Connect with us

ჯანმრთელობა

ბაქტერიები ქცევაზე გავლენას ახდენს: 7 ფაქტი მიკროფლორის შესახებ

მიკრობები ორგანიზმში ერთხელ და სამუდამოდ არ ჩნდება. მისი ჯიშები და რაოდენობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამის გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაცვა უფრო ადვილია.

1. მიკროფლორა უნიკალური და ცვალებადია

ბაქტერიები ორგანიზმში დაბადებისთანავე ხვდება – დედის საშვილოსნოში აბსოლუტურად სტერილურია. ამქვეყნად მოვლენისას ჰაერით სუნთქვას და ნივთებთან შეხებას იწყებს. ნათესავები, მეგობრები და სხვები, რომელთაც ბავშვთან ურთიერთობა აქვთ, მას უნიკალური ბაქტერიების ნაწილს გადასცემენ, რომლებიც გადარჩებიან ან არა. მათგან ზოგი პათოგენია, რომლის გამოც ორგანიზმის მუშაობა ირღვევა, ზოგი ნაზი და სასარგებლოა. ერთად ადამიანის შიგნით მიკრობიომს ქმნის. სამი წლისას ბავშვი მის გარშემო არსებული ბაქტერიების უმეტესობას ეცნობა, იმუნური სისტემა ინტენსიურად ვითარდება. თითოეული ადამიანის მიკროფლორა უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი.

2. რაც უფრო მეტი მიკრობია, მით უკეთესი

ბაქტერიები ყველგან ცხოვრობენ, ღრმა წყლებსა და არქტიკულ ყინულებშიც. ადამიანის ორგანიზმში მათი ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ საშუალოდ მეცნიერები რამდენიმე ტრილიონ არსებას ასახელებენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე ვარსკვლავები ირმის ნახტომზე. ბევრი სასარგებლო ბაქტერია აქვთ მათ, ვინც მრავალფეროვან და ნატურალურ კვების პროდუქტებს მიირთმევს. თანამედროვე ბაქტერიებს ადამიანის ორგანიზმში საკვებიდან მოხვედრა უჭირთ, როცა პროდუქტი თერმულად ძლიერ მუშავდება ან სხვადასხვა ქიმიკატს შეიცავს. შენობის დეზინფექციაც მიკრობებზე დამღუპველ გავლენას ახდენს.

3. ბაქტერია შეიძლება იყოს კარგი და ცუდი

ბაქტერიების ნაწილი ადამიანს ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ზოგჯერ ერთი და იმავე მიკრობს როგორც ზიანის, ასევე სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგალითად, Helicobacter pylori – ბაქტერია, რომელიც კუჭის წყლულს იწვევს. ის პლანეტის მოსახლეობის ნახევრის სხეულშია, მაგრამ ბევრს დაავადების სიმპტომები არ აქვს. ინფექცია, რომელსაც ეს მიკრობი იწვეს, ანტიბიოტიკებით იკურნება.

„ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ  Helicobacter–ს როგორც ნაკლი, ასევე უპირატესობა აქვს“. – ამბობს მარტინ ბლეიზრი, ნიუ–იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგი. ამ მიკრობის ორგანიზმში არსებობა კუჭისთვის საზიანოა და შეიძლება რეფლუქსი გამოიწვიოს, მაგრამ ყელისთვის სასარგებლოა.

4. პრობიოტიკები დეპრესიას კურნავს

მეცნიერები ნაწლავურ ბაქტერიებსა და ტვინში ქიმიურ ნივთიერებებს შორის არსებულ კავშირს დიდი ხანია სწავლობენ. ჟურნალში Proceedings of the National Academy of Science თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. მღრღნელები იღებდნენ ლაქტობაქტერიას Lacobacillus rhamnosus და შფოთვის და ნერვული აშლილობის ნაკლებ სიმპტომს ავლენდნენ. ვარაუდობენ, რომ ეს გამა–ამინოზეთოვანი მჟავის გამო მოხდა, რომელიც ემოციურ ქცევას არეგულირებს. სასარგებლო ბაქტერიას ბევრი რძემჟავა პროდუქტი, მათ შორის წიწიბურას იოგურტი შეიცავს. სწორედ ამიტომ, რაციონს დაუმატეთ, თუ განწყობის ამაღლება და შფოთვის მოშორება გსურთ.

5. მიკროფლორის აღდგენა რთულია

როდესაც ადამიანებმა გაიგეს, რომ ბაქტერიები საჭმლის მონელებას ხელს უწყობს და იმუნიტეტს ზრდის, ორგანიზმში სასარგებლო მიკროფლორის დასახლების მეთოდებს ძებნა დაუწყეს. ეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალურია, როცა პათოგენებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებიც ნადგურდება.

მარტინ ბლეიზერის თქმით, პრობიოტიკები კარგად იყიდება, მაგრამ მას მცირე სარგებელი აქვს. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე პროდუქტის დახმარებით ათასობით სახეობის მიკრობიომის აღდგენა შეუძლებელია. სააფთიაქო პრეპარატები ყველაზე უკეთ მუშაობს. ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ ძირითადი მიკროფლორა აღადგინოთ. მხოლოდ რძემჟავა პროდუქტების იმედად ნუ იქნებით.

6. მიკროფლორა ალერგიასთან კავშირშია

კოპენჰაგენის მკვლევარებმა 411 ბავშვის სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს. ექიმები ირწმუნებიან, რომ მათ, რომელთაც ნაწლავებში ნაკლებად მრავალფეროვანი ბაქტერიები ჰქონდათ, სხვადასხვა ალერგიისკენ უფრო მიდრეკილნი იყვნენ. თუმცა კონკრეტული დამცავი შტამი ვერ აღმოაჩინეს, რომელიც იმუნიტეტზე გავლენას ახდენს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ბაქტერია, მაგალითად, სტაფილოკოკი, ალერგიის რისკს ზრდის. ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი მიკრობიომის სხვა წარმომადგენლებისთვის საზიანოა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნაწლავებში ბაქტერიების მრავალფეროვნება ატოპიურ დერმატიტს ან ასთმას არ უკავშირდება.

7. ბაქტერიები ქცევაზე გავლენას ახდენს

მიკროორგანიზმებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობასა და განწყობაზე, არამედ მის პრეფერენციებზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათ ბაქტერიის Toxoplasma gondii გავლენა შეისწავლეს ადამიანებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ იცვამენ. ეს მიკრობი თაგვებს აიძულებს, რომ კატების არ შეეშინდეთ, ამით ადვილ მსხვერპლად აქცევს. ამ ბაქტერიით ინფიცირებული მამაკაცი ყველაფერს გულგრილად ეკიდება. ქალებში მაჩვენებელი ასე გამოხატული არაა. ამასთან, მიკრობი სოციალურ ქცევაზე გავლენას ახდენს: მამაკაცი წესების დარღვევისკენ უფრო მიდრეკილია, ხოლო ქალი ზედმეტად კომუნიკაბელური. მსოფლიო მოსახლეობის 1/3 ნაწილი Toxoplasma gondii–ს უსიმპტომო მატარებელია და ამაზე ვერც კი ხვდება. ტოხოპლაზმოსი, ამ ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადება, ხშირად ადვილად გადადის. გამონაკლისი: ორსული ქალები (დაინფიცირებისას ნაყოფი რისკის ქვეშაა), დაბალი იმუნიტეტის მქონე ცხოველები და ადამიანები.