Connect with us

საკითხავი

არ მინდა, არ შევჭამ! რა გავაკეთოთ, თუ ბავშვი ცუდად ჭამს

რა თქმა უნდა, ახლა ყველამ ვიცით, რომ ბავშვისთვის ჭამის დაძალება, მით უმეტეს დასჯა დაუშვებელია. ზოგჯერ ხელებს უნებურად ვიქნევთ: ის კვლავ არ ჭამს! ეს პრობლემა თითქმის ყველა დედას აწუხებს: რა გავაკეთოთ, რომ ბავშვმა ჭამაზე უარი არ თქვას? ამაში რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ.

ბავშვი მზადების პროცესში ჩართეთ

როგორც კი ასაკი საშუალებას მოგცემთ, ბავშვი პროდუქტების არჩევაში, პროცესის განხილვასა და თავად კერძის მომზადების პროცესში ჩართეთ. ჩვენ დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ვეკიდებით იმას, რის მომზადებაშიც მონაწილეობა მივიღეთ. ბავშვები გამონაკლისები არ არიან.

არჩევანის ილუზია შექმენით

ჭამაზე პირდაპირ უარის თქმა გაცილებით რთულია, თუკი არსებობს არჩევანი. შვილს ჭამა არ სთხოვოთ, უბრალოდ შესთავაზეთ არჩევა, თუ კონკრეტულად რა გააკეთოთ სადილად ან სავახშმოდ? რა გამოვიყენოთ გარნირად?

ახალ კერძებთან ფრთხილად იყავით

ბავშვები ყველაზე დიდი კონსერვანტები არიან. ყოველდღე მათ ბევრი ახლის შეცნობა და იმდენი უნარის ათვისება უწევთ, რომ ყველაფერ ნაცნობს და ჩვეულს ორივე ხელით ეჭიდებიან. მათ შორის საჭმელს. თუ მენიუში ახალი კერძის დამატება გსურთ, აუცილებლად რაღაც ნაცნობ საკვებთან ერთად მიაწოდეთ.

ბავშვს დრო მიეცით

ბავშვები ხშირად ჭამაზე უარს ამბობენ, რადგან თამაშით ძლიერ გატაცებულნი არიან და ჭამის პროცესზე გადართვისთვის მზად არ არიან. ამის თავიდან ასაცილებლად, მოახლოებულ სადილზე ზუსტად 15-20 წუთით ადრე გააფრთხილეთ.

გრაფიკი დაიცავით

ბავშვები არა მხოლოდ კონსერვანტები არიან, არამედ პროგნოზირება უყვართ, რადგან ასე უსაფრთხოებას გრძნობენ. თუ თქვენს სახლში საუზმე, სადილი და ვახშამი ერთსა და იმავე დროს დაიწყება, ბავშვის გამოკვება გაგიადვილდებათ. სხვათა შორის, მთელ ოჯახთან ერთად ერთსა და იმავე ადგილას ჭამის ჩვევა სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდას ხელს შეუწყობს, რაც ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სადილი ან ვახშამი სტრესად არ აქციოთ

ჭამის დროს დაძაბულობა ამცირებს შანსებს, რომ ბავშვი შეჭამს იმას, რაც თეფშზეა ან საერთოდ სადილით ან ვახშმით დაინტერესდება. წესი დაადგინეთ: რაც არ უნდა მოხდეს, ჭამის დროს არავინ ჩხუბობს, არ კამათობს. ბავშვს ეტიკეტის დარღვევის ან მაგიდასთან წესების დარღვევის გამო არ ეჩხუბოთ, ასევე ოჯახის სხვა წევრების მიმართ საყვედურის თქმისგან თავი შეიკავეთ.