Connect with us

ჯანმრთელობა

ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ და კანს გიღიზიანებთ? მარტივი მეთოდი კოჟრების თავდიან ასაცილებლად

ახალი ფეხსაცმელი შესანიშნავია სანამ კანის გადახეხვას დაიწყებენ. ტელეარხმა Today-მ რამდენიმე ექსპერტს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებელი ეშმაკობებისა და ხერხების შესახებ ჰკითხა.

იმისთვის, რომ ფეხსაცმელს მხოლოდ სიამოვნება მოჰქონდს, რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ. პირველ რიგში ფეხის კანს უნდა მოვუაროთ მაქსიმალურად, რათა ის ბარხატისებური და ბილი იყოს. მეორე რჩევაა ფეხსაცმლის სწორად შერჩევა, ისეთი ფეხსაცმელი აირჩიეთ რომლის ნაკრებიც ტერფის ძვალს არ უჭერს და ეცადეთ ფეხსაცმელი რბილი ნაჭრისგან იყოს შეკერილი რომელიც ფეხის კონტურს ზედმიწევნით გაიმეორებს.

YouBeauty.com-ის ჯანმრთელობის საკითხების ექსპერტმა კლერ ჰანუმმა გვირჩია ახალი ფეხსაცმელი არ დავინანოთ და თამამად ვატაროთ ის სახლში მანამ სანამ ქუჩაშიც ჩავიცვამთ.

ამგავარდ ის უფრო სწრაფად გაიწევს და მიხვდებით რომელ ადგილას გიჭერთ კონკრეტული ფეხსაცმელი. “თუ ოდნავ გტკივათ, მოამზადეთ საშუალება კოჟრებთან საბრძლოველად, რადგან მტკივნეულ ადგილზე ისინი დიდი ალბათობით გაჩნდებიან”. საბალეტო ფეხსაცმლის ტარებას ის უჩინარი წინდებით გვირჩევს, ამგვარად კას გადახეხვისა და გაღიზიანებისგან დავიცავთ. ზაფხულში ექსპერტები რეზინის ფეხსაცმელზე და რეზინის ქოშებზე უარის თქმას გვირჩევენ.

ახალი ფეხსაცმლის შეძენისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ თუნდაც ახალი მოდელი სიგიჟემდე მოგეწონოთ – მაინც არ უნდა შეიძინოთ თუ მისი ჩაცმისას ოდნავ დისკომფორტს მაინც გრძნობთ.

“რეალობა ასეთია: მომავალში ეს ფეხსაცმელი თქვენს ტკივილად და კოჟრებად იქცევა! რთულია მაგრამ უნდა შეძლოთ, მოუხერხებელი ფეხსაცმლის თაროზე დაბრუნება” ამბობს კლერ ჰანუმი.