Connect with us

ჰოროსკოპი

ახლოვდება ძლიერი სარკისებრი თარიღი. რა სასწაულებს უნდა ველოდოთ 7 ივლისს

2023 წლის 7 ივლისს მართლმადიდებლები იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ, უკრაინასა და სხვა სლავ ხალხში სახალხო დღესასწაულს ივან–კუპალას ზეიმობენ. 7 ივლისი მორიგი სარკისებრი თარიღიც არის, რომელიც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს გაძლევთ. წარმატების კუდით დაჭერა მარტივი არ იქნება. ეს დღე სწორად უნდა გაატაროთ. Аlltime.ge–ს რედაქცია ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

სარკისებრი თარიღი ივლისში

ცნობილია, რომ სარკისებრი თარიღები განსაკუთრებულ ძალას ფლობს. როცა ეს თარიღი სხვა დიდ დღესასწაულს ემთხვევა, მისი ძალა იზრდება. 7 ივლისს უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, რომ ცხოვრება შეცვალოთ. შანსი არ გაუშვათ!

საბაზო საკითხებით დავიწყოთ, გაღვიძება. იდეალურია, თუ განთიადს შეხვდებით და სხეულის თითოეულ უჯრედს მზით გაავსებთ. 6-7 ივლისის ღამე ბუნებაში კარავში შეგიძლიათ გაათენოთ. დილის შეგრძნება, როცა ნამიან ბალახზე გაივლით და მზეს შეხვდებით, შეუდარებელია.

სარკისებრი თარიღის რიტუალები დღესასწაულის ტრადიციებს შეგიძლიათ დაუკავშიროთ. 7 ივლისი ისე უნდა გაატაროთ, რომ არაფერმა შეგაწუხოთ. გასაგებია, რომ ყველა შვებულების აღებას ვერ შეძლებს. სამაგიეროდ, სამუშაო დღე შესაძლებლობას გაძლევთ, ყველა დაწყებული პროექტი დაასრულოთ ან შეასრულოთ ამოცანა, რომელიც დიდი ხანია ჰაერში კიდია. სამყარო ხელს შეგიწყობთ!

ამ დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე ან გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია თქვენს სულს ათბობს. მაგალითად, ცეკვის ან იოგის პირველ გაკვეთილს დაესწარით. თუ მშვიდი, ზომიერი დასვენება გიყვართ, ბუნებაში საინტერესო წიგნი წაიკითხეთ. სხვათა შორისას, კითხვისას მზეზე დრო შეგიძლიათ გაატაროთ და მზის ჩასვლით დატკბეთ.

7 ივლისს სცადეთ შეამჩნიოთ, რას გრძნობთ და რა გინდათ. თუმცა ეს არა მხოლოდ სარკისებრ დღეს უნდა გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. გაახარეთ საკუთარი თავი იმით, რასაც დროის უქონლობის მიზეზით არასდროს აკეთებთ. ეს დღე მაქსიმალურად სასიამოვნო და მშვიდი უნდა იყოს.

თუ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, დღეს შეგიძლიათ გაგიმართლოთ. მაგალითად, საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ხელი გთხოვოთ. ნუმეროლოგები გირჩევთ, ამ დღეს რაიმე საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობა მიიღოთ ან ამით დამოუკიდებლად დაკავდეთ. ხალხის და ცხოველების დახმარებით თქვენს ცხოვრებაში წარმატებას და სიუხვეს იზიდავთ.

აკრძალვები და რჩევები: როგორ ჩაიფიქროთ სურვილი 07.07.2023

ეცადეთ, ამ დღეს არავის ეკამათოთ. ნეგატივს გვერდი აუარეთ და ნებისმიერ კონფლიქტს თავი აარიდეთ. თუ ხედავთ, რომ კონფლიქტი მწიფდება, საკუთარი თავი გადალახეთ და შესარიგებლად პირველი ნაბიჯი გადადგით.

ბევრი ელოდება სარკისებრ თარიღს, რომ სანუკვარი სურვილი ჩაიფიქროს. ამის გაკეთება ნებისმიერი ფორმით შეიძლება. ქაღალდზე სურვილის დაწერა ერთ–ერთი მარტივი მეთოდია. სანუკვარი სურვილი A4 ფურცელზე 7-ჯერ დაწერეთ. ზოლები სურვილებით გამოჭერით და ძილის წინ ბინის სხვადასხვა ადგილას შეინახეთ. ერთი ცალი ბალიშის ქვეშ შეინახეთ.

ძალიან გვიან არ დაწვეთ. 7-8 ივლისის ღამეს კარგად უნდა გამოიძინოთ. ძილის წინ მედიტაცია შეასრულეთ ან საყვარელ დამამშვიდებელ მუსიკას მოუსმინეთ. ეს ყველაფერი საჭიროა, რომ კარგი ფიქრებით დაიძინოთ.

დილით ყველა ქაღალდი სურვილებით შეაგროვეთ და დაწვით. წარმოიდგინეთ, რომ სახლში რიტუალს ასრულებთ. ამაში რაღაც განსაკუთრებული მაგია არის! ამ მიზნით ლამაზი სპილენძის თასი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ესეც მთელი ხრიკი! ვიმედოვნებთ, რომ 7 ივლისს თქვენს სასარგებლოდ გაატარებთ. დაე, სამყარომ თქვენი თხოვნა შეისმინოს!

Advertisement