Connect with us

თავის მოვლა

ასპირინი და ლიმონი: ვიშორებთ სოკოსა და კოჟრებს ფეხებიდან

ჩვენი ფეხები ყოველდღიურად განიცდის დიდ დატვირთვას: სეირნობა, ფიზიკური სავარჯიშოები, მოუხერხებელი ფეხსაცმელი… ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება ტერფების კანის მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, ჩნდება კოჟრები და ნახეთქები, შესაძლებელია ინფექციაც კი. არაესთეტიურობის გარდა, ეს მტკივნეულია და არსებობს ანთების საშიშროებაც. საბედნიეროდ, არსებობს ეფექტური საშინაო საშუალება სოკოსა და კოჟრების წინააღმდეგ, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. მასზე უფრო დაწვრილებით დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.

როგორ მოვიშოროთ სოკო და კოჟრები ფეხებზე

რამდენიმე ინგრედიენტის დახმარებით, თქვენ მარტივად მოამზადებთ საშუალებას, რომელიც დაარბილებს ტერფების კანს და შეუნარჩუნებს მას ჯანმრთელობას.

ასპირინი ანალგეტიკია, რომელიც ხშირად გამოიყენება თავის ტკივილის გასაყუჩებლად ან სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად. თუმცა, მას სხვა თვისებებიც აქვს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ კოსმეტიკური მიზნებით. ასპირინი ეფექტურად უმკლავდება აკნეს, ამცირებს კანზე პიგმენტაციას და აშორებს დაბინძურებას მის ზედაპირზე.

გარდა ამისა, ამ აბების შემადგენლობა ეფექტურად ებრძვის ტერფის კანისა და ფრჩხილების სოკოს. ასპირინი ხელს უშლის სოკოს გავრცელებას და ამცირებს ქავილს, რომელსაც ბაქტერიები იწვევს.

ასპირინი შეიცავს ანთენისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელ ნივთიერებებს. ისინი ამცირებს დაძაბულობასა და ტკივილს ფეხებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი სამუშაო დღისა და მაღალი ფიზიკური აქტივობის შემდეგ.

სოკოს მოშორებაში ლიმონიც დაგეხმარებათ

ფეხის კანი გაუხეშდა, ნახეთქებითა და სხვა “ნაკლოვნებით” დაიფარა? სცადეთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ლიმონითა და ასპირინით, რომელიც ტერფების მდგომარეობას უმოკლეს ვადაში გააუმჯობესებს. ამ საშუალების რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, შემცირდება სოკოებისა და ბაქტერიების გავრცელება. ასევე, დარეგულირდება рН დონე ფეხის კანზე და აღარ წარმოიქმნება უსიამოვნო სუნი.

ინგრედიენტები

  • 5 აბი ასპირინი
  • 1 ლიმონის წვენი

მომზადება და გამოყენება

  1. დანაყეთ ასპირინი.
  2. მოათავსეთ მიღებული ფხვნილი ჭურჭელში და დაუმატეთ ლიმონის წვენი.
  3. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი, სქელი პასტის მიღებამდე. თუ მასა ძალიან მშრალია, დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი ან 1 ს.კ. წყალი.
  4. კარგად დაიბანეთ ფეხები და გაიმშრალეთ პირსახოცით.
  5. დაიტანეთ მომზადებული მასა თხელ ფენად სოკოთი და კოჟრებით დაზიანებულ მონაკვეთებზე, გაიჩერეთ 20-30 წუთით და ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.
  6. ამის შემდეგ გაიხეხეთ ტერფები პემზით კანის მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.
  7. ისევ გადაივლეთ თბილი წყალი ფეხებზე და გაიმშრალეთ.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ. არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი კრემის გამოყენებაც, რადგან კანი ტერფებზე სწრაფად შრება.

Advertisement
ყვავილები20 hours ago

9 მცენარე რომელიც ჰაერს აუმჯობესებს და სასურველია სახლში 2-3 მათგანი მაინც გვქონდეს!

საკითხავი20 hours ago

უკვე რამდენიმე წელია უთოს არ ვიყენებ. როგორ ვცხოვრობ?

ჯანმრთელობა20 hours ago

ნაწლავის მსუბუქი გამწმენდი. რეცეპტი რომელიც ძალიან ეფექტურია!

ჯანმრთელობა2 days ago

როდის გვჭირდება ანტიბიოტიკები – სასარგებლო დაფა ექიმი კომაროვსკისგან

საკითხავი3 days ago

ჯანსაღ ადამიანს გათხოვება არ სურს. ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის 20 მკაცრი ციტატა

თავის მოვლა3 days ago

„ოქროს ვარსკვლავი“ სტრიებს მოგაშორებთ

საკითხავი3 days ago

რისგან შედგება კარტოფილი ფრი? გაიგეთ სიმართლე!

ჯანმრთელობა3 days ago

კალენდულა: ბუნებრივი საოჯახო საშუალება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ანთების დროს

ჯანმრთელობა3 days ago

სახლში დამზადებული მალამო სისხლჩაქცევებისა და სილურჯეებისთვის

ჰოროსკოპი4 days ago

როგორ გამოვთვალოთ იღბალი. 7 ძირითადი სასიცოცხლო ციკლი

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორც აღმოჩნდა, ხურმის ჭამა ყველასთვის არ შეიძლება! აი, ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული

ჯანმრთელობა4 weeks ago

კვირაში ერთხელ ფეხები ძმარში ჩააწყვეთ – თქვენი ყველა დაავადება გაქრება

სხვა1 week ago

ჩემი სარეცხი მანქანა უკვე 12 წელია მემსახურება – 3 ოქროს წესი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა2 weeks ago

სიმსივნის საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელიც მოხუცმა ბაბუამ მომცა. ღირებული მეთოდი მთელ სხეულს კურნავს

ჯანმრთელობა3 weeks ago

იოდის ასეთი სარგებლის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ

საკითხავი4 weeks ago

სარეცხი მანქანის გაწმენდის ბიუჯეტური მეთოდი

სხვა3 weeks ago

სიროფი რომელიც თქვენს მხედველობას, სმენას და მეხსიერებას დაეხმარება, ასევე მუცელსაც გაათავისუფლებს ცხიმისგან!

ჯანმრთელობა5 days ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია6 days ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა3 weeks ago

იაპონელი გასტროენტეროლოგი “შეწყვიტეთ ტონობით აბების მიღება, კარგი ჯანმრთელობისთვის ეს სულაც არ არის საჭირო”

ტრენდული