ჯანმრთელობა
ბებიამ “ჯადოსნური იოდის” შესახებ მიამბო: ვამუშავებ ყველაფერს, რაც შფოთვას იწვევს
ჯადოსნური იოდი – ასე უწოდებენ იოდისა და ნივრის ხსნარს მისი გასაოცარი სამკურნალო თვისებების გამო. ხალხური მედიცინის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ნივრიან იოდს უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია. მას იყენებენ ვარიკოზის, ფრჩხილის სოკოსა და ქუსლის დეზის სამკურნალოდ, ასევე, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მკერდის გასადიდებლადაც.
ხსნარს დადებითად აფასებენ ისინიც, ვინც ეს უკანასკნელი სილურჯეებისა და ჭრილობების დასამუშავებლად გამოიყენა. შეშუპება და სისხლჩაქცევები რამდენიმე დღეში ქრება. თუ სახსრების დაავადებებზე ვისაუბრებთ, მაქსიმალური ეფექტისთვის, უმჯობესია მკურნალობის რამდენიმე მეთოდის შერწყმა.
სახსრების მკურნალობა ხალხური საშუალებებით
რას ეფუძნება სახსრების მკურნალობა ნივრითა და იოდით? ხალხურ მედიცინაში იოდი პოპულარულია მისი აღმდგენ-მარეგენერირებელი და შეშუპების სიმპტომების მომხსნელი მოქმედებით. იოდის ბადეს ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს სახსრების გავრცელებული დაავადებების(ართრიტის, პოლიართრიტის, პოდაგრას, ართროზის) დროს.
და, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მედიცინა სკეპტიკურად უყურებს იოდის სამკურნალო თვისებებს შიდა ორგანოებისთვის, მომხმარებელთა გამოხმაურება და კომენტარები ამ ხსნართან დაკავშირებით სწორედ რომ დამამტკიცებელი საბუთია მისი ეფექტურობისა.
იოდი იწვევს კანის ლოკალურ გაღიზიანებას, რაც ტკივილის სინდრომის მოხსნაში გვეხმარება. კანიდან სისხლძარღვებში შეღწევის შემდეგ იგი მთელ ორგანიზმში ვრცელდება და ბაქტერიციდულ გავლენას ახდენს კაპილარებში. იოდის სპირტიანი ნაყენი აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს სტაგნაციას ანთებულ სახსრებში.
რაც შეეხება ნიორს – მის შემადგენლობაშია ნივთიერება ალიცინი, რომელიც ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ნიორი აცხრობს ანთებას და ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს.
ჯადოსნური იოდი
ინგრედიენტები
- 3-4 კბილი ნიორი
- 30 მლ იოდი (დაახლოებით 3 ფლაკონი)
- მუქი ფერის შუშის ჭურჭელი
მომზადება
1. დააქუცმაცეთ ნიორი.
2. მოათავსეთ იგი წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში.
3. დაასხით იოდი ისე, რომ ნიორი მთლიანად დაფაროს.
4. გააჩერეთ 1 კვირით ბნელ ადგილას, შეანჯღრიეთ ყოველდღიურად.
ეს საშუალება მხოლოდ და მხოლოდ გარეგანად გამოიყენება! წაისვით იგი ანთებულ მონაკვეთში კვირაში მხოლოდ სამჯერ. იოდის წასმამდე დაიბანეთ კანი საპნიანი წყლით და გაიშრეთ. არ წაისვათ სითხე დიდ ლაქად – ეს ძლიერ გაღიზიანებას გამოიწვევს.
ამ შესანიშნავი ხსნარით შეგიძლიათ ნებისმიერი პრობლემური ზონა დაიმუშავოთ: მუხლები, ზურგი, სახსრები, ნებისმიერი ჭრილობა და ჩალურჯება. ტკივილი და სილურჯე ძალიან სწრაფად გაქრება. ამ საშუალების უპირატესობაა მისი სიმარტივე და ხელმისაწვდომობა, ვინაიდან ორივე კომპონენტს ნებისმიერ სახლში იპოვით.
სანამ ასეთ მკურნალობას დაიწყებდეთ, აუცილებლად გაიარეთ ტესტი ამ პრეპარატის მიმართ ალერგიულობაზე. წაისვით იოდის ხსნარი მცირე ოდენობით კანის მგრძნობიარე მონაკვეთზე(წინამხრის შიდა ზედაპირზე, იდაყვის შიდა კუთხეზე). 15 წუთში კარგად დააკვირდით ამ მონაკვეთს და დარწმუნდით, რომ სიწითლე, ბუშტუკები ან სხვა სახის გაღიზიანება არ გამოწვეულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ გამოიყენებთ მკურნალობის ამ მეთოდს!