Connect with us

კულინარია

ახალი მწვანილი 1 თვით ან უფრო დიდხანს: 2 ხრიკი მწვანილის შესანახად

ახალი მწვანილის სალათის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეს მთავარი ინგრედიენტია, რომელსაც განწყობის მიხედვით ვუმატებ ბულგარულ წიწაკას, პომიდორს, მწყრის კვერცხს, ზეთისხილს და ფეტას. ადრე არ ვიცოდი, თუ როგორ შემენახა მწვანილი სწორად, ამიტომ პროდუქტის გადაყრა ხშირად მიწევდა.

რა არ ვცადე! ღია ყუთში ვინახავდი, ოთახის ტემპერატურაზე ვაჩერებდი, შეფუთვიდან არ ვიღებდი. ყველაფერი უშედეგო იყო, მწვანილი ან ხმებოდა ან ლპებოდა. Alltime–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ შეინახოთ მწვანილი მაცივარში.

როგორ შევინახოთ ახალი მწვანილი მაცივარში

მეთოდი 1

პირველ რიგში, მწვანილი შეფუთვიდან ამოიღეთ. გაასუფთავეთ, გაფუჭებული ტოტები და ფოთლები მოაშორეთ. თუ ერთ კონად სხვადასხვა მწვანილი შეგიგროვდათ, სახეობების მიხედვით დაალაგეთ.

ქაღალდის პირსახოცი ან პერგამენტის ქაღალდი მოამზადეთ და მწვანილი შეახვიეთ. მწვანილები მაცივრის ყველაზე ქვედა თაროზე შეინახეთ. ასე მწვანილი 2 კვირამდე გაძლებს, რადგან ბევრ ჟანგბადს მიიღებს.

მეთოდი 2

მწვანილი შეფუთვიდან ამოიღეთ, გადაარჩიეთ, გაფუჭებული ფოთლები და ღეროები მოაშორეთ. ამის შემდეგ ცივ წყალში გარეცხეთ, დაფერთხეთ და პროდუქტების კონტენიერში მოათავსეთ. ასე მწვანილი მაცივარში თითქმის 1 თვე გაძლებს.

გახსოვდეთ: მწვანილი ჩვეულებრივ პარკში ან უბრალოდ უყველაფროდ არ უნდა შეინახოთ. თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდი აირჩიეთ და მწვანილი დიდხანს შეინახეთ! უპირატესობას პროდუქტის გარეცხვას და ყუთებში შენახვას ვანიჭებ: ასე სუნი შესანიშნავად ნარჩუნდება. თქვენ გიყვართ ახალი მწვანილი? რომელ კერძებში იყენებთ?