ყვავილები
ბალახი თილისმები: დაავადებებისგან დაგიცავთ და უბედურებებს აგაცილებთ
ბალახი თილისმები, რომელთაც თან ატარებთ, ჯადოსგან, ჯადოქრობისგან, ბოროტი სულებისგან, დაავადებისგან დაგიცავთ და სიყვარულსა და ბიზნესში წარმატების მოპოვებაში, უფროსების და სხვა ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ბავშვებს დამჯერს გახდის და სწავლაში მათ მიღწევებს გააუმჯობესებს. ამ მცენარეების ქონით სახლს ჯადოქრობისა და ავი სულებისგან დაიცავთ.
ძველად მცენარეებს და ბალახებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მცენარეები ადამიანებისთვის წმინდა იყო. სხვადასხვა კულტურაში ბალახების, ყვავილების და ხეების შესახებ უამრავი მითი, ლეგენდა და ისტორია არსებობს. ზოგიერთი მცენარე და ხე სიმბოლო, თილისმა და ავგაროზი გახდა. მათ ჯადოსნურ ძალებს ანიჭებდნენ, რომლებიც ავი სულებისგან იცავდნენ და დადებით ენერგიას ანიჭებდნენ.
მაგალითად, ჩრდილოეთში თითოეულ შამანს თავისი „ჯადოქრობის“ ხე ჰქონდა. ჯადოქრის ცხოვრება ხესთან მჭიდრო კავშირში იყო. თუ ხე კვდებოდა, შამანიც კვდებოდა.
თითოეულ მცენარეს თავისი აურა აქვს, რომელიც ადამიანზე, ადგილსა და ნივთზე განსხვავებულად მოქმედებს. ძველად ბრძენი ხალხი ასტროლოგიას და მცენარეს ერთმანეთს უკავშირებდა. ითვლებოდა, რომ თითოეული მცენარე გარკვეულ ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს და მმართველ პლაენტას ეკუთვნის და თითოეული მცენარე მზესა (ღმერთი) და დედამიწას (ადამიანი) შორის შუამავალია, რომელიც ადამიანს მზის სიხარულის მიღებასა და ავი ძალების მოშორებაში ეხმარებოდა. მოგვიანებით მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ბევრ მცენარეს ძლიერი ბიოენერგეტიკული ზემოქმედება გააჩნია და ადამიანზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ხოლო მათი სამკურნალო თვისებები სხვადასხვა დაავადებებს კურნავენ.
კრაზანასთან ერთად ეშმაკიც ვერ შეგაშინებთ. კრაზანა ძალიან ძლიერი მცენარეა. მას დამცავ საშუალებად, ჯადოს მოსახსნელად და უნაყოფობის დროს იყენებენ. ნებისმიერი ჯადოსგან დაგიცავთ, თუ სწორად შეაგროვებთ. შეგიძლიათ საპირისპიროდ გამოიყენოთ. ავი შელოცვებისგან დაგიცავთ.
თუ დილით კრაზანასგან გვირგვინს გააკეთებთ და კოცონთან მთელი საღამო იცეკვებთ, მთელი 365 დღე ადამიანი ავი ძალებისგან დაცული იქნება. კრაზანას გვირგვინის მატარებელი ჯადოქრებისა და ეშმაკებისგან დაცული იქნება.
კარის წინ დაკიდული ან ზღურბლთან დამალული ხმელი ღეროები უწმინდურ ძალებს სახლში შემოსვლის უფლებას არ მისცემს.
თუ კრაზანასგან ქამარს გააკეთებთ და თან ატარებთ, ის ყველა ბოროტებას თავად მიიღებს. თუ 1 ნოემბერს (ყველა წმინდანის დღეს) ამ ქამარს ცეცხლში ჩააგდებთ, დაგროვებული ბოროტება გამომგზავნს დაუბრუნდება.
გერმანიაში ასეთი ტრადიცია არსებობდა: დილით ადრე კაცები კრაზანასგან სარტყლებს წნავდნენ, ღამით კი ცეცხლში წვავდნენ. ამით ძლიერ და მამაკაცურ ძალას იღებდნენ.
ასკილი კეთილდღეობას მოგანიჭებთ. ხალხში არსებობს რწმენა, რომ თუ სახლს ირგვლივ ასკილის ბუჩქებით შემოფარგლავთ, მასში მუდამ მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება. თუ მარცხს ხშირად განიცდით, ასკილი დაგეხმარებათ.
ასკილს უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნა შეუძლია, ამიტომ ფანჯარასთან ახლოს უძველესი დროიდან რგავდნენ. ყვავილობის დროს ასკილის სუნი ძალიან სასარგებლოა, ის სუფთა ენერგიით აგავსებთ.
ხმელი ყვავილის არომატიც კი მხნეობას და ჯანსაღ გარეგნულ მხარს მოგანიჭებთ, თუ ასეთ ჰაეროვან აბაზანას ყოველდღე 15-30 წუთით მიიღებთ.
კოთხუჯი დამცავ თვისებებს ფლობს. ახალი ფოთლების კონა ბალიშის ქვეშ დაიდეთ, ასე კოშმარებისგან დაცული იქნებით. ფანჯარაზე ან კართან დაკიდული კოთხუჯი ჯადოსნური შეტევისგან დაგიცავთ.
ბერძნები თვლიდნენ, რომ აკონიტი ცერბერას პირიდან გადმოვარდნილი ქაფიდან გაიზარდა. ბაღში მზარდი მცენარე ტერიტორიას იცავს. თუ მას ტომსიკაში ჩადებთ და ატარებთ, წარმატებას მოიზიდავთ.
არყის ხე, რომელიც ქალებს და გოგოებს იცავს, ოჯახის კერის მფარველად მიიჩნევა. გამწმენდი თვისების გამო მისგან ჯადოსნურ თილისმებს ამზადებენ. მას ზოგიერთი დაავადების სამკურნალო თვისებებსაც მიაწერენ. მაისში, სავსე მთვარეობის დროს შეგროვებული ფოთლები ძლიერ სამკურნალო ძალებს ფლობენ.
კუნელი უწმინდური ძალებისგან დაგიცავთ.
ანწლი სამკურნალო ძალებს ფლობს.
ითვლება, რომ წიფელში დროის სულები იმალება.
ვერბენას სამკითხაოდ, სასიყვარულო ჯადოქრობაში, ჯადოსნურ რიტუალებში იყენებენ, მას სამკურნლო და დამცავი თვისებები აქვს. საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. ერთ-ერთი მთავარი ჯადოსნური ბალახია.
თელა ცოდნის სიმბოლოს წარმოადგენს.
მზიურა სამკურნალო, სასიყვარულო და თავდასაცავ ჯადოქრობაში გამოიყენება.
მუხა – წმინდა ხე, რომელიც ენერგიას შეგმატებთ. დრიუდები მას სიბრძნის ან მეცნიერების ხედ მიიჩნევდნენ.
ნაძვი – როგორც მუხა წმინდა ხე, რომელიც ხანგრძლივი ცხოვრების და ჯანმრთელობის სიმბოლოა.
ტირიფი კოშმარების, ავი თვალის, ჯადოქრობისა და უბედურებებისგან დაგიცავთ.
სამფერა ია სიყვარულის და ერთგულების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ფხიჯა ჯადოსნური დამშლელი მცენარე.
კედარი სულიერი სიძლიერის და ამტანობის სიმბოლო.
სამყურა – წარმატების სიმბოლო.
ჭინჭარი სამკურნალო მცენარედ ითვლება. სასიყვარულო ჯადოქრობაში ავგაროზების და ჯადოების გასაკეთებლად გამოიყენება. ჯადოს ხსნის, ცუდი ენერგიისა და ჯადოსგან დაგიცავთ. თან ტარების შემთხვევაში სიმამაცეს შეგმატებთ.
ხეჭრელი ჯადოს და ავგაროზის მოსახსნელად გამოიყენება.
ღვთიური მცენარე, იგივე თეთრი ან ყვითელი დუმფარა. მას ჯადოსნურ თვისებებს მიაწერენ. ითვლება, რომ სახლს უწმინდური ძალებისგან იცავს და სახლის მაცხოვრებლებს სირთულეების გადალახვაში ეხმარება.
თეთრი დუმფარას ფესვი ყელზე ჩამოიკიდეთ – ასე სიყვარულს მოიზიდავთ.
ცაცხვი. ხალხში არსებობდა რწმენა, რომ ცაცხვის ხე ელვისგან დაგიცავდათ. თუ წვიმის დროს ცაცხვის ქვეშ თავს შეაფარებდით, ელვა და ჭექა-ქუხილის არ უნდა შეგეშინდეთ. დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ცაცხვის ქვეშ ვინმე მომკვდარიყოს.
ცაცხვი ყველაზე ნათელი, გულისხმიერი ხეა. ითვლება, რომ ცაცხვი ოჯახს კრავს. ცაცხვის ჩაის ჯადოსნური ეფექტი აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარ ქმარზე ან ცოლზე იმოქმედებს. ბოროტი მიზნით მისი გამოყენება არ შეიძლება. ავი ფიქრებით ოჯახს გაანადგურებთ. ცუდ ნიშნად ითვლებოდა, თუ სახლთან დარგული ცაცხვი გახმება – ანუ ოჯახს კეთილდღეობა მიატოვებს.
მურყანი 13 წმინდა ხიდან ერთ-ერთია, რომელიც ჯადოქრობაში გამოიყენება. ის გაზაფხულის ბუნიობის პერიოდს, წონასწორობის და ჰარმონიის პერიოდს უკავშირდება.
თხილს მიწისქვეშა წყლების და მინერალების საპოვნელად იყენებენ. ის გამარჯვების სიმბოლოა და ვინმესთან საბრძოლველად ხშირად გამოიყენება.
ვერხვი კარგს არაფერს მოგიტანთ, ყოველთვის ცუდი სახელი ჰქონდა.
ღიჭა ჭაობში იზრდება და ავი სულების მფარველად ითვლება.
გვიმრა სამკურნალო ჯადოქრობაში, უბედურების მოსაწყობად, თილისმის შესაქმნელად გამოიყენება. თუ თილისმას შიშველ სხეულზე ატარებთ, ავი სულებისა და ჯადოსგან დაგიცავთ. სახლს ელვისგან, ხოლო მინდორს სეტყვისგან დაიცავს. გვიმრა უზენაესი ბედნიერების თილისმაა, რომელიც ყველა საქმეში, თამაშსა და სიყვარულში წარმატებას გპირდებათ. კოშმარებს თავიდან აგარიდებთ, ელვისგან, კოშმარებისგან, უბედურებისგან და შელოცვებისგან დაგიცავთ. ერთი ღეროს თან ტარებაც საკმარისია, რომ თამაშში ბედნიერებას მიაღწიოთ.
აბზინდა. თუ მოგზაურობის დროს ხელში აბზინდას დაიჭერთ, არ დაიღლებით. დაღლილობა რომ არ იგრძნოთ, შეგიძლიათ ფეხები აბზინდის ნახარშით დაიბანოთ ან აბზინდა ფეხსაცმელში ჩაიდოთ. თუ მას ფეხსაცმელში ჩაიდებთ, სწრაფად ივლით და არ დაიღლებით. თუ თან ატარეთ, ელვისგან, შელოცვისგან, ბოროტი ძალებისგან და ეპილეფსიისგან დაცული იქნებით. თუ აბზინდას და ვერბენას ერთად ატარებთ, მოგზაურობა კარგად დასრულდება.
ფურისულა – გზის სიმბოლოს წარმოადგენს.
ლავატერა – სამკურნალო ჯადოქრობაში გამოიყენება.
ბირკავა – ჯადოს გაკეთების უნარი აქვს.
ცირცელი თავდამცავ ჯადოქრობაში გამოიყენება. კენკრა ავი სულების და ავი შელოცვისგან დაგიცავთ. ხე კვერთხის შესაქმნელად გამოიყენება.
ძილის ბალახი სიზმრების პრაქტიკაში და მკითხაობისთვის გამოიყენება.
სალბი სახლის გასაწმენდად გამოიყენება. თილისმებში წარმატების და კეთილდღეობის მოსაზიდად გამოიყენება. შეიძლება პრობლემების მოსაგვარებლად და ილუზიების შესაქმნელად გამოიყენონ.
ქრისტესისხლა გამარჯვების ბალახი.
სვია. თუ ამ ყვავილისგან პატარა ბალიშს დაამზადებთ და ბალიშის ქვეშ დადებთ, უძილობა აღარ შეგაწუხებთ.
ბარამბო. თუ თან ატარებთ, ყველასთვის სასარგებლო იქნებით და ძალებს აღიდგენთ.
ითვლება, რომ ჯადოქრობისგან შემდეგი მცენარეები დაგიცავთ: ქერი, ნიორი, ხახვი, მოცვი, არყის ხე, ბზა და ანწლი.
ექსტრასენსორულ შესაძლებლობებსა და „მესამე თვალს“ გაგიხსნით: გვირილა და ორქიდეა.