Connect with us

თავის მოვლა

ასაკობრივი ქუთუთოსთვის ეფექტური 5 ზეთი, რომელიც ნაოჭებს ებრძვის

თვალის გარშემო კანი ძალიან მგრძნობიარეა და გარემოს მავნე ზემოქმედების ქვეშ სწრაფად ზიანდება. ასაკის მატებასთან ერთად ქუთუთოებზე ჩნდება წვრილი ნაოჭები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება და ღრმავდება. ამ ზონაში კანი დაბერებისგან რომ დაიცვათ, განსაკუთრებული მკვებავი საშუალებები უნდა გამოიყენოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 5 ეფექტურ ზეთს, რომლებიც ასაკობრივი ქუთუთოსთვის სასარგებლოა და ნაოჭებს ებრძვის.

აბუსალათინის ზეთი

ალბათ, იცით, რომ ეს ზეთი ნამდვილი მხსნელია, რომელიც წამწამების და წარბების ზრდას ხელს უწყობს. გარდა ამისა, თვალის გარშემო კანს კვებავს და ნაოჭებს ასწორებს.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი შესანიშნავი დამატენიანებელი საშუალებაა. დამატებით, საოცარი არომატი აქვს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თვალის გარშემო უნდა წაისვათ. კანს შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს. ზეთი მთელ სახეზე არ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შავი წერტილები გამრავლდება.

ნუშის ზეთი

კიდევ ერთი ბიუჯეტური, მაგრამ ეფექტური ვარიანტი თვალის კანის მოსავლელად. ნუშის ზეთს თითქმის უწონო სტრუქტურა აქვს, რომელიც ადვილად იწოვება.

ზეითუნის ზეთი

ალბათ, ეს ზეთი ყველა დიასახლისს აქვს. ქუთუთოსთვის არარაფინირებული ვარიანტი გამოიყენეთ. ზეთი მხოლოდ თვალის ირგვლივ კანზე წაისვით, ასევე მთელ სახეზე ნიღბის სახით გამოიყენეთ. ასე გაღიზიანებას და კანის სიმშრალეს მოიშორებთ.

მაკადამიას ზეთი

შესანიშნავი დამატენიანებელი ზეთი, რომელიც წვრილ ნაოჭებს შესამჩნევად აქრობს და სიღრმეს ამცირებს. გარდა ამისა, ცივ ამინდში შეგიძლიათ ტუჩების დასაცავად გამოიყენოთ.

ნატურალური ზეთი ძალიან მკვებავია, ამიტომ კვირაში 2–ჯერ მისი გამოყენება საკმარისია.

გამოყენების მეთოდი ერთნაირია:

  1. ბამბის დისკი ორ ნაწილად გაყავით.
  2. ზეთი შეათბეთ.
  3. ზეთში ბამბის დისკი დაასველეთ.
  4. ქუთუთოზე დაიდეთ.
  5. 20 წუთით გაიჩერეთ.
  6. ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ.

სასურველია, ერთი სახეობის ზეთი მაქსიმუმ 1-1,5 თვით გამოიყენოთ. ამის შემდეგ სხვა ზეთით ჩაანაცვლეთ. ზემოთ ჩამოთვლილ ზეთებს ბევრ უპირატესობა აქვთ: ბიუჯეტური, ეფექტური და მარტივი გამოსაყენებელი. თუმცა ერთი ნაკლი აქვთ: შესაძლო ინდივიდუალური აუტანლობა.