Connect with us

საკითხავი

არყით ბიუჯეტურ და ეფექტურ საწმენდ საშუალებას ვამზადებ

საზრიანი დიასახლისები სახლის დალაგებისას ხშირად მიმართავენ პატარა ხრიკებს, რომელიც არყის უჩვეულო გამოყენებას გულისხმობს. მაგალითად, არაყზე დაფუძნებული საწმენდი საშუალება ნებისმიერი სახის ჭუჭყს ეფექტურად უმკლავდება. მისი დახმარებით გაშავებულ ვერცხლეულსაც ძველებურ ბზინვარებას დაუბრუნებთ. სპირტის და ლიმონის ეთერზეთის შემცველი ნარევი თეთრეულს და პირსახოცს სისუფთავის არომატით გაავსებს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ არაყი სახლში სხვადასხვა ზედაპირიდან ჭუჭყისა და ცხიმის მოსაშორებლად.

საწმენდი საშუალება არყით: შესანიშნავი რეცეპტები

ცხიმიანი ზედაპირების გასაწმენდად

დაგჭირდებათ:

  • 100 გ არაყი
  • 1 ს/კ სარეცხი საშუალება

ინგრედიენტები აურიეთ და ცხიმიან ზედაპირს წაუსვით. 5-10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ღრუბლის უხეში მხრიდან გახეხეთ. სველი ჩვრით გადაწმინდეთ. ნახავთ, რომ ცხიმის კვალიც გაქრება!

სამკაულიდან სიშავის მოსაშორებლად

დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ არაყი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 200 გ წყალი
  • 1 ს/კ სარეცხი საშუალება

მითითებული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. ვერცხლის სამკაულები ნარევში ჩააწყვეთ და 12 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ნატურალური შალის ქსოვილით კარგად გააპრიალეთ. ვერცხლის საყურე, ბეჭედი თუ გულსაკიდი ახალივით იბრწყინებს!

თეთრეულსა და პირსახოცზე სისუფთავის არომატის მისანიჭებლად

დაგჭირდებათ:

  • 0,5 ჭიქა არაყი
  • 0,5 ჭიქა გამოხდილი წყალი
  • 30 წვეთი ლიმონის ეთერზეთი

ინგრედიენტები სპრეი ბოთლში ჩაასხით და კარგად აურიეთ. ნარევი სელის თეთრეულს შეაფრქვიეთ. დაწოლამდე 20 წუთით ადრე გამოიყენეთ. ამ საშუალებით გარეცხილ თეთრეულ სისუფთავის არომატს მიანიჭებთ.

არაყი და წყალი თანაბარი პროპორციებით აურიეთ. მიღებული ნარევით ჩამჯდარ ძველ ცხიმს გაუმკლავდებით. ჭუჭყიანი სამუშაო ზედაპირი, ღუმელი და გამწოვი გაწმინდეთ. თავად გამოსცადეთ ზემოაღწერილი მეთოდების ეფექტურობა!

Advertisement