Connect with us

სხვა

არ შეიძლება ფულის “შავი დღისთვის” შეგროვება. როგორ მოვაგროვოთ ფული სწორად? ბრძნული იგავი

ჩვენი ბებიები ფულს შავი დღისთვის ინახავდნენ, ზოგი შემნახველ სალაროებში, ზოგი კი მუთაქაში. თუმცა ამბობენ, რომ ფულის შავი დღისთვის შენახვა არ შეიძლება, რადგან რისთვისაც აგროვებ ფულს, სწორედ იმას იზიდავ. არ ღირს საკუთარი თავის რთულ დღეებზე მომართვა, აჯობებს ფული რაიმე სასიამოვნო მიზნით შეაგროვოთ, მაგალითად მანქანისთვის, აგარაკისთვის, ახალი ბინისთვის და ა.შ. როდესაც ფულს გადაებთ, გაიფიქრეთ და თქვენს თავს უთხარით, რომ მას სიამოვნებისთვის დაარჯავთ და ის იღბალს მოგიტანთ.

ამგვარად ცხოვრებაში ფინანასურ წარმატებას, იღბალსა და კეთილდღეობას მოიზიდავთ, ხოლო სიტუაციები რომლებიც ფულის სასწრაფოდ მოპოვებას მოითხოვს – თავისთავად მოგვარდება.

“რაც გაქვს ბოლომდე დახარჯე”- ასე გვირჩევდა ომარ ხაიამი. ა ფრაზაში იმას გულისხმობდა, რომ ცხოვრება წარმავალია და თან ვერაფერს წავიღებთ.

არსებობს ბრძნული იგავი ფულის შესახებ:

ადამიანმა ბევრი ფულის დაგროვება გადაწყვიტა. ბევრი იშრომა და მთელი ქონება დააგროვა. ერთ მშვენიერ დღეს მას სიკვდილის ანგელოზი ესტუმრა და აუწყა, რომ მისი გარდაცვალების დრო დადგა. კაცმა ცხოვრების კიდევ 3 დღე თხოვა, მაგრამ უარი მიიღო, შემდეგ 1 დღე ითხოვა, ანგელოზი არც ამაზე დათანხმდა, შემდეგ მას 1 საათი თხოვეს თუმცა ვერც ეს სურვილია სრულდა, ბოლოს კაცმა ანგელოზს 1 წუთი თხოვა რათა თავისი შვილისთვის წერილი მიეწერა, ანგელოზმა მას ამის უფლება მისცა, კაცმა კი დაწერა:

” გაუფრთხილდი ყოველ წუთს და იცხოვრე აქ და ახლა. ჩემი ფულით 1 საათის სიცოცხლის გამოსყიდვაც კი ვერ შევძელი”.