Connect with us

ვიდეო

ასპირინის 7 გამოყენება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

ასპირინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო საშუალებაა.

მისი გამოყენება თავის ტკივილის დროს ანალგეტიკის სახით დაიწყეს. ასევე სისხლის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიკოაგულანტია.

თუმცა ასპირინი შეგიძლიათ სხვა სფეროშიც გამოიყენოთ, მაგალითად: სახლის დასალაგებლად, მცენარეების მოსავლელად და გარეგნობის გასაუმჯობესებლად. აი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მხოლოდ ერთი ასპირინით.

ასპირინის გამოყენების 7 მეთოდი, რომლის შესახებ შეიძლება წარმოდგენაც არ გქონდათ.

1. ტანსაცმელზე ოფლის ლაქას აღიავებს

ჩვეულებრივ, იღლიის ზონაში ტანსაცმელი ყვითლდება. ამ ლაქების მოსაშორებლად 2 ასპირინი დააქუცმაცეთ და ნახევარ ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ეს ნარევი იღლიის ზონაში გამოიყენეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. მეორე დღეს პერანგი ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

2. იღლიებს აღიავებს

2 ასპირინი დააქუცმაცეთ და ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით. ეს ნარევი იღლიებზე წაისვით, ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

3. თმას აძლიერებს

8 აბი ასპირინი აიღეთ და დააქუცმაცეთ. შემდეგ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით და ნარევი თმაზე წაისვით. 5 წუთით დაიმასაჟეთ. შემდეგ ნარევი წყლით და ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ. ამასთან შეგიძლიათ ასპირინი ყოველდღიური მოხმარების შამპუნს დაუმატოთ.

4. აკნეს ან ანთებას აქრობს

ასპირინის დახმარებით აკნეს განკურნება შეიძლება. ასპირინი აიღეთ, დააქუცმაცეთ და წვეთი წყალი დაუმატეთ ისე, რომ პასტა მიიღოთ. ეს პასტა აკნეზე დაიდეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ, დილით საპნით და წყლით ჩამოიბანეთ.

5. ქერტლს აშორებს

ასპირინის დახმარებით ქერტლის მოშორებას შეძლებთ. პირველ რიგში, ცოტა ჩვეულებრივი შამპუნი აიღეთ, ზუსტად იმდენი, რამდენსაც დასაბანად იყენებთ. მეორეც, 2 დაქუცმაცებული ასპირინი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და თმა დაიბანეთ.

6. ქუსლების კანს არბილებს

ასპირინი ქუსლების გაუხეშებულ და დაკოჟრილ კანს დაარბილებს.  ასე მათი მოშორება გაგიადვილდებათ. 7 ასპირინი დააქუცმაცეთ, 1 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ და პასტა მოამზადეთ.

ეს პასტა ფეხების ქუსლებზე დაიდეთ, თბილი ქსოვილით, შემდეგ პოლიეთილენის პაკეტით შეიხვიეთ. ნარევი 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ქსოვილი და ქაღალდი მოიშორეთ და კოჟრები ქვით ან პემზით მოიშორეთ.

7. პიგმენტაციის საწინააღმდეგო ნიღაბი

5 ასპირინი 2 ს/კ უბრალო იოგურტში გახსენით. ნარევი სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ცივი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კანის დასატენიანებლად დამატენიანებელი კრემი წაისვით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.