Connect with us

ყვავილები

ბეგონია: მოვლა – გადარგვა, გამრავლება, რეანიმაცია

ბეგონია, რომელსაც საშინაო პირობებში გასახარებლად გარკვეული მოთხოვნილებები აქვს, უჩვეულოდ ლამაზი დეკორატიული მცენარეა, რომელიც უხვად ყვავილობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გეცოდინებათ, როგორ გადარგოთ ყვავილოვანი ლამაზმანი, როგორ შეკრიჭოთ ფოთლები, როგორ მორწყათ და გააკეთოთ დრენაჟი, როგორ მოიქცეთ, თუ ყველა ფოთოლი ჩამოცვივდა, როგორ აღადგინოთ იგი.

თუ სახლში ბეგონია გაქვთ, მისი მოვლა ბევრად არ განსხვავდება სხვა ყვავილების მოთხოვნილებებისგან, თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

ბეგონიას ყვავილობა განპირობებულია კარგი განათებით – მას ყოველთვის სჭირდება დიდი რაოდენობით შუქი, თუმცა ყვავილობის პერიოდში ეს მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება. დეკორატიულ-ფოთლოვანი სახეობები უფრო ნაკლებ სინათლეს საჭიროებს.

ზაფხულში დაიცავით ბეგონია მზის პირდაპირი სხივებისგან – ზაფხულში მისთვის იდეალური ტემპერატურაა +20 °С…+25 °С, ხოლო ზამთარში – +18 °С.

ყვავილს ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, თუმცა, ფოთლებზე წყლის შეშხეფება არაა სასურველი – წყლისგან ბეგონიაზე ჩნდება მუქი ლაქები, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ბეგონიას ქოთანს წყლით სავსე პადონზე მოათავსეთ. მორწყეთ ბეგონია თბილი წყლით, ჭურჭელში არ უნდა გაჩერდეს წყალი. მორწყვა მაშინაა საჭირო, როცა ნიადაგის ზედაპირი 1 სმ-თი გაშრება, თუმცა ზამთარში მას უფრო იშვიათად რწყავენ.

ბეგონიას გადარგვა

თუ ბეგონია მაღაზიაში შეიძინეთ, სასურველია მისი გადარგვა, თუმცა ნუ იჩქარებთ – აცადეთ მცენარეს ადაპტირება და შეუდექით გადარგვას ორ კვირაში ან ერთ თვეში, ხოლო თუ მცენარე ყვავის, აცადეთ ყვავილობის დასრულება.

გადარგეთ ბეგონია მსუნთქავ ქოთანში – იქნება ეს კერამიკული თუ თიხისა, რამდენადაც პლასტმასის ქოთანში დიდია ფესვების ლპობის რისკი, ფსკერზე აუცილებლად ნახვრეტებია საჭირო, რამდენადაც დრენაჟი ბეგონიასთვის აუცილებელი პირობეაა – ეს შეიძლება იყოს მსხვილი კერამზიტი, აგურები ან კრამიტი, ზემოდან მოაყარეთ ნახშირის ფენა.

ბეგონიასთვის უნდა შეიძინოთ მზა ნიადაგი, თუმცა, მისი მომზადება დამოუკიდებლადაც მარტივია: მისი ნახევარი შედგება ფოთლოვანი ნეშომპალასგან, ხოლო დანარჩენი – ტორფი და ქვიშაა. მიიღება ფხვიერი და მკვებავი სუბსტრატი.

როგორ გავამრავლოთ ბეგონია

რა სახეობის ბეგონიაც არ უნდა გქონდეთ, საშინაო პირობებში მისი მოვლა მოიცავს მზარდი ეკზემპლარის ფორმირებას – ამისთვის აუცილებელია რეგულარი შეკრეჭა, რომელიც გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღებისთვისაცაა საჭირო. როცა ბეგონია სიმაღლეში 8 სმ-ს მიაღწევს, პირველად მაშინ უნდა გაკრიჭოთ. მაშინაც კი, თუ იგი დროულად ვერ გაკრიჭეთ, ამიტომ მცენარე ულამაზოდ გაიზარდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ზედა და გვერდითა ღეროების მოჭრა.

გაკრეჭის შემდეგ უნდა შეამციროთ ბეგონიას მორწყვა, სანამ გადაჭრილი ღეროები ზრდას არ დაიწყებს – მაშინ განაახლეთ მორწყვა და დაუმატეთ სასუქიც.

როგორ გავაცოცხლოთ გამხმარი ბეგონია

ყვავილობის შემდეგ, ბეგონიას სცვივა ფოთლები – ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნიადაგისა და ჰაერის გამოშრობა, არასაკმარისი სასუქი ან წყლის შეკავება ქოთანში.

ფოთლები სცვივა დაავადებულ ბეგონიასაც. საფრთხე ყველაზე მეტად გავრცელებულია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში – ამ დროს ფქვილისებრი ჟანგა ედება მცენარეებს. ამ შემთხვევაში, ბეგონიას რეანიმაცია შესაძლებელია სასუქის(უაზოტო) გამოყენებით, ბინის განიავებით, კარგი განათებით. ბუგრები, ობობასებრი ტკიპაც შეიძლება გახდეს ყვავილის დაღუპვის მიზეზი – მათთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ინსექტიციდები – კარატემ აქტარა.

მაშინაც კი, თუ ყვავილს ყველა ფოთოლი გასცვივდა, არსებობს გადარჩენის შანსი – ამოიღეთ იგი ქოთნიდან და შეისწავლეთ ფესვები – თუ ისინი ცოცხალია, ჩარგეთ ახალ გრუნტში, მოაჭერით ყველა დაზიანებული ფოთოლი და ღერო, ჩააცვით ქოთანს პაკეტი. კვირაში ერთხელ შეაშხეფეთ ეპინი – მცენარეზე მალევე დაინახავთ ახალ ფოთლებს.

თქვენ როგორ უვლით ამ მცენარეს?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.