Connect with us

თავის მოვლა

ასპირინი, ლიმონი და თაფლი – ყველაფერია რაც სახის არაჩვეულებრივი ნიღბისთვის გჭირდებათ

უპირველეს ყოვლისა: ჩვენი ჯადოსნური ელექსირისთვის ზუსტად ასპირინი გვჭირდება, არანაირი შემცვლელი – იბუპროფენის სახით. ასპირინის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის სალიცინის მჟავას შეიცავს, რომელიც ძალიან სასარგებლოა კანისთვის.

რა დაგვჭირდება:

  • 1 ლიმონი
  • 6 აბი ასპირინი
  • 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
  • საკვები სოდა
  • დანა ან ჭიქა (ასპირინის აბების დაფხვნისთვის)

რა უნდა გავაკეთოთ:

დაფხვენით ასპირინის აბები, მოათავსეთ საშუალო ზომის ჯამში და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონი. ასპირინი მასში უნდა გაიხსნას. დაუმატეთ თაფლი, ურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე და წაისვით სახეზე. დაიტოვეთ 20 წუთი. როდესაც გაშრება ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სახე  სოდიანი წყლით ოდნავ დანოტივებული ქსოვილით გაიწმიდეთ. ამის შემდეგ სახეზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.

რატომ არის ეს ნიღაბი ეფექტური აკნეს დროს?

აცეტილ სალიცინის მჟავა, სახის ბევრ ნიღაბსა და სკრაბში ნომერ პირველი ინგრედიენტია. ლიმონის წვენს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რომლებიც აკნეს წინააღმდეგ გვეხმარება და სახის კანი ტონუსში მოჰყავს. ეს ნიღაბი განსაკუთრებით ცხიმიანი კანის შემთხვევაშია ეფექტური. თაფლი აწყნარებს კანს და ებრძვის ინფექციებს მაგრამ, არ აბინძურებს ფორებს.
ჩვეულებრივი საკვები სოდა ძალიან იოლად ედება კანს და გეხმარებათ ამ ნიღბის ბოლომდე მოშორებაში, გიტოვებთ სირბილის შეგრძნებას.

გაითვალისწინეთ, რომ კანმა შეიძლება სხვადასხვანაირად მიიღოს ნიღაბი, ამიტომ ის ჯერ მცირე მონაკვეთზე დაიდეთ და გაღიზიანების შემთხვევაში ნუღარ გამოიყენებთ მას.

ნიღაბი ყოველდღე არ გაიკეთოთ! კვირაში ორჯერ – სრულიად საკმარისია!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.