწული, თხისრქა)

რაც უფრო მეტი პლანეტაა ამა თუ იმ ზოდაიქოს მიერ მართულ სახლში, მით უფრო ძლიერია სტიქია. ძლიერი სტიქია ადამიანის ტემპერამენტზე მოქმედებს და მისი ქცევისა და ქმედების ხასიათსაც განსაზღვრავს.

ყურადღება მიაქციეთ თუ სად დგას მზე და მთვარე თქვენს ნათალურ რუქაში – ის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე თქვენს რეაქციას განსაზღვრავს. მზე ადამიანის მთავარი ცხოვრებისეული მიზნის განმსაზღვრელია. ნათალური რუქით ადამიანის მომავალი მეუღლის და მისი პირადი ცხოვრების შესახებაც გვაძლევს ინფორმაციას.

დაბადების ნათალური რუკა: რას ნიშნავს ყოველი სახლი

12 სახლიდან ყოველ მათგანს საკუტარი მნიშვნელობა აქვს. რუქის შესწავლისას მნიშვნელოვანია ასცენდენტის განსაზღვრა – აღმავალი ნიშანი, რომელიც პირველი სახლის მწვერვალზეა, რუქას საათის ფორმით თუ წარმოვიდგენთ ის 9 საათზე იქნება განთავსებული.

პირველი სახლი – ადამიანისა და მისი პიროვნების განმსაზღვრელი. აქ განთვასებული ყველა პლანეტა ძლიერ გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე.
მეორე სახლი – ხარჯები, გამომუშავება, შემოსავალი, ფინანასები, კეთილდღეობა და ბარაქა.
მესამე სახლი – ახლობლები, ნათესავები, კოლეგები – ყველა ვინც ადამიანის გარშემოა და ვისთანაც ახლო ურთიერთობა აქვს
მეოთხე სახლი – ოჯახი, სახლი, კეთილდღეობა, ქონება
მეხუთე სახლი – ბავშვები, როგორც საკუთარი ასევე სხვების, შთამომავლობის გამრავლება. ეს სახლი პიროვენების საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაზეც ახდენს გავლენას.
მეექვსე სახლი – ჯანმრთელობა, ყოველდღიური რუტინა, სამსახური, ფიზიკური კეთილდღეობა
მეშვიდე სახლი – სიყვარული, ურთიერთობები, ქორწინება
მერვე სახლი – დაბადება, სიკვდილი, მძიმე დაავადებები, ტრავმები, ოპერაციები
მეცხრე სახლი – მოგზაურობა, მივლინებები
მეათე სახლი – ამბიციები, მისწრაფებები, კარიერული ზრდა
მეთერთმეტე სახლი – იმედები, ოცნებები, სასოწარკვეთა
მეთორმეტე სახლი – საიდუმლოებები, იდუმალება

რას აღნიშნავს პლანეტა ნათალურ სახლში

ნათალური რუკის წაკითხვა შეუძლებელია პლანეტების მნიშვნელობის გარეშე

მზეს უმნიშვნელოვანესი ადგლი უჭირავს – ის თავად ადამიანს და მის ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან სფეროებს განსაზღვრავს.
მთვარე ასასხავს განცდილ ემოციებს, სამყაროს აღქმას.
მარსი ლიდერობასთან, ძალაუფლებასთან და ძალასთან რის კავშირში. მარსის ზეგავლენა მიზნების მიღწევაში გვეხმარება.
ვენერა შემოქმედებითობაზეა პასუხისმგებელი, თვითგამოხატვაზე, გვეხმარება ცხოვრებაში ადამიანებისა და ფინანსების მოზიდვას.
მერკური ინტელექტუალური შესაძლებლობები, სწავლის ნიჭი
სატურნი წესრიგი, პასუხისმგებლობა, დისციპლინა. მისმა არსებობამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს კარიერულ ზრდაზე.
იუპიტერი – განათლება, განვითარება
ურანი – დაკავშირებულია ცვლილებებთან, სიახლის შეცნობის წყურვილთან
პლუტონი – აღნიშნავს ნებისყოფას და გარდაუვალ ცვლილებებს
ნეპტუნი – ფანტაზიები, ოცნებები. ის ხელს უწყობს ფანტაზიის განვითარებას და გავლენას ახდენს შემოქმედებით ადამიანებზე

 

Advertisement