თავის მოვლა
ასპირინი და ლიმონი: ვიშორებთ სოკოსა და კოჟრებს ფეხებიდან
ჩვენი ფეხები ყოველდღიურად განიცდის დიდ დატვირთვას: სეირნობა, ფიზიკური სავარჯიშოები, მოუხერხებელი ფეხსაცმელი… ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება ტერფების კანის მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, ჩნდება კოჟრები და ნახეთქები, შესაძლებელია ინფექციაც კი. არაესთეტიურობის გარდა, ეს მტკივნეულია და არსებობს ანთების საშიშროებაც. საბედნიეროდ, არსებობს ეფექტური საშინაო საშუალება სოკოსა და კოჟრების წინააღმდეგ, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. მასზე უფრო დაწვრილებით დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.
როგორ მოვიშოროთ სოკო და კოჟრები ფეხებზე
რამდენიმე ინგრედიენტის დახმარებით, თქვენ მარტივად მოამზადებთ საშუალებას, რომელიც დაარბილებს ტერფების კანს და შეუნარჩუნებს მას ჯანმრთელობას.
ასპირინი ანალგეტიკია, რომელიც ხშირად გამოიყენება თავის ტკივილის გასაყუჩებლად ან სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად. თუმცა, მას სხვა თვისებებიც აქვს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ კოსმეტიკური მიზნებით. ასპირინი ეფექტურად უმკლავდება აკნეს, ამცირებს კანზე პიგმენტაციას და აშორებს დაბინძურებას მის ზედაპირზე.
გარდა ამისა, ამ აბების შემადგენლობა ეფექტურად ებრძვის ტერფის კანისა და ფრჩხილების სოკოს. ასპირინი ხელს უშლის სოკოს გავრცელებას და ამცირებს ქავილს, რომელსაც ბაქტერიები იწვევს.
ასპირინი შეიცავს ანთენისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელ ნივთიერებებს. ისინი ამცირებს დაძაბულობასა და ტკივილს ფეხებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი სამუშაო დღისა და მაღალი ფიზიკური აქტივობის შემდეგ.
სოკოს მოშორებაში ლიმონიც დაგეხმარებათ
ფეხის კანი გაუხეშდა, ნახეთქებითა და სხვა “ნაკლოვნებით” დაიფარა? სცადეთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ლიმონითა და ასპირინით, რომელიც ტერფების მდგომარეობას უმოკლეს ვადაში გააუმჯობესებს. ამ საშუალების რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, შემცირდება სოკოებისა და ბაქტერიების გავრცელება. ასევე, დარეგულირდება рН დონე ფეხის კანზე და აღარ წარმოიქმნება უსიამოვნო სუნი.
ინგრედიენტები
- 5 აბი ასპირინი
- 1 ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება
- დანაყეთ ასპირინი.
- მოათავსეთ მიღებული ფხვნილი ჭურჭელში და დაუმატეთ ლიმონის წვენი.
- კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი, სქელი პასტის მიღებამდე. თუ მასა ძალიან მშრალია, დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი ან 1 ს.კ. წყალი.
- კარგად დაიბანეთ ფეხები და გაიმშრალეთ პირსახოცით.
- დაიტანეთ მომზადებული მასა თხელ ფენად სოკოთი და კოჟრებით დაზიანებულ მონაკვეთებზე, გაიჩერეთ 20-30 წუთით და ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.
- ამის შემდეგ გაიხეხეთ ტერფები პემზით კანის მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.
- ისევ გადაივლეთ თბილი წყალი ფეხებზე და გაიმშრალეთ.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად, გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ. არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი კრემის გამოყენებაც, რადგან კანი ტერფებზე სწრაფად შრება.