ჯანმრთელობა
ახალგაზრდებს შორის ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკი სულ უფრო იზრდება.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კოლორექტალური კიბოთი დაავადების შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და “გაახალგაზრდავდა”. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალ Gut-ში წერენ. ჰოლანდიელი სპეციალისტები აცხადებენ ამ დაავადების სტატისტიკის სახიფათო ზრდის შესახებ, რაც დაკავშირებულია სიმსუქნესთან და არასწორ კვებასთან ახალგაზრდებში.
მათი გამოკვლევები, რომლებშიც მსგავსი კანონზომიერება გამოვლინდა, პირველი იყო, რომელშიც სპეციალისტებმა ყოველმხრივ შეისწავლეს სქელი და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადების ასაკობრივი ტენდენცია. მეცნიერებმა ამ კვლევების მსვლელობისას 1990-2016 წლების, ევროპის 20 ქვეყნის მაცხოვრებელი 143 მილიონი ადამიანის მონაცემი გააანალიზეს.
პუბლიკაციაში ხაზი ესმება იმას, რომ ბოლო ათ წელიწადში, განვითარებულ ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა კოლორექტალური კიბოთი დაავადების შემთხვევები 50 წლამდე ასაკში. სულ ცოტა ხნის წინ კი ეს დაავადება “ასაკობრივად” ითვლებოდა, რომელიც მხოლოდ 60 წლის ასაკის შემდეგ ჩნდებოდა.
ახალგაზრდებისთვის, კიბოთი დაავადების შანსი 26 წლის 100 000 ადამიანში 0.8-დან 2.3 შემთხვევამდე გაიზარდა – 2004-2016 წლებში კი ყველაზე მკვეთრი ზრდა, 7.9% დაფიქსირდა. თუმცა, ამ ასაკობრივ კატეგორიაში არ გაზრდილა ამ დაავადებით სიკვდილიანობის დონე მკურნალობის კარგი ხარისხის წყალობით.
კიბოთი დაავადების რისკი, ასევე, 30 წლის ასაკშიც გაიზარდა, ოღონდ ნაკლებად მკვეთრად, ხოლო 40 წლის ასაკში დაავადებულთა რიცხვი მერყეობდა(ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა).
ამასთან, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში, ამ დაავადების შემთხვევები მცირდება. სპეციალისტების თქმით, ეს კიბომდელი პოლიპების რეგულარული სკრინინგის დამსახურებაა.
ახალგაზრდებს შორის, ჩვეულებრივ, მსგავსი სკრინინგი არ ტარდება: ითვლება, რომ ამის აუცილებლობა არაა ასაკიდან გამომდინარე.
ნაწლავის კიბოს სიმპტომები
- სისხლიანი განავალი;
- განავლის ცვლილებები(ყაბზობა ან დიარეა);
- მუცლის ტკივილი;
- სხეულის მასის შემცირება, სისუსტე, უძლურობა, დისკომფორტი და სიმძიმე ჭამის შემდეგ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!