Connect with us

ჯანმრთელობა

აქტივირებული ნახშირის 7 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ ყველამ არ იცის

აქტივირებული ნახშირი თავისი ნახშირორჟანგის „კვალს“ პრაქტიკულად ყველგან ტოვებს, დაწყებული გამწმენდი ნიღბებით და დამთავრებული მათეთრებელი კბილის პასტებით.

ჩვეულებრივი ნახშირისგან განსხვავებით, რომელიც ცნობილი კანცეროგენია, აქტივირებული ნახშირი სამკურნალოა. ეს ნელა დამწვარი ხის, ტორფის ან ქოქოსის ქერქის გვერდითი პროდუქტია, რომელიც ჟანგბადით მუშავდება. აქტივირებული ნახშირი არსებობს სხვადასხვა ფორმის: ფხვნილი და აბი შიგნით მისაღებად, გრანულები და კუბები გარემოს გასაწმენდად, ასევე ღრუბელი და ქსოვილი დასაბანად და სატარებლად. ინგრედიენტს უკვე ათასწლეულები აიურვერდსა და ჩინურ მედიცინაში იყენებენ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა სასარგებლო თვისებები აქვს აქტივირებულ ნახშირს.

აქტივირებული ნახშირი კბილების გასათეთრებლად

ნახშირის ფხვნილი კბილების წმენდის ადგილობრივი მეთოდია ტანზანიის სოფლებში, ასევე აფრიკის და სამხრეთ აზიის სხვა ნაწილებში. დღესდღეობით აქტივირებული ნახშირის შემცველი ბევრი კბილი პასტა იწარმოება. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ პასტა კბილებს ბუნებრივად ათეთრებს, თუმცა, ამის დამადასტურებელი ძალიან ცოტა კვლევა არსებობს.

„რამდენიმე არაოფიციალური მონაცემი არსებობს, რომ აქტივირებულ ნახშირს კბილების გათეთრება შეუძლია, მაგრამ მეცნიერული მტკიცებულება არ გვაქვს. კბილების მათეთრებელ მთავარ საშუალებად რეკომენდაციას არ ვუწევ. გირჩევთ, ფრთხილად გამოიყენოთ“ – ამბობს ვიქტორია ვეიცმანი.

ნიღბები აქტივირებული ნახშირით

აქტივირებული ნახშირი კანის მოვლის ბევრ საშუალებაში გამოიყენება. „საუკეთესო შედეგის მისაღებად სცადეთ ნიღაბი აქტივირებული ნახშირით. შთანმთქმელი, როგორც მაგნიტი ჭუჭყს იზიდავს, მაგრამ ეს ფიზიკურ კონტაქტზეა დამოკიდებული, ამიტომ მეტი ეფექტისთვის კანზე წაისვით“ – ამბობს სედჯალ შახი, ქირურგ–დერმატოლოგი.

შამპუნი აქტივირებული ნახშირით

თუ ქავილი, ცხიმიანი და აქერცლილი თავის კანი გაწუხებთ, აქტივირებული ნახშირი დაგეხმარებათ. ამის შესახებ ნენსი, Briogeo–ს დამფუძნებელი, საუბრობს. მან ქიმიკოსებთან ერთად შეიმუშავა დამამშვიდებელი საშუალება: ნაზი ამქერცლავი შამპუნი, სკალპის მოვლის საშუალება და მშრალი შამპუნი – თითოეული შეიცავს ბინჩოტანს (ჰიპერფორისტული აქტივირებული ნახშირი იაპონიიდან).

ქვედა საცვლები აქტივირებული ნახშირით

აქტივირებული ნახშირი უსიამოვნო და ტოქსიკურ გაზს და სითხეს შესანიშნავად შთანთქავს, მას სხეულის უსიამოვნო სუნის შემცირება შეუძლია. კვლევების უმეტესობა აჩვენებს, რომ ნახშირი გაზების სუნს ეფექტურად ამცირებს. დამტკიცებულია, რომ ქვედა საცვლები აქტივირებული ბოჭკოებით უსიამოვნო სუნს აქრობს.

დეოდორანტი აქტივირებული ნახშირით

აქტივირებული ნახშირის, როგორ დეოდორანტის ეფექტურობაზე ნაკლები კვლევაა ჩატარებული, მაგრამ ცნობილია, რომ ამაში საზიანო არაფერია – ის კანს არ ააღიზიანებს. მაღაზიებში აქტივირებული ნახშირის შემცველი ნატურალური დეოდორანტების და იღლიების მოვლის სისტემის დიდი არჩევანია.

აქტივირებული ნახშირის აბები მოწამვლის დროს

ტოქსინების შთანთქმის ზეშესაძლებლობის გამო აქტივირებული ნახშირი ბევრი სახის მოწამვლის დროს ეფექტურია. მას სასწრაფო დახმარების განყოფილებაშიც იყენებენ. აქტივირებული ნახშირის აბები შეგიძლიათ გამოიყენოთ კუჭის ტკივილის დროს, რაც გაზების ჭარბი რაოდენობით, დიარეით ან მოუნელებლობით არის გამოწვეული. იაფი და ურეცეპტო აბები გამოგადგებათ, თუ მოგზაურობთ და შემთხვევით საკვებით მოიწამლეთ. აქტივირებული ნახშირის აბების მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა მედიკამენტებს იღებთ.

ჰაერის გამწმენდი აქტივირებული ნახშირით

დამტკიცებულია, რომ აქტივირებული ნახშირი ჰაერიდან სუნებს და ტოქსინებს შთანთქავს. ჰაერის ფილტრი აქტივირებული ნახშირით უსიამოვნო სუნს შესანიშნავად უმკლავდება სახლში, იქნება ეს სანაგვე ყუთი, მაცივარი თუ სააბაზანო.