Connect with us

ჯანმრთელობა

ბეგქონდარის სარგებელი ადამიანის ორგანიზმზე: სამკურნალო თვისებები

ბეგქონდარას, როგორც სანელებელს, კულინარიაში ხშირად იყენებენ. კერძს, მაგალითად, შემწვარ ხორცს საოცარ არომატს ანიჭებს. ამით მისი სარგებელი არ შემოიფარგლება. ორგანიზმზეც დადებით გავლენას ახდენს. ბევრი დაავადების მკურნალობას ხელს უწყობს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გავლენას ახდენს ბეგქონდარა ორგანიზმზე და როგორ მოვამზადოთ მცენარეული ჩაი.

ახალი ან ხმელი ბეგქონდარა ჯანმრთელობის დაცვაში დაგეხმარებათ. მისი ნახარში, ჩაი და ნაყენი სამკურნალო თვისებებს ფლობს და გვეხმარება ისეთი სისტემების მკურნალობაში, როგორიცაა: სასუნთქი, ნერვული, საჭმლის მომნელებელი და სხვა.

სასუნთქ სისტემაზე მოქმედება

ბეგქონდარას შეუძლია მოკლე დროში ფეხზე დაგაყენოთ. ის რესპირატორულ ინფექციებს ებრძვის. მისი ნახარშის ყელში გამოვლებით ხველას სწრაფად მოიშორებთ. ინჰალაცია ბეგქონდარით დაგეხმარებათ ხველა დაივიწყოთ. ამოსახველებელი წამლები აღარ დაგჭირდებათ.

კანზე მოქმედება

მცენარე ანტისეპტიკური თვისებების წყალობით ტოქსინებს ორგანიზმიდან გამოდევნის. ასე კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება. კვლევებმა დაამტკიცა, რომ ბეგქონდარა აკნეს მკურნალობაში გვეხმარება.

ბონუსი: სამკურნალო ჩაის რეცეპტი

ბეგქონდარას მცენარეული ჩაი იმუნიტეტს გააძლიერებს, მადას გაზრდის და დაღლილობას მოგაშორებთ. სასმელი კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე დადებით გავლენას ახდენს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ნაწლავებს წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ ხმელი ბეგქონდარა
  • 1 ჩ/კ შავი ჩაი
  • 800 მლ წყალი

მომზადების წესი:

შავი ჩაი და ბეგქონდარა აურიეთ. მიღებული ნარევი ჩაიდანში ჩაყარეთ, მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. თაფლი და პიტნა სურვილისამებრ დაუმატეთ.

ბეგქონდარა არა მხოლოდ კერძის გემოს, არამედ ადამიანის ორგანიზმსაც აუმჯობესებს. ჯანმრთელობაზე იზრუნეთ და გახსოვდეთ ხალხური საშუალებები, რომლებიც ორგანიზმს ზედმეტი ხარჯის გარეშე ეხმარება.

Advertisement